x
image
თუთიკო ბერძენა
რატომ არ უნდა დასცინო და ეომო ქრისტეს სიყვარულით ვაქცინაციაზე უარის მთქმელებს?
image
ჩვენი დროის ცნობილმა ექიმმა და ბიოლოგმა, ალექსი კარელმა, ასე დაარქვა თავის წიგნს: "ადამიანი – ეს გამოცანაა". ჯერ კიდევ ალფრედ რასელ უოლესი, რომელმაც დარვინთან ერთად შექმნა ბუნებრივი გადარჩევის თეორია, ასე სვამდა საკითხს: კარგი, ადამიანს სჭირდება გარკვეული თვისებები იმისათვის, რომ გადარჩეს, რომ უფრო კეთილმოწყობილი ოჯახური გარემო ჰქონდეს, და ამ პროცესში ძლიერი გაიმარჯვებს და გადარჩება, მაგრამ რისთვის სჭირდება მას განყენებული
აზროვნება, რატომ ესწრაფვის იგი არსებობის, ცხოვრების საზრისისა და ჭეშმარიტების დაუსრულებელ ძიებას? რატომაა, რომ ადამიანში მთავარია ზებუნებრივი? უოლესი პასუხობდა: მიზეზი აქ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი – ეს თვისებები განსაკუთრებულია, ისინი ფესვგადგმულია ზებუნებრივ საწყისში და მათდამი
უდიერი მოპყრობა ცხოვლად დააჩნდება ადამიანთა მოდგმას.
კაცობრიობის ისტორიაში სკეპტიციზმისა და ურწმუნოების პერიოდები ყოველთვის საშიში იყო.
ალბათ, წაკითხული გექნებათ იური დომბროვსკის წიგნი "უსარგებლო საგანთა ფაკულტეტი", მაგრამ თავს უფლებას მივცემ, შეგახსენოთ ზოგიერთი რამ ამ წიგნიდან: საუბრობენ მთავარი გმირი და ახალგაზრდა გამომძიებელი ქალი. როცა კაცი ეკითხება, – რატომ გაქვთ თქვენ ასეთი ანტიჰუმანური მეთოდები და ასე მკაცრად რატომ ეპყრობით ადამიანებს? ქალი უპასუხებს: კანონიერება, ჰუმანიზმი, სამართალი –
ყველაფერი ეს, რასაც თქვენ იქ, ფაკულტეტზე გასწავლიდნენ, უსარგებლო საგნებია. ეს თავდაჯერებული ახალგაზრდა ქალი სხვის სიტყვებს იმეორებდა (!), იმეორებდა იმ სიტყვებს, რომლებსაც მთელი თაობები გაიძახოდნენ: ყოველივე ეს უსარგებლო საგნებია. შემდგომ კი აღმოჩნდება, რომ სწორედ ეს უსარგებლო საგნები ყოფილა ყველაზე საჭირო და აუცილებელი, რადგან მათ გარეშე ადამიანი იღუპება.
ამას წინათ ჰაინრიჰ იაგოდას სიკვდილისწინა სიტყვები წავიკითხე: "მე იმდენი ადამიანი მოვსპე და ვაწამე, რომ აწ ჩემი რიგიც დადგა. ჩემი მომრევიც აღმოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არსებობს". ძალზე ვწუხვარ, რომ ჩვენ მსგავს დასკვნებამდე მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში მივდივართ. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. არსებითი იმის გარკვევაა, არსებობს თუ არა
მსოფლიო ზნეობრივი წესრიგი, არის თუ არა სიკეთე ობიექტური, თუ ის ადამიანების მიერ მოგონილი პირობითი კატეგორიაა?
თუკი სიკეთე პირობითი კატეგორიაა, მაშინ ადვილია მასზე უარის თქმა, მისი უკუგდება და საკუთარი კრიტერიუმების დადგენა. მსგავს მოსაზრებას ეგოცენტრიკის მოდელი გულისხმობს: კერძოდ, სიკეთე არის ის, რაც მომწონს მე, ბოროტება კი – რაც არ მომწონს; ისე, როგორც ეს ერთ-ერთი მისიონერის შესახებ გავრცელებულ ისტორიაშია მოთხრობილი, რომელსაც უნდოდა წარმართისათვის გაეგებინებინა, თუ რა არის სიკეთე და ბოროტება, და ამ მიზნით ჰკითხა მას: აი, თუკი შენ ძროხას მოგპარავენ, ეს ბოროტებაა? – დიახ, ეს ბოროტებაა. – თუკი შენ მოიპარავ ძროხას? – მაშინ ეს სიკეთეა.
