x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ექვსი საოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან

image


1. აშშ-ში მხოლოდ სამ ადამიანს ანდეს "აპოლონ-15"-ის მისიისთვის ხელით შეეფუთათ პარაშუტები. ისინი იმდენად უნიკალური ექსპერტები იყვნენ, რომ უფლება არ ჰქონდათ ერთ ავტომობილში ერთად ემგზავრათ, რამდენადაც ხელისუფლებას ეშინოდა, რომ შესაძლოა ერთ ავტოავარიას მთელი კოსმოსური პროგრამის კრახი გამოეწვია.


image


2. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონელმა ადმირალმა, რიტუალური თვითმკვლელობა-სიპუკუ ჩაიტარა. მან მუცელი გაიფატრა და უარი თქვა თავის მოკვეთაზე, ამჯობინა ნელა მომკვდარიყო რამდენიმე საათის განმავლობაში.


image


ადმირალმა ონიშიმ, 1945 წლის 16 აგვისტოს, იაპონიის უპირობო კაპიტულაციის შემდეგ, თავის ბინაში რიტუალური თვითმკვლელობა (სეპუკუ) ჩაიტარა. სიკვდილის წინ დატოვებულ წერილში, მან ბოდიში მოუხადა დაახლოებით 4 000 მფრინავს (რომლებიც გამიზნულად სიკვდილზე გაგზავნა) და მოუწოდა ყველა ახალგაზრდა მოქალაქეს, რომლებიც ომს გადაურჩნენ, იშრომონ იაპონიის აღდგენაზე და ხალხთა შორის მშვიდობაზე. მან განაცხადა აგრეთვე, რომ მისი სიკვდილი, მფრინავ-კამიკაძეების და მათი ოჯახების წინაშე მონანიების აქტია. ადმირალმა უარი თქვა კაისიაკუზე (დამხმარე, რომელიც სეპუკუს შესრულების დროს თავს კვეთს) და მიღებული ტრავმებისგან 15 საათის შემდეგ გარდაიცვალა.

3. ვენესუელელი სერიული მკვლელი და კანიბალი, დორანგელ ვარგასი, რომელმაც აღიარა, რომ მოკლა და შეჭამა სულ მცირე 10 ადამიანი, ერიდებოდა მსუქან ადამიანებს, რამდენადაც მათი ორგანიზმი შეიცავდა ზედმეტად ბევრ ქოლესტერინს.


image


კანიბალმა ჟურნალისტებთან აღიარა: "დიახ, მე ვჭამ ადამიანებს. ყველას შეუძლია მიირთვას ადამიანის ხორცი, მაგრამ ამისთვის ის ჯერ კარგად უნდა გარეცხოთ და შემდეგ მოამზადოთ, რათა არ დაინფიცირდეთ... მე კუნთებს, ძირითადად ბარძაყის კუნთებს მივირთმევ. ენისგან გემრიელ რაგუს ვამზადებ, თვალებს კი სასარგებლო სუპში ვამატებ". მან აგრეთვე აღნიშნა, რომ უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებს, ამასთან არ მიირთმევს ხელებს, ტერფებს და სათესლე ჯირკვლებს. მას არ იზიდავდა მძიმე წონის ადამიანები, რადგან ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ქოლესტერინს. კანიბალი ერიდებოდა, აგრეთვე ხანდაზმულ მამაკაცებს და ქალებს, იმიტომ რომ მათი ხორცი "ბინძური და უხეში" იყო.

