Quiz კითხვა-თავსატეხი: როგორ გაიგო დეტექტივმა მკვლელის ვინაობა? 2021, 26 აგვისტო, 23:27 "იდუმალი შეტყობინება მწერლისაგან" რაფაელ სატორიიყო გამოჩენილი იტალიელი მწერალი კრიმინალისტიკის სფეროში. იგი ზუსტად შუადღისას, პარასკევ დღეს მოახლე ტამილამ მკვდარი იპოვა. მზე ანათებდა მის ოთახს, სადაც ნამდვილი ქაოსი იყო, კედელზე კი ეკიდა ფურცელი რიცხვებით "7718" (ფოტოზე ზედა მარჯვენა მხარეს), რაღაცის პაროლის მსგავსი. დამნაშავე რაღაცას ეძებდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილები იყვნენ: 1.მოახლე ტამილა; 2.მეზობელი ჯონი; 3.მებაღე ბილი და 4. ადგილობრივი მეთევზე კევინი; მკვლელობის დღესვე ჩამოვიდა დეტექტივი, შეისწავლა დანაშაულის ადგილი და მაშინვე დააპატიმრა მებაღე. კითხვა-გამოცანა: როგორ მიხვდა დეტექტივი, ვინ იყო მკვლელი? ეცადეთ, თქვენით გასცეთ პასუხი. თუ ვერ შეძლებთ, მაშინ პასუხი იხილეთ ფოტოს ქვემოთ. პასუხი; კრიმინალისტიკის მწერალი იყო ჭკვიანი და შეძლო, დაებნია მკვლელი, მაგრამ არა დეტექტივი. დეტექტივმა უბრალოდ ამოატრიალა კედელზე გაკრული ფურცელი და რიცხვებიდან "7718" ამოიკითხა მკვლელის სახელი "BILL". ბილი მწერლის მებაღეს ერქვა. 70 შეფასება არ არის
|