სხვა ძვირფასო ინტერმედიელებო 2012, 11 სექტემბერი, 12:04 იმ დღის შემდეგ, რაც აღმოვაჩინე ჩვენი საყვარელი საიტი ''ინტერმედია'' უკვე რამდენიმე თვე გავიდა. 27 აპრილს დავრეგისტრირდი ნიკით ''მატასი'' და მას შემდეგ ვცდილობ გაგართოთ, დაგაინტერესოთ და გაგახალისოთ ჩემს მიერ გაოქვეყნებული სტატიებით, სურათებითა თუ ვიდეოებით. ასე თუ ისე ამას წარმატებით ვახერხებ, რაც ჩემს რეიტინგზეც აისახება და მაქვს მედიატორის ხარისხი სურათებსა და სტატიებში, ასევე შევდივარ 10 პოპულარული ავტორის სიაში. როგორც იქნა ჩემმა თანხამ სამნიშნა რიცხვამდე მიაღწია და დღეს უკვე გამოვიტან 100 ლარს. იმედი მაქვს ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. იქამდე კი მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ინტერმედიელს, ყველას ვინც ნახულობდა, აფასებდა, აკომენტარებდა ჩემს მიერ გამოქვეყნებულ სურათებს, სტატიებსა თუ ვიდეოებს. ამის შემდეგ ვეცდები გავხდე კიდევ უფრო აქტიური და შემოგთავაზოთ ძალიან სახალისო, საინტერესო და ინტრიგანული პოსტები, იმედი მაქვს ჩვენ ყველანი კვლავ გავაგრძელებთ ერთმანეთის გვერდში დგომასა და მეგობრობას. ამ სტატიაშივე მინდა შევეხო ორ მნიშვნელოვან თამაშს, რომელიც დღეს გაიმართება. საფეხბურთო მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის და კალათბურთი საქართველოსა და ჰოლანდიის გუნდებს შორის. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს და "ვბალეშიკობ" მთელი გულით. კალათბურთში კი აუცილებლად გავიმარჯვებთ! იმედი მაქვს ხვალ გამარჯვებას მოგილოცავთ ყველას. 50 16-ს მოსწონს
|