x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135816
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510198
სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია
გონება,  სული(ემოცია),  სხეული
„ადამიანი წარმოადგენს მმართველის, რომელსაც ჰყავს 3 ვეზირი ჰყავს: გონება, ემოციები, სხეული .“ რაც შეეხება გადაწყვეტილებას, მას ყველა ინდივიდუალურად იღებს, ამ სამი „ვეზირის“ შერწყმით ან რომელიმეს პრიორიტეტულად დაყებენით. ადამიანის მთავარი მამოძრავებელი მმართველი კი ნებაა, რომელიც ასევე გამოხატულია სამი პუნქტით :

1.თავისუფლება (ზოგადად ენერგიის თავისუფლად არსებობა) ;

2.განზრახვა ( იმის ახსნა, რომ ენერგია ცირკულირებადი, მოძრავია, აღდგენადია) ;

3.მიზნების რეალიზაციისკენ სწრაფვა(ანუ, გაგება იმისა, რომ ენერგია უშუალოდ გვეხმარება მიზნის მიღწევიაში).


ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ სხეულთან ორიენტირებულ ფსიქოთერაპიაზე მნიშვნელოვანია ნებას დავუკავშიროთ ენერგია, რომელიც ფაქტობრივად არის ამოსავალი მოცემული სახის ფსიქოთერაპიისა. სწორედ ასე ამბობდა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის „მამად“ იწოდება ვ.რაიხი, რომელიც საუბრობდა ენერგიის ბრუნვაზე. სწორედ რაიხი იყო -ვეგეტოთერაპიის დამფუძნებელი და ფსიქოლოგიის მამის, ზ.ფროიდის მოწაფე. სწორედ მასთანერთად მოღვაწეობისას და ადამიანის სხეულიდან ფსიქიკაზე მანიპულაციებით და დაკვირვებებით, ვეგეტოთერაპიაშ მან საბაზისო ცნებად ენერგია გამოყო. ენერგია-მან ადამიანისათის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფაქტორად ჩათვალა. სწორედ ამ, მამოძრავებელ ძალას, ენერგიას მან უწოდა ორგონი. მოცემული ენერგია სწორედ იმ სამეულში მოძრაობს, ცირკულირებს, რომელიც პასუხიმსგებელია აზროვნებაზე (გონება-ფსიქიკა), გრძნობა(ემოცია) და გადაადგილებაზე (სხეული). შესაბამისად, ენერგია სიტუაციის მიხედვით უნდა ბალანსირდებოდეს ადამიანის სხეულში.თუმცა ეს არ ხდება ყველგან და ყოვეთვის. როგორც რაიხი ამბობს, ზოგჯერ წარმოიქმნება გარკვეული კაზუსები-კუნთური ბლოკები, რომელიც აჩენს ავადმყოფობებს, ორგანული თერაპიის, ანუ სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის გადმოსახედიდან.

ვ.რეიხი

ფსიქოსოციალური განვითარების მიხედვით რაიხისათვის უმაღლესად განვითარებულ, „იდეალურ ადამიანს“ წარმოადგენდა ე.წ. გენიტალური ადამიანი. ასეთი ადამიანის ორგანიზმში ენერგია, არამხოლოდ ცირკულირებს მაქსიმალურად დაბალანსებულად, არამედ ეს იდეალური ადამიანი უსნმენსა საკუთარ თავს და რეალურად ზრუნავს ფსიქოლოსიციალურ განვითარებაზე. თუმცა აღსანიშვნავია, რომ რაიხის გენიტალური ადამიანის ცნებას კრიტიკის ცენტრია, რადგან თვლიდნენ, რომ რაიხის იდეალი ფაქტობრივად მიუღწეველია, ზედმეტად პერფექციონისტულია და ისეთი სოციალური არსებისათვის, როგორიც ადამიანია, რთული იქნება ამაღლებული სტანდარტების დაკმაყოფილება. ობიექტურად, რაიხი არ იყო ერთადერთი, რომელსაც ენერგია ადამიანის აქტივობის ამოსავლად მიაჩნდა. ენერგიის ხსნებეისას პარალელი შეუძლებელია არ გავავლოთ პარალელი რაიხის მასწავლებელთან, ფროიდთან, რომელიც ასევე საუბრობდა ადამიანის მამოძრავებენ ძალაზე- ენერგიაზე, თუმცა ეს სექსუალური ენერგია იყო და ლიბიდოდ იწოდებოდა.

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი ცნებაა დამიწება, რაც აღნიშნავს თუ რამდენად შეესაბამება კუნთების დაძაბულობა, ტონუსი იმ კონკრეტულ მოქმედებას რომელსაც ადამიანი იმ მომენტში. დამიწების ცნება გამოიყენება პიროვნებასთან მიმართებით- კარგად, ცუდადა, ზედმეტად და არასაკმარისად დამიწებული პიროვნება. მოცემულ კაზუსებს იწვევს ისეთი ფენომენები, როგორიცაა :

ა)კუნთური მოჭერა- როცა ჩვენი სხეულის ერთ-ერთი კუნთი მდებარეობს დაჭიმულ მდგომარეობაში.