ჩვენ ყველანი დაახლოებით ამ პოზიციაზე ვდგავართ, რადგან ეგოცენტრიზმი ნიშანდობლივია ადამიანისათვის. თქვენ იკითხავთ: საიდან მოდის ის? რატომ არის
ადამიანი ეგოცენტრული? უწინარესად, აღსანიშნავია ის, რომ ჩვენ ყველანი მოდგმით ბავშვობიდან ვართ. ადამიანი ბავშვობაში ყოველთვის რაღაცას მოიხმარს;
მას აჭმევენ, ასმევენ, აძინებენ, აცმევენ, თავს ევლებიან და, შემდეგ, ის ფიქრობს, რომ ასე იქნება ყოველთვის. ეს ერთ-ერთი მიზეზია. არსებობს მეორე მიზეზიც, რომელსაც კაცობრიობის პირველცოდვას ვუწოდებთ. ოდესღაც
ჟან-ჟაკ რუსო ამბობდა, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა მშვენიერი, მაგრამ ცივილიზაციამ, გარეგანმა პირობებმა იგი გააფუჭა, გარყვნა, და ჩვენ ყოველთვის ამისი გვჯერა. ლევ ტოლსტოი, ჯვრის ნაცვლად, მკერდით ჟან-ჟაკ რუსოს სურათს დაატარებდა. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მას მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანი ბუნებით კეთილია. მაგრამ, მოდი, ერთი წუთით გულზე ხელი დავიდოთ და
ვთქვათ: ნამდვილად ასეა თუ არა ეს?
თუ მე ვიტყვი, რომ "მჯერა ადამიანის", ამით გავანადგირებ ყველა ტირანს, დიქტატორს, სალაზარს, ბერიას. ისინიც ხომ ადამიანები იყვნენ? ვის უნდა დავუჯეროთ? რატომ უნდა გვჯეროდეს კეთილის, ბოროტის კი – არა? ჩვენ შეგვიძლია დავით აღმაშენებლის "გალობან ი სინანულისანი გავიგოთ, ჩვენ შეგვიძლია ივანე მრისხანის სინდისის ქენჯნის გაგებაც. ისინი ქრისტიანული მცნებებით აღზრდილი ადამიანები იყვნენ და იცოდნენ, რომ სისხლის დაღვრა ცოდვაა. ისინი სისხლს ღვრიდნენ. შემდეგ ნანობდენ და წუხდნენ. შემდეგ ისევ სისხლს ღვრიდნენ და ისევ იტანჯებოდნენ. როგორი სატანჯველი უნდა ჰქონოდა, ვთქვათ, სტალინს? ის მიიჩნევდა, რომ ხალხი, უბრალოდ, ნახირია და მეტი არაფერი, დღემოკლე არსებები, რომელთა დახოცვაც შეიძლება. ცოდვა, ბოროტება, როგორც ასეთი, არ არსებობს. მისთვის, ბოროტებაა მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ადამიანებზე საკუთარი ძალაუფლების დამყარებაში ხელს შეუშლიდა, ხოლო სხვა დანარჩენი სისულელეა, და ამიტომაც არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.
სიკეთე და ბოროტება ობიექტური კატეგორიებია და სიკეთის პრინციპის ერთგულება არის შემოქმედის მცნება და ნება. სწორედ იმის გამო, რომ უფლის მცნებაა, ამიტომაც არ გვეძლევა სიკეთე მარტივად. ჩვენ ხომ არ მოგვეცა, ვთქვათ, ორ ფეხზე სიარულის მცნება – ჩვენთვის ეს ბუნებრივია. ხოლო როდესაც სახარება ამბობს, რომ
უნდა მივუტევოთ ერთმანეთს შეცოდებანი ჩვენნი – ეს უკვე მცნებაა და იმას ნიშნავს, რომ საჭიროა ბრძოლა საკუთარი თავის დასაძლევად, რაც ადამიანისათვის
არც ისე ბუნებრივია. მაგრამ თუკი მცნება მაღლიდან გვეძლევა, , რატომ არღვევს მას ადამიანი? ადამიანმა მცნება თავიდანვე დააარღვია. ვფიქრობ, ყველას გახსოვთ ბიბლიაში აღწერილი პირველ ადამიანთა შეცოდების ისტორია.
ეს ამბავი საკმარისად გაამასხარავეს, ბევრი კარიკატურა დახატეს ამ თემაზე, მაგრამ მთავარი გამორჩათ, რის შესახებაც თავის დროზე ბრწყინვალედ ამბობდა
მღვდელმთავარი აბაკუმი: "ის, რაც იყო მაშინ, ახლაც ხდება". . .
კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე – ეს არის ბუნების,
ყოფიერების საყოველთაო სიმბოლო, რომელიც ადამიანს ძალადობითა და ურწმუნოებით არ უნდა დაემორჩილებინა, რადგან ამას ამპარტავნობა მოჰყვებოდა. ამიტომაც არის მასზე ტაბუ დადებული. ასე თამაშდება მარადიული დრამა. მიდის ევა ამ ტაბუდადებულ ხესთან, და ყოველგვარი სიმდაბლის, მზაკვრობის, ზვაობისა და ამპარტავნობის სიმბოლო – გველი ეუბნება მას: "რა, ღმერთმა თქვენ აგიკრძალათ ყველა ხის ნაყოფის ჭამა?" ამ ყველაზე დიდ პროვოკაციას ის უპასუხებს:
"არა, ყველა ჩვენია, ამ ერთი ხის გარდა
"რატომ გაქვთ აკრძალული ამ ხის ნაყოფის ჭამა?"
"იმიტომ, რომ ღმერთმა გვითხრა, მოკვდებით, თუკი მისგან ნაყოფს იგემებთო". `არ მოკვდებით, – ამბობს გველი, – არ მოკვდებით, არამედ იქნებით,
როგორც ღმერთი, სიკეთისა და ბოროტების მცოდნე, კეთილისა და ბოროტის მფლობელი" (ანუ თქვენ ღვთის მეტოქეები გახდებით, იქნებით ღმერთივით და მარად იცოცხლებთ). ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ ჩვენმა პირველდედამ, ევამ, მოწყვიტა ნაყოფი, დახედა მას, მოეჩვენა, როგორც სანუკვარი და საოცნებო რამ,
მოკბიჩა, და შემდეგ ადამმაც იგემა. ეს არის ადამიანის თვითდამკვიდრების მცდელობა, რომ ღვთაებრივ, კოსმიურ ნებას საკუთარი ნება დაუპირისპიროს; შექმნას საკუთარი ნორმები, მათ შორის, ზნეობრივიც, მიანიჭოს საკუთარ თავს ბუნებასა და ზნეობაზე გამგებლობის უფლება. ყოველივე ეს ადამიანის საყოველთაო ცოდვის სიღრმიდან მომდინარეობს. აი, რატომ არ იყო მართალი რუსო, როცა ამბობდა, რომ ადამიანი ბუნებით კეთილია. ადამიანში ერთმანეთს ებრძვიან სიკეთე და ბოროტება, როგორც დოსტოევსკი ამბობდა, სატანა ებრძვის
ღმერთს და ბრძოლის ველი ადამიანის გულია. თუკი ამ მეტად მნიშვნელოვან მომენტებს გავითვალისწინებთ, ადვილად გავიგებთ ადამიანური ისტორიის მთელ
სირთულესა და დიდებულებას. ამ შემთხვევაში სიძნელეთა გადალახვის გზით მივდივართ და სრულებით არ ვგავართ იმ ველურს, რომელიც ცივილიზაციამ შერყვნა. ამავე დროს, ადამიანი საკუთარ თავსაც ემტერება. მას სურს საკუთარ თავზე ამაღლება. კაცობრიობის ისტორია არის არა განვითარების, არამედ იმ ღვთაებრივი სახელისათვის მარცხითა და გამარჯვებებით აღსავსე ბრძოლის გზა, რომელიც თითოეულ ჩვენგანში იგულისხმება. რაც უფრო ვუახლოვდებით პირველსახეს, მით უფრო ახლოს ვართ ჩვენი ამოცანის განხორციელებასთან. იფიქრეთ იმაზე, რომ ჩვენში ცოცხლობს ეს ღვთაებრივი. ღმერთი კი, რა თქმა უნდა, ჩვენში არ ცხოვრობს. ამის მტკიცება კადნიერება და მეტაფიზიკურად უაზრობაა. ჩვენ შეზღუდული, , "პირობითი", ზღვარდებული არსებები ვართ, მაგრამ, ამასთანავე, განვასახიერებთ მარადიულს, "უპირობოს", და ეს უნდა შევიგრძნოთ, შინაგანად განვიცადოთ, რადგანაც აქ არის სულიერი განვითარების წყარო. .
ადამიანმა მაშინ დაკარგა ღმერთი, როცა კი ღვთის ნებას საკუთარი ნება დაუპირისპირა. ეს არაერთხელ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში და მსგავსი რამ
დღესაც გრძელდება. "თქვენ იქნებით ვითარცა ღმერთები, კეთილისა და ბოროტის მცოდნენი..." ეს სიტყვები საუკუნეების განმავლობაשი მეორდება. მაგრამ რა
დაემართა ადამს მაშინ, როდესაც მან აკრძალული ხის ნაყოფი იგემა? მან დაინახა საკუთარი სიშიშვლე – აი, მთელი მისი ღვთაებრიობა. მსგავს მდგომარეობაში
ვართ ჩვენ დღესაც. XIX საუკუნე აღსავსე იყო იმის იმედით, რომ XX საუკუნე და მომდევნო ეპოქა ღმერთების ეპოქა იქნებოდა.
