x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ამას რომ მიხვდეთ, ქალად უნდა დაიბადოთ...

ამას როგორ ახერხებენ? უფრო ზუსტად, როგორ გამოსდით ეს ქალებს? – ეს კითხვაა, რომელიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მოსვენებას არ აძლევს... და თუ რაზეა აქ საუბარი, მამაკაცის მიერ მოყოლილი მოკლე ისტორიიდან გაიგებთ:


image


სამუშაიზე წასასვლელად ვემზადები და ცოლს ვეკითხები:


– ჩემი ლურჯი პერანგი სად არის?
– იქ.

– იქ – ეგ სად?
– ოთახში.
– საძინებელში, თუ მისაღებში?
– საძინებელში.
მივდივარ საძინებელში, ვაღებ კარადას. არ არის პერანგი.
– აქ არ არის.
– არის.
– არა.
– კარადაში ნახე.
– უკვე ვნახე. არ არის.
– თვალები გაახილე და ისე ნახე!
– არ არის, გეუბნები, არ არის!!!
მესმის მეუღლის ფეხის ხმა. შემოდის საძინებელში, მიდის კარადასთან, ისე, რომ არც იყურება, ჰყოფს ხელს შიგნით და წამის შემდეგ, ჩემი პერანგი გამოაქვს იქიდან. მრავლისმეტყველი მზერით მიყურებს, პერანგს მაძლევს და ოთახიდან გადის.

ვრჩები კარადასთან მარტო.

– კარადა, რომ იცოდე როგორ ვერ გიტან… და ვერც მაცივარს ვიტან!

imageimageimageimageimageimageimage






1
269
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
269
  
2021, 27 აგვისტო, 11:16
მარტივი პასუხი,მაგი მოსდით იმ მამაკაცებს,რომლებიც მთლიანად ცოლს(ან დედას,დას) ანდობენ ნივთების განკარგვას..ეგ არაფრით მოუვა ან მარტო მცხოვრებ მამაკაცს ან რომელიც თავად განკარგავს საკუთარ ნივთებს თუ საგნებს (ბოლო-ბოლო საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი)
0 1 1