ბ)კუნთური ბლოკი - რამდენიმე კუნთის დაჭიმულობს ერთსა და იმავე არეში. თუმცა კუნთი შეიძლება იყოს არამხოლოდ ქრონიკულად დაძაბული და დაჭიმული, არამედ მუდამ მოდუნებული. შესაბამისად არასაკმარისი ან ზედმეტად დამიწებული ადამიანისათვის სწორედ კუნთური მოჭერა და კუნთური ბლოკი არის გარკვეული დისტრაქტორიენერგიის ცირკულაციის პროცესის განხორციელებისას.

რაც შეეხება კუნთურ ბლოკებს, რაიხის მიხედვით ეს ბლოკები შეიძლება ბავშვობიდა, გარკვეული ტრავმის, სიტუაციის შედეგად ჩამოყალიბდეს. მაგალითად, გარკვეულ სიტუაციაში, როცა ადამიანის გარკვეული კუნთოვანი იმპულსი, არ ვრცელდება და მას უწევს გარკვეულ მომენტში კუნთის მოულოდნელად დაჭიმვა, დაძაბვა, მოცემული სიტუაცია იწვევს კუნთურ ბლოკს.შესაბამისად, ბავშვს შეიძლება არასასურველი ემოციები ჩამოუყალიბდეს სიტუაციასთან დაკავშირებით და კუნთური ბლოკი გამოვლინდეს ემოციის განმეორების შემთხვევაში. ეს წარმოადგენს გარკვეულ თავდაცვის მექანიზმს, რომელიც უნებურად მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში სამქე გვაქვს სწორებს ქვეცნობიერთან, რომლის ახსნაც უკვე რთული ხდება თვითონ ადამიანსითვის. მაგალითად, თუ ბრაზის გრძნობა ადამიანისათვის ასოცირდება ამ კუნთურ დაჭიმულობასთან, რომელიც მასში აღიძრა გარკვეული სიტუაციის შემდეგ, მას ექმნება შიში მაგალითად, სოციუმში ბრაზის გამოხატვის. შეიძლება ითქვას, რომ ქვეცნობიერი ბლოკავს და უნებურად გმობს საკმარისი დოზით ემოციის გამოხატვას. რა თქმა უნდა, ეს რა მიშნავს, რომ ჩვენ უკონტროლოდ გამოვხატავთ ან ვერ გამოხატავთ ემოციას, თუმცა მოცემული სახის ტრავმების შემდეგ, რთულია მათი კონტროლი.

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტებისათვის მნიშვნელოვანია ადამიანის სხეულის აღქმა და ფსიქოლოგებისათვის ნაცნობი შელდონისა და ლომბრეზოს პიროვნების ფსიქოტიპების ამოცნობასაც მარტივად ახერხებენ. რა თქმა უნდა, მოცემული ფსიქოთერაპია არ არის ცალსახა და კვლევის გარეშე რთულია საუბარი ტაბუირებული ჰიპოთეზებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ სწორედ მოცემული თეორია დიდ როლს თამაშობს მისი ხასიათის ტიპის დასადგენად. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფსიქოლოგიაში ადამიანის ხშირად განიხილება როგორც ცალკეული სტრუქტურა, თუმცა შეიძლება ის არ იყოს მხოლოდ 100% ინტროვერტი ან ექსტროვერტი შეიძლება ის იყო ამბივერტი, ან თუ სხვა მაგალითს მოვიყვანთ შიზოიდი და ისტერიკი სრულიად სხვადსხვა პოლარობაზე მდებარეობს, თუმცა ადამიანი შეიძლება არამხოლოდ მათი ნაზავი, არამედ მათ შორის მოძრავი იყოს.

ადანმიანის გონება, სხეული და ემოცია ერთ დიდ მთლიანობას ქმნის, რომელიც ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან. გამომდინარე ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია კუნთური დაჭიმულობას, კუნთურ ბლოკსა და სეგმენტებს შორის(თვალის, ყბის, ყელის დიაფრაგმის, მუცლის, გულ-მკერდის, მენჯის) შევინარჩუნოთ კონტაქტი, რათა ადამიანის ორგანიზმში თავისუფლად ცირკულირებდეს ენერგია, რადგან სწორედ მოცემული სახის ენერგია მოქმედებს ადამიანის აქტიურობაზე, ექსტრინსიკულ და ინტრისკული მოტივაცია, რაც შემგომში უშუალოდ მოქმედებს პიროვნების ფსიქიკურ, მენტალურ ჯანმრთელობაზე.სხეულის ენერგია

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ინა დავითაძე
ინა დავითაძე
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0