x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
გაიცანით ეგზოტიკური ფრინველი - მწვანე ბარბეტი

image


ბარბეტი ყავისფერი თავით, ან დიდი მწვანე ბარბეტი ეგზოტიკური ფრინველია, რომელიც ფართოდ გავრცელებულია ინდოეთში, ასევე, ბანგლადეშსა და შრი-ლანკაში (ცეილონი), ნეპალის სამხრეთ ნაწილში. მწვანე დიდი ბარბეტი სახლობს ყველა ტიპის ტროპიკულ ტყეში. ზოგჯერ გვხვდება დასახლებულ პუნქტებთან, ბაღებთან და პარკებთან ახლოს.

დიდი მწვანე ბარბეტი მრავლდება თებერვლიდან ოქტომბრამდე პერიოდში. ბუდეს უმეტეს შემთხვევაში იშენებს ხის ღრუებში, 2-დან 10 მეტრ სიმაღლეზე. მდედრიც და მამრიც ასუფთავებს ხის ღრუს 15-80 სმ. სიღრმემდე. მდედრი მწვანე ბარბეტი დებს 2-4 თეთრ კვერცხს, მუქი დაჩრდილვით. გამოჩეკვის (ინკუბაციის) პერიოდი გრძელდება 2 კვირა. წიწილებზე მდედრი და მამრი მწვანე ბარბეტები თანაბრად ზრუნავენ.

0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0