x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კატა და ძაღლი კოვიდვაქცინის ნაცვლად?!

ესპანეთის საავადმყოფოს ერთ–ერთმა ექიმმა აღმოაჩინა, რომ პაციენტებს, რომლებსაც სახლში შინაური ცხოველები ჰყავთ, კოვიდი უფრო მარტივად გადააქვთ და გამოჯანმრთელებაც, უფრო სწრაფად ხდება.


image


როგორც ცნობილია, შინაური ცხოველები პატრონებს იმუნიტეტის ამაღლებაში ეხმარებიან. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ ცხოველებთან ყოველდღიური ურთიურთობა, ორგანიზმის დამცავი ძალების განვითარების სტიმულირებას უწყობს ხელს – მათ ბეწვთან (ძლიერი ალერგენი), ნერწყვთან და მიკროორგანიზმებთან კონტაქტის შემდრგ, რომლებიც ამ ცხოველებზე ცხოვრობენ, ჩვენი ორგანიზმი, ამ ფაქტორების დასაძლევად, იმუნიტეტის გაძლიერებას იწყებს.

ხოლო, ცხოველების მოვლის პროცესში – ფრინველების გალიების დასუფთავებისას, ძაღლის ან კატის საწოლის გადაბერტყვის ან კატის ტუალეტის დასუფთავებისას, ადამიანს მილიონობით მიკრობთან უწევს კონტაქტი... და როგორც არ უნდა ვეცადოთ, თუ სახლში ცხოველია, სტერილურად სუფთა გარემოს შენარჩუნება, უბრალოდ, შეუძლებელია. ამიტომ, ადამიანის ორგანიზმი წინააღმდეგობის გაწევას სწავლობს.

გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ COVID–19–ის შემთხვევაში, ძაღლები და კატები, ადამიანისთვის, როგორც ვაქცინები «მუშაობენ». ეს ცხოველები, საკუთარი კორონავირუსების მატარებლები არიან, რომლებიც ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ცხოველებთან თამაშის, მათ მიერ, შემთხვევით, კბენის ან დაკაწვრის შემთხვევაში, ეს ვირუსები ორგანიზმში ხვდება. მაგრამ, მნიშვნელოვანი გენეტიკური განსხვავების გამო, ჩვენს ორგანიზმში შეღწევა არ შეუძლიათ. თუმცა, ასეთი «თავდასხმები», ადამიანის იმუნური სისტემა წინააღმდეგობის გაწევაში ავარჯიშებს.

ზოგადად, ცხოველების ბევრი ვირუსი, მაგ., როგორიც COVID–19–ია, სახიფათოა ადამიანისთვის. თუმცა, ორგანიზმი, რომელიც მის ცალკეულ კომპონენტებთან ბრძოლას შეეჩვია, ახალი მტრის მოსაგერიებლად მზად არის!

როგორც აღვნიშნეთ, ესპანელმა ექიმმა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კვლევა ჩაატარა და ასობით კოვიდპაციენტის სამედიცინო ისტორის შესწავლის. ხოლო, შედეგები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. მაგრამ, რამდენიმე ასეული შემთხვევა, არაფრის მტკიცების უფლებას არ იძლევა... თუმცა, ტენდენცია, აშკარად შესამჩნევია!..

imageimageimageimageimageimageimage







0
772
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
772
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0