ადამიანები, როგორც ღმერთები– ასე უწოდა უელსმა ერთ-ერთ თავის უტოპიურ წიგნს:
გამარჯვებული ადამიანი დაიურვებს მეხსა და ელვას, ავა კოსმოსში და დაეშვება ოკეანის ფსკერზე, უფრო და უფრო ჩაიძირება მატერიის სიღრმეებში, მალე სიკეთესა და ბოროტებასაც შეიცნობს... მაგრამ ვხედავთ, რომ შიშვლები ვართ. ცხედავთ, რომ პოსტმოდერნიზმმა საერთოდ წაშალა ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის.
თავისთავად მეცნიერება კარგი რამაა, მაგრამ იგი უძლურია, კაცობრიობა ბედნიერი გახადოს, რადგანაც მეცნიერება ჩვენი ყოფიერების ერთ-ერთი მხარის გამომხატველია, ხოლო ადამიანური ყოფიერების ბირთვი არის ის, რაც მარადიულს უკავშირდება. პირველყოფილი
ადამიანი, რომელიც გრძნობდა ყოფიერების საიდუმლოს, კოსმიურ მაჯისცემას, ძველი ჩინეთისა და საბერძნეთის, ძველი რომისა და შუა საუკუნეების და, საერთოდ, ყველა ეპოქის ადამიანი მით უფრო მშვენიერი იყო, რაც მეტად უახლოვდებოდა ღმერთს. ადამიანური ძიებების ცენტრში, როგორც მთელი ყოფიერების გზაჯვარედინზე, დგას ჯვარი. რატომ? რა უნდა მომხდარიყო? მარადიულობა
ჩვენთვის მიუღწეველია.
ღმერთი ესაია წინასწარმეტყველის პირით ამბობს: "როგორც ცა არის დაშორებული მიწას, ისე ჩემი აზრები შორს არის თქვენი აზრებისაგან. მე ღმერთი ვარ და არა –
ადამიანი", (ებრ: ანი ელოჰიმ, ვე-ლო ადამ). ღმერთი, შემოქმედი – ეს არ არის ადამიანი. ის უზომოდ აღემატება ყველაფერ იმას, რაც ადამიანს შეუძლია, მოიფიქროს. მხოლოდ თვითცნობიერებას და აზრთა განსაზღვრულობას შეუძლია დაგვრთოს ნება, წარმოვიდგინოთ, რომ იგი, "რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა, ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მისმიერითა", ადამიანია. არა, მას სახელი არ გააჩნია. რასაც ღმერთი საკუთარ თავზე გვიმჟღავნებს, იმაზე მეტის ჩაწვდომა ადამიანს არ ძალუძს. ამიტომაც იმისათვის, რომ ჩვენ, ვინც ღვთიურობის ნაპერწკალს მისი ანარეკლის სახით ვატარებთ, დაგვკავშირებოდა, ღმერთი უნდა დაკნინებულიყო; "მან დაიმცირა თავისი თავი, მიიღო რა მსახურის, მონის ხატი", – აი, ასეა ნათქვამი ღმერთზე, რომელიც ქრისტედ გამოგვეცხადა. ქრისტეს მოვლინება
– ახალი მორალის, ახალი დოქტრინის ან ახალი ფილოსოფიის მოვლენა კი არა არის, არამედ მარადიულობის გამოცხადებაა იმ სისრულით, რომელიც ჩვენთვის მიღწევადია. ამიტომ მსოფლმხედველობათა ისტორია, არის გზა ადამიდან ანუ იმ პუნქტიდან, საიდანაც ადამიანი დაშორდა ღმერთს, ქრისტემდე. ხოლო ქრისტედან ორი გზაა მხოლოდ: მასთან ერთად, ან მის გარეშე.
აი, ესაა დღემდე - კოვიდამდე მსოფლიო ისტორიის მთელი არსი.
"შემომიდექით მე, გამომყევით მე".
შესაძლებელია, აგრეთვე, მის წინააღმდეგ წასვლაც, მაგრამ ეს ნიშნავს უკან დაბრუნებას, ადამის ცოდვის მარადიულ განმეორებას, რომელსაც სურდა ყოფილიყო,
როგორც ღმერთი, მაგრამ შიშველი და უსუსური აღმოჩნდა...
სკოტის სიტყვებით დავასრულებ მაინც "არ მეგულება არცერთი საღი მეცნიერული დასკვნა,
რომელიც ქრისტიანულ რელიგიას ეწინააღმდეგება
0
23
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0