x
მეტი
  • 30.11.2021
  • სტატია:115250
  • ვიდეო:352758
  • სურათი:489196
რობერტ კენედის მკვლელს,53 წლის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლებენ
imageკალიფორნიაში, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ ხმა მისცა პალესტინელი სერჰან სერჰანის გათავისუფლებას, რომელმაც მოკლა აშშ -ის პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტ კენედი 1968 წლის ივნისში.


სერჰანმა 53 წელი გაატარა გისოსებს მიღმა სენატორი კენედის მკველობისთვის, შეგახსენებთ, სერჰანმა მაშინ ესროლა კენედის, როდესაც ის ლოს ანჯელესში, სასტუმრო "ამბასადორის " ბუფეტში შევიდა, წინასაარჩევნო სიტყვით გამოსვლის შემდეგ. ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ამ მკვლელობამ შეცვალა ისტორია, რადგან მაშინ კენედი იყო პრეზიდენტობის უდავო კანდიდატი.


თავდაპირველად სერჰანს, უმაღლესი სასჯელი- სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. დანაშაულის ჩადენის მომენტში სერჰანი 24 წლის იყო.

image


ახლა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა.


"ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. ის იმპულსური ახალგაზრდა კაცი, რომელიც მაშინ ვიყავი, აღარ არსებობს", - დაარწმუნა სერჰანმა კომისია.


"სენატორი კენედი იყო მთელი მსოფლიოს იმედი, მე კი ჩემი საქციელით ყველას ვავნე - ამ საშინელი საქმის გაცნობიერება გულს მტკენს", - ციტირებს სერჰანის სიტყვებს Associated Press-ი.


ლოს -ანჯელესის საოლქო პროკურორმა განაცხადა, რომ ისინი არ გაასაჩივრებენ შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებას.

image

77 წლის პალესტინელმა შეწყალების კომისიას 16-ჯერ მიმართა და ყოველთვის უარს იღებდა. დაპატიმრების შემდეგ, მან განაცხადა, - რობერტ კენედი იმიტომ მოვკალი, რომ ამერიკა ფინანსურად მხარს უჭერდა ისრაელსო . მოგვიანებით მან განაცხადა, რომ მას საერთოდ არ ახსოვს თავდასხმა.


კომისიის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც რობერტ კენედის შვილებმა თავად ითხოვეს მამის მკვლელის შეწყალება.


ასევე დაგაინტერესებთ:

ამერიკელი პოლიტიკოსის, რობერტ კენედის შვილიშვილი და აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის ნათესავი, 22 წლის სირშა კენედი-ჰილი(Saoirse Kennedy Hill) ნარკოტიკის ზედოზირებისგან გარდაიცვალა. როგორც The New York Times-ი იუწყება, გოგონა მასაჩუსეტსის შტატში, საგვარეულო მამულში იპოვეს გარდაცვლილი, სადაც სირშას ბებიამ, რობერტ კენედ...

0
369
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0