4. ავიაკომპანია Nepal Airlines-ს ფრენების უსაფრთხოების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში და მსხვერპლად სწირავს თხებს, რათა ტექნიკური პრობლემები აღმოფხვრას.



image


2007 წლის სექტემბერში, ავიაკომპანიამ დაადასტურა, რომ ინდუისტურ ღმერთს მსხვერპლად ორი თხა შესწირა, ერთ-ერთი თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემების გამო. Nepal Airlines წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცხოველები დაკლეს თვითმფრინავის Boeing 757 შორიახლოს, საერთაშორისო აეროპორტ ტრიბხუვანში. თხები შესწირეს აკაშა ბხაირაბუს-ინდუიზმის ცის დამცველის ღმერთს. მისი სიმბოლო კომპანიის თვითმფრინავებზეა გამოსახული. კომპანია იტყობინება, რომ ცერემონიის შემდეგ თვითმფრინავმა წარმატებით შეასრულა რეისი ჰონგ-კონგში, თუმცა არ დაუზუსტებიათ რომელი ტექნიკური გაუმართაობა ჰქონდა. ადგილობრივი მედიას ცნობით, მას ელექტრობის პრობლემა ჰქონდა.

5. 2011 წლის 11 სექტემბერს, ვინც ცეცხლმოკიდებული მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან გადმოხტა, მათი ვარდნა 10 წამი გრძელდებოდა. ისინი დედამიწას შეეჯახნენ 240 კმ./სთ.-ზე ცოტა ნაკლები სიჩქარით-არასაკმარისად ჩქარა, რომ ვარდნის დროს გონება დაეკარგათ, მაგრამ საკმარისად ჩქარა, რომ სიკვდილი შეჯახებისას მომენტალურად დამდგარიყო. მათი სიკვდილი აღიარებულია მკვლელობად, და არა თვითმკვლელობად.


image

image

image

image


უმრავლესობას, ვინც სამხრეთ კოშკში იმყოფებოდა, განაცხადეს, რომ გადმომხტარი ადამიანების ნახვამ აიძულა ისინი იგნორირება გაეკეთებინათ შეტყობინებისთვის დაბრუნებულიყვნენ სამუშაო ადგილებზე და სასწრაფოდ დატოვეს შენობა. 1400-მდე ადამიანმა მოასწრო ზედა სადგურებიდან ევაკუაცია მეორე თვითმფრინავის შეჯახებამდე.

6. 2009 წელს, რეპერი კულიო შეეცადა სცენიდან მაყურებლებში ნახტომი გაეკეთებინა. ის არავინ დაიჭირა, ამის ნაცვლად სცემეს. დაკარგა აგრეთვე ფეხსაცმელი.


image


რეპერმა კულიომ სტოკ-ონ-ტრენტეში (ინგლისი) გამოსვლისას ტრავმა მიიღო, მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, სცენიდან მაყურებლების ბრბოში გადამხტარიყო. ხალხი მოულოდნელად გაიწია, და რეპერი იატაკზე დაენარცხა. შემდეგ, როგორც იტყობინებიან, რეპერს თავს დაესხნენ: მას წაართვეს სამკაულები და ბოტასი. ვარსკვლავს დაცვა დაეხმარა.






იხილეთ შემდეგი:





კუნძულ ოუკის წყევლა - ლეგენდარული "ფულის ორმოს" ისტორია (+ვიდეო)

image


გაერთიანდება ამერიკის და ევრაზიის კონტინენტები? მილიარდი წელი 40 წამში: კონტინენტების მოძრაობა (+ვიდეო)

image


11 რამ, რომელთა შესახებ ბევრს გაუგია, თუმცა ცოტას თუ უნახავს (+ვიდეო)

image


ზოგიერთი ფაქტი სიგარეტზე და აქტიურ და პასიურ მწეველებზე

image


ჩვენთვის ჩვეული საგნები, რომლებსაც უკვე ანალოგები გააჩნია, თუმცა ყველამ არ იცის (მაგ. დამძიმებული საბანი)

image


ბუნების 6 საოცრება, რომელიც ნებისმიერ საშინელებათა ფილმზე უარესია (+ვიდეო)

image


8 ხრიკი, რომელსაც მიმტანები იყენებენ. ეს უნდა იცოდეთ

image


სასტუმროს თანამშრომლების შოკისმომგვრელი აღიარებები

image


საინტერესო ფაქტები პორნოინდუსტრიის შესახებ

image







0
1551
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1551
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0