x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაფერი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შესახებ-მიმართვა რომელსაც 25 ქართველი ექიმი და მეცნიერი აწერს ხელს
image

დღეს ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით რე­ა­ლო­ბა­ში, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სი უკონ­ტრო­ლოდ ვრცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თა რი­ცხვი არ აღე­მა­ტე­ბა 10%-ს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს ვერ იტევს და ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პლი სა­გან­გა­შოდ მა­ღა­ლია. ასეთ ეპიდ­ვი­თა­რე­ბას ვერ გა­უძ­ლებს ვერ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა, მით უმე­ტეს, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამ­ხე­ლა და­ნა­კარ­გი შე­უვ­სე­ბე­ლია.



ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია რჩე­ბა პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის მთა­ვარ ეფექ­ტურ ია­რა­ღად. არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ავა­დო­ბის და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბის მხრივ. ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცია მა­სობ­რი­ვად ტარ­დე­ბა, კო­ვიდ-ვაქ­ცი­ნამ უკვე გა­და­არ­ჩი­ნა მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე. ამ უზარ­მა­ზარ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ფა­ი­ზე­რის ვაქ­ცი­ნას ამე­რი­კის მთა­ვარ­მა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა უკვე სა­ბო­ლოო ავ­ტო­რი­ზა­ცი­აც მი­ა­ნი­ჭა.



ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვეს­მო­დეს, რომ ამ­ჟა­მად არ არ­სე­ბობს კო­ვიდ-19-ის სამ­კურ­ნა­ლო სპე­ცი­ფი­კუ­რი პრე­პა­რა­ტი და და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია.






სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბულ იმედს ამ­ყა­რებს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მძლავ­რი ვირუს­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტის "შე­მოს­ვლა­ზე“ და ამ იმე­დით სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე ამ­ბობს უარს. იღუ­პე­ბი­ან აუც­რე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი. და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან ახალ­გაზ­რდე­ბიც. ახალ­გაზ­რდე­ბის ხვედ­რი­თი წილი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა. გარ­და ამი­სა, ვირუ­სის სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბის დროს ჩნდე­ბა მუ­ტა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვირუსს უფრო მოქ­ნილს ხდის და ყო­ველ ჯერ­ზე უფრო ხელ­საყ­რელ თვი­სე­ბას სძენს. ვირუ­სი ახალ თვი­სე­ბებს იძენს და უფრო სა­ში­ში ხდე­ბა.



კი­დევ ერთხელ გვინ­და მო­გი­წო­დოთ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ერ­თოთ სა­ყო­ველ­თაო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში. პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ეფექ­ტუ­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი ამ მას­შტა­ბის პან­დე­მი­ის ჩახ­შო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­რე­შე. ძლი­ე­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი უდა­ვოდ დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და და ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან ტან­დემ­ში უფრო გაგ­ვი­მარ­ტი­ვებ­და პან­დე­მი­ის კონ­ტროლს, მაგ­რამ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი თე­რა­პია დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბაა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს. სამ­წუ­ხა­როდ, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს სკეპ­ტი­ციზ­მი და ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი შიში ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სად­მი. ჩვენ, ექი­მე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი, თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლით სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ მეც­ნი­ე­რუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა­სათ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე. ამას მეტ-ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით ვა­ხერ­ხებთ კი­დეც.



ჩვე­ნი გმი­რი ექი­მე­ბი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად, მუხ­ლმო­უხ­რე­ლად შრო­მო­ბენ. ნა­წი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, ნა­წი­ლი რე­გი­ო­ნებ­ში კარ­და­კარ და­დის, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რებს მარ­თავს და სა­ყო­ველ­თაო აც­რებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით აწარ­მო­ებს. შე­დე­გიც არ აყოვ­ნებს. გვსურს სრუ­ლი თა­ნად­გო­მა გა­მოვ­ხა­ტოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი კო­ლე­გე­ბის მი­მართ.



ასე­ვე, რო­გორც მე­დი­ცი­ნის სხვა­დას­ხვა დარ­გში მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა, გვინ­და ვი­სარ­გებ­ლოთ შემ­თხვე­ვით და ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნოთ აც­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ:



1. კო­ვიდ-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არის ეფექ­ტუ­რი და უსაფრ­თხო.


2. აც­რილ პი­რებ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მი­ნი­მუმ 15-ჯერ და­ბა­ლია აუც­რე­ლებ­თან შე­და­რე­ბით.


3. ამ­ჟა­მად, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, აცრა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია12 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის.


4. კო­ვიდ-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას აქვს მხო­ლოდ 2 ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი უკუჩ­ვე­ნე­ბა:


a. ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია ამ ვაქ­ცი­ნის შე­მად­გე­ნელ კომ­პო­ნენ­ტებ­ზე;


b. ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია ვაქ­ცი­ნის პირ­ველ დო­ზა­ზე


5. ალერ­გია აც­რის უკუჩ­ვე­ნე­ბა არ არის.


6. აცრა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ყვე­ლა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტის­თვის.


7. აცრა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ორ­სუ­ლო­ბის დროს.


8. აცრა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ძუ­ძუ­თი კვე­ბის დროს.


9. აცრა არ იწ­ვევს უშ­ვი­ლო­ბას.


