x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც კრიტიკის ობიექტები გახდნენ

image


ჩვენს წარმოდგენაში მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები ყოველთვის უზადო გემოვნებასთან ასოცირდებიან, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დროდადრო გემოვნება მათაც ღალატობთ და უგემოვნოთა სიაში მოწინავე პოზიციებზეც ხშირად ხვდებიან. დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ ჰოლივუდის ცნობილი სახეები, რომლებიც არასწორად შერჩეული სამოსის "წყალობით" კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდნენ.


image


41 წლის ამერიკელმა მსახიობმა ჯეიმი კინგმა ქუჩაში გასასეირნებლად საკმაოდ ორიგინალური ფორმა შეარჩია, რომელიც საცვლებისგან, გამჭვირვალე ბლუზისგან და მაღალყელიანი წინდებისგან შედგებოდა.


image


სკანდალურმა ამერიკელმა პოპ - ვარსკვლავმა მაილი საირუსმა თავისი უნიკალური სტილის დემონსტრირება ქუჩაში სცადა. გამვლელებს მომღერლის კისერზე Chanel- ის ოქროს ჯაჭვი იმას მიანიშნებდა, რომ მათ წინაშე პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი სელებრითი იყო.


image


ამერიკელი მსახიობი ჰელენ იორკი წითელი ხალიჩისთვის საგანგებოდ თეთრ კაბა - პერანგში გამოეწყო, რაც მოდის ტენდენციებს მართალია ყველანაიარად შეესაბამებოდა, თუმცა მისი ჩაცმულობა მაინც ისე გამოიყურებოდა, თითქოს მსახიობს ქვედაბოლოს ან შარვლის ჩაცმა დაავიწყდა.



image



ფილმ "გოგონა დრაკონის ტატუთი"- ვარსკვლავი რუნი მარა საზოგადოებაში Givenchy - ის კაბით გამოჩნდა, რომელიც უფრო გოთურ ღამის პერანგს ჰგავდა.



image


კანადელი მსახიობი ევანჯელინ ლილი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი სერიალ "Lost"– ში შესრულებული ქეით ოსტინის როლით გახდა, თავისი საბავშვო მოთხრობების წიგნის პრეზენტაციაზე საკმაოდ უცნაური ჩაცმულობით გამოცხადდა, რომლის ქვედაბოლოც ერთი შეხედვით, მაგიდის კუბოკრულ გადასაფარებელს მოგაგონებდათ.



image


ამერიკელი მსახიობი ლივ ტაილერი საზოგადოების ყურადღების ქვეშ - Stella McCartney -ის ნაკუწებისგან შექმნილი უჩვეულო კაბით მოექცა, რომელიც დამეთანხმებით, რომ ორსულობის შესანიღბად შესანიშნავი საშუალებაა.



image


ეპატაჟის დედოფლად წოდებული ლედი გაგა კი თავისი სიშიშვლით დიდი ხანია უკვე აღარავის აოცებს, თუმცა მომღერალი არ ნებდება და ექსპერიმენტებს კვლავაც წარმატებით აგრძელებს.


image



ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი ფოტოგრაფების წინაშე ფრანგული მოდის სახლის Saint Laurent- ის კაბით გამოჩნდა, რომლის ღირებულებაც არც მეტი, არც ნაკლები - 2, 447 ევროა.


image


ჯამბატისტა ვალის სამოსმა ოსკაროსანი მსახიობის, ჰილარი სუონკის ფიგურას საკმაოდ უცნაური პროპორციები შესძინა.

image


ამერიკელი ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი საზოგადოების წინაშე Atsuko Kudo- ს ლატექსის კაბით გამოჩნდა, რომელიც უფრო საძინებელში, როლური თამაშებისთვის არის შესაფერისი.


image


ამერიკელმა მოდელმა ჯიჯი ჰადიდმა "American Music Awards" - ის წითელ ხალიჩაზე არა მხოლოდ Prabal Gurung-ის კოსტიუმის, არამედ მაქმანიანი ბიუსჰალტერის დემოსტრირებაც მოახდინა.


imageimage


ლოს-ანჯელესში მცხოვრები თვითმარქვია "რუსი ლედი გაგა" ნადია ვოლიანოვა ქუჩაში საკმაოდ უცნაური სამოსით შენიშნეს, რომელიც წინიდან კაბას ჰგავდა, თუმცა აი, ზურგიდან კი....


image


ერთი შეხედვით, ამერიკელი მსახიობი კეკე პალმერი წვეულებაზე საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, შეგიძლიათ დვრილებზე პირსინგიც კი დაუნახოთ, რომელიც გამჭვირვალე ქსოვილის ზედატანიდან აშკარად თვალშისაცემია...


image


სერიალ "ცბიერი მოახლეების" ვარსკვლავი როზალინ სანჩესი ლათინოამერიკული მუსიკის სფეროში "გრემის" დაჯილდოების ცერემონიალზე ერთდროულად ორი უცნაური კაბით გამოცხადდა - პირველი, გამჭვირვალე, რომელიც "შეუმჩნეველი" საცვლის დემონსტრირებას ახდენდა...


image



...მეორე კი, ლამაზმანს მეტისმეტად მოკლე ჰქონდა....


image


ლეგენდარულმა მომღერალმა დაიანა როსმა მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ექსტრავაგანტული ბუმბულებით გაწყობილი მოსასხამი შეარჩია, რომელიც გაბარიტებით მის საფირმო ვარცხნილობასაც კი კონკურენციას უწევდა.


image


ახალგაზრდა მომღერალი ზენდაია წითელ ხალიჩაზე Georgine - ეს სამოსით - მხრებზე მოსხმული ქურთუკით, დაკუჭული პიჟამას შარვალითა და საცურაო კოსტიუმის ბიუსტჰალტერით გამოცხადდა.


image


პუერტორიკოელმა ლამაზმანა თავისი სრულყოფილი მუცლის პრესის დემონსტრირება Reem Acra - ას ვარდისფერ კაბაში გადაწყვიტა, რომელშიც ის შიშველი უფრო გამოიყურება, ვიდრე ჩაცმული.


image


"ალბანელი მადონა" ბლეონა ჰიტებით ვერ დაიკვეხნის, ამიტომ ყურადღების მიქცევის მიზნით მას ისევ კარგად აპრობირებული მეთოდის გამოყენება უწევს...


image









0
512
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
512