რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ, ბრაზილიელი მოდელი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა.
"ინსტაგრამ" მოდელი რაილა სელეს ფერერეამ გასულ კვირას მეგობრებთან ერთად კლუბში კარგად იმხიარულა. დილით გარიჟრაჟზე, როდესაც ლამაზმანი დაიქანცა, მან მობილურის აპლიკაციით ტაქსი გამოიძახა და ქუჩაში გავიდა. როდესაც მანქანა ადგილზე მივიდა, რაილამ გააღო კარი, ტაქსიში ჩაჯდა, დახურა კარი და ... ამ დროს უცნობი ადამიანი მივარდა მანქანას და გოგონას სახეში ესროლა ავტომობილის შუშის გავლით.

ადგილზე სასწრაფოდ მივიდა სამაშველო სამსახური. საშინელი დაზიანებების მიუხედავად, გოგონა ცოცხალი იყო. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მაგრამ, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, ხუთი დღის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა, ისე რომ გონზე არც მოსულა, წერს The Sun-ი.

გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ცერებრალური შეშუპება, ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა და ტვინის ტრავმული დაზიანება, რომელიც გამოწვეული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. პოლიციამ საქმე მკვლელობად დაარეგისტრირა, ხოლო ოფიცრები ამჟამად ცდილობენ დაადგინონ მსროლელის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი.

ქალთა მედია ცენტრის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ბრაზილიაში ქალთა მკვლელობები მატულობს, თუმცა მკვლელობების საერთო რაოდენობა კლებულობს.