10. აცრა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის.


11. აცრა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ორ­გა­ნო­გა­და­ნერ­გი­ლი პი­რე­ბის­თვის.


12. აცრა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია კო­ვიდ-19-ის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ.


13. ვაქ­ცი­ნა არ შე­ი­ცავს ცო­ცხალ ვირუსს და კო­ვიდ-19-ით და­ა­ვა­დე­ბას ვერ გა­მო­იწ­ვევს.


14. აცრა არ ახ­დენს გავ­ლე­ნას გე­ნე­ტი­კურ მა­სა­ლა­ზე.




ამავდრო­უ­ლად:1. აც­რის წინ სა­ჭი­რო არ არის წი­ნას­წა­რი ანა­ლი­ზი და გა­მოკ­ვლე­ვა. ნუ და­ხარ­ჯავთ ამა­ზე დროს და რე­სურსს.


2. ასე­ვე, აც­რის შემ­დეგ სა­ჭი­რო არ არის არა­ნა­ი­რი ანა­ლი­ზი და გა­მოკ­ვლე­ვა.


3. ნუ შე­გაშ­ფო­თებთ აც­რის შემ­დეგ მცი­რე დის­კომ­ფორ­ტი, რო­გო­რი­ცაა სი­ცხე, შემ­ცივ­ნე­ბა, სი­სუს­ტე, კუნ­თე­ბის და ინექ­ცი­ის ად­გი­ლის ტკი­ვი­ლი. ეს ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა და სწრა­ფად გა­ივ­ლის. კვლავ გა­მოვ­ხა­ტავთ მზად­ყოფ­ნას გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბის­მი­ერ კი­თხვას გან­ხი­ლულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.


პა­ტი­ვის­ცე­მით, სოფო ბე­რი­ძე, ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლუ­რი ჰოს­პი­ტა­ლი


ეკა­ტე­რი­ნე ბე­რიშ­ვი­ლი, ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, შვე­ი­ცა­რია


თეა ბე­რუ­ლა­ვა, Evotec SE, გი­ო­თინგნე­ნი, გერ­მა­ნია


რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, კლერ­მონ-ფე­რა­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა, საფ­რან­გე­თი


მაია ბუ­წაშ­ვი­ლი, ნე­ო­ლა­ბი, თბი­ლი­სი


მა­რი­ნა გვა­ხა­რია, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი კლი­ნი­კა, სა­ნჰო­ზე, კა­ლი­ფორ­ნია


გი­ორ­გი (გოგი) გე­გე­ლაშ­ვი­ლი, კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, და­ნია


ნანა გე­გეჭ­კო­რი, მა­ი­მო­ნი­დის ჰოს­პი­ტა­ლი, ნიუ-იორ­კი, აშშ


ზუ­რაბ გუ­რუ­ლი, მონტგო­მე­რის სა­ხე­ლო­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი კლი­ნი­კა, მი­სი­სი­პის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ჯექ­სო­ნი, მი­სი­სი­პი, აშშ


ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ა­ნი, ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი, თბი­ლი­სი


გი­ორ­გი კამ­კა­მი­ძე, ნე­ო­ლა­ბი, თბი­ლი­სი


ზაზა კო­კა­ია, ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი, შვე­დე­თი


ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი, ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრი, თბი­ლი­სი


ქე­თე­ვან ლობ­ჟა­ნი­ძე, პა­რი­ზის ტრუ­სოს სა­ა­ვად­მყო­ფო, საფ­რან­გე­თი


არ­ჩილ მარ­შა­ნია, STENA Ltd, აბერ­დი­ნი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი


მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე, ჯონს ჰო­პ­კინ­სის ჰოს­პი­ტა­ლი, ბალ­ტი­მო­რი, აშშ


და­ვით მრე­ლაშ­ვი­ლი, ექი­მი ნევ­რო­ლო­გი, აშშ


ნინო ნაც­ვა­ლა­ძე, შტუტ­გარ­ტის კლი­ნი­კა, გერ­მა­ნია


ზაზა უჯ­მა­ჯუ­რი­ძე, კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა, და­ნია


ანი ქავ­თა­რა­ძე, წმ. იო­ა­ნე მო­წყა­ლის სა­ხე­ლო­ბის პრი­ვატკლი­ნი­კა, თბი­ლი­სი


ნა­ტა­ლია ქვარ­ცხა­ვა, დუ­სელ­დორ­ფის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა, გერ­მა­ნია


თამ­რი­კო ქვარ­ცხა­ვა, Global PV Source, მო­რის­ტა­უ­ნი, ნი­უ­ჯერ­სი, აშშ


ლიკა ჭყო­ნია, რეპ­რო­არ­ტი, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი კლი­ნი­კა, სა­ქარ­თვე­ლო


ცოტ­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, კა­ლი­ფორ­ნი­ის ბი­ო­სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი, სან დი­ე­გო, კა­ლი­ფორ­ნია, აშშ.

15
132
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
132
  
2021, 11 სექტემბერი, 0:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 11 სექტემბერი, 0:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 10 სექტემბერი, 12:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 9 სექტემბერი, 10:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 9 სექტემბერი, 5:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 8 სექტემბერი, 10:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 8 სექტემბერი, 6:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 7 სექტემბერი, 14:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 5 სექტემბერი, 17:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 5 სექტემბერი, 15:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10