საზოგადოებრივი მეცნიერებმა შუმერებისი ისტორიული სამშობლო აღმოაჩინეს 2021, 30 აგვისტო, 9:23 როგორც ცნობილია, შუმერული ცივილიზაცია 7–8 ათასი წლის წინ წარმოიშვა. მათი სახელმწიფო მესოპოტამიის სამხხრეთ ნაწილში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობდა და როგორც კვლევებმა აჩვენა, ის უეცრად, ფაქტიურად, არსაიდან გაჩნდა. შუმერები საკუთარ მოდგმას საგ–გიგ-ს («შავთავიანები») ეძახდნენ, ხოლო ქვეყანას – კენგის («კულტურული მიწა, ან დედამიწა»). ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ისინი შუამდინარეთში, ანატოლიიდან ჩავიდნენ, სხვების ამტკიცებით, – მათი ისტორიული სამშობლო ინდოეთი იყო და არიან ისეთებიც, ვინც შუმერებს კავკასიელებად მიიჩნევენ... თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ შუმერების ისტორიული სამშობლო ტაპრობანი იყო. ფრა მაუროს და ფირი რეისის რუკებზე, ინდოეთის სამხრეთში, კუნძული ტაპრობანი მდებარეობს. ამ ადგილზე კუნძულის არსებობის ფაქტი, ძველთაგანვე იყო ცნობილი და მის შესახებ, თავის შრომებში, კერ კიდევ სტრაბონი (ძვ. წ. აღრ. 64-23 წწ.) წერდა. მეცნიერის ინფორმაციით, კუნძული ინდოეთიდან რამდენიმე დღის სავალზე მდებარეობდა, ხოლო სიდიდით, დაახლოებით ბრიტანეთის კუნძულების ხელა იყო (სიგრძე – 5 000 სტადია, სიგანე – 3 000 სტადია) და ის რამდენჯერმე აღემატებოდა შრი-ლანკას. დღეს რთული სათქმელია, არის, თუ არა, ეს უკანასკნელი ტაპრობანის ნაწილი, თუ ადრე ამ 2 კუნძულს საერთო არაფერი ჰქონდა (წვრილმასშტაბიან რუკებზე, ყველა კუნძულის დატანა არ ხდება და შესაძლებელია, შრილანკა ძველ რუკებზე ვერც მოხვედრილიყო). მეცნიერთა მტკიცებით, სამხრეთ აზიაში ინდოევროპელი დამპყრობლების, – არიელების გამოჩენამდე (ძვ. წ. აღრ. XII ს.), ინდოსტანის ნახევარკუნძულზე დრავიდები ცხოვრობდნენ. მაგრამ, არც ისინი იყვნენ ამ ტერიტორიაზე აბორიგენები. დრავიდები, დღევანდელი ინდოეთის და მის სამხრეთით მდებარე კუნძულზე, ჩვენს ერამდე 2 ათასი წლით ადრე გამოჩნდნენ და როგორც ჩანს, სწორედ მათ შექმნეს პირველი ცივილიზაცია მდინარე ინდის აუზში, რომელსაც დღეს, პროტოინდურ ცივილიზაციას უწოდებენ. ასეთი ცივილიზაციები, იმ დროს, სხვაგანაც არსებობდა და ამ მხრივ, პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ხალხები, რომლებმაც ეს ცივილიზაცია შექმნეს, დედამიწის არცერთ ერს არ ენათესავებიან, შუმერების გარდა. თუ ძველად, ბირთვული იარაღის არსებობას დავუშვებთ (იარაღი იმ დროს, ალბათ, უფრო მასშტაბურიც იყო), მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტაპრობანი ცივილიზაციებს შორის დაპირისპირებას შეეწირა და ასევე შესაძლებელია, რომ ის წარსულში, ლეგენდარული ლემურიას ნაწილიც ყოფილიყო. გადმოცემის თანახმად, ლემურელებთან სწავლულები პლანეტა ვენერადან ჩამოდიოდნენ და მათ ქურუმებს კოსმოსურ საიდუმლოებებს უზიარებდნენ. ლემურიელბი დიდ ქალაქებს აშენებდნენ, სამშენებლო მასალად კი, გრანიტს და მარმარილოს იყენებდნენ. მათ სახლებს ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდა, ხოლო თეთრი ქვით ნაშენი ტაძრები და სასახლეები დიდებულად გამოიყურებოდა. მათ ბევრი ოქრო-ვერცხლი ჰქონდათ, მაგრამ ძვირფას მეტალებს მონეტების დასამზადებლად არ იყენებდნენ და მისგან, ძირითადად, სამკაულს და დეკორატიულ ნივთებს ამზადებდნენ. ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული ალმასიც და ამიტომ, ის ჩვეულებრივ შუშაზე მეტად არ ფასობდა. ცნობილია, რომ ყველაზე ფასეული ლემურელებისთვის, ფერადი ბუმბული იყო, რომელიც კონტინენტზე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ლემურიელები იყენებდნენ მზის ენერგიას, რომელსაც მათ სახლებში სითბო და სინათლე შეჰქონდა. სიკვდილი მათთვის უფრო დიდ სამყაროში გადასვლად ითვლებოდა და ცნობილია, რომ ამას ისინი ხშირად აკეთებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ არასრულყოფილ სამყაროში ცხოვრობდნენ. მათი უკმაყოფილების მიზეზი კი, ხშირი ბუნებრივი კატაკლიზმები იყო. ლემურია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაიშალა და მისი ნაწილი ოკეანემ შთანთქა. მოსახლეობამ კი, ჯერ კონტინენტის დას. ნაწილს შეაფარა თავი, ხოლო შემდეგ, ერთი ნაწილი ამერიკაში და აზიაში გადავიდა საცხოვრებლად... და ეს, ბევრად უდრო ადრე მოხდა, ვიდრე ჩვენს პლანეტას თავს მსოფლიო წარღვნა დაატყდებიდა და სავარაუდოდ, უძველესი ცივილიზაციის ნაშთები (პირამიდები, სფინქსი, მაჩუ-პიქჩუ, ნასკას გეოგლიფები, ოლიანტაიტამბო, ბაალბექი და სხვა ნაგებობები), რომლიც დღეს სხვადასხვა კონტინენტებზე გვხვდება, სწორედ ლემურიელების მიერ არის შექმნილი. არხის სხვა სიახლეები:ყველაზე რთული გამოცანები – თქვენ თუ შეძლებთ მათ ამოხსნას? (პასუხები აქვს) გამოცანები ხრიკებით – თქვენ შეძლებთ გამოცნობას? (პასუხები აქვს)
1201 2-ს მოსწონს
|