x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვხედავ, კი არ გადადგება, არამედ გაქრება!" - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია

image


"ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსები დროს დაასწრებენ და სულ სხვა ნაბიჯებს გადადგამენ"- წერს ცნობილი ქართველი წინასწარეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში და საკუთარ წინასწარმეტყველებათა მცირედ შემოკლებულ ვარიანტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აზიარებს, რომელსაც თქვენც ასევე უცვლელად გთავაზობთ: "ახალი სიტყვა: ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსები დროს დაასწრებენ და სულ სხვა ნაბიჯებს გადადგამენ (ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 87)



2016 წელი, 22 მაისი



ვხედავ, რუსეთ–უკრაინის ომი ახალ ფაზაში შევა მომავალში. უკრაინის მთავრობა შეიცვლება. მოდიან ახალი პოლიტიკოსები, ბანდერელები — სტეპან ბანდერას მიმდევრები. მათ შეჩერებას ვერავინ შეძლებს. რუსეთის მთავრობა აყვირდება, უკრაინის პოლიტიკაში ფაშისტები მოდიანო. ეს იქნება ძალიან სერიოზული განაცხადი, მაგრამ ვერაფერს გააწყობენ. აქედან დაიწყება ყველაფერი.

უკრაინელების ლოზუნგები რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ისინი არაფერს მოერიდებიან. მხოლოდ საკუთარ კანონებს ცნობენ და აღასრულებენ. მათი მოქმედებები კონტროლს არ დაექვემდებარება. ანუ არც ევროპისა და არც ამერიკის, ასე ვთქვათ, მოთხოვნებს, არ დაემორჩილებიან. ვხედავ, უკრაინაში რუსულ პროპაგანდას დიდი მარცხი ელის, ჟურნალისტებს დევნას დაუწყებენ. უკრაინაში მათი ადგილი არ იქნება.

მოკლედ, უკრაინის ახალი მთავრობა დიდ სიურპრიზებს მოამზადებს, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, მსოფლიოს პოლიტიკას ძალიან დაძაბავს.

და რას იზამს ხალხი? ხალხი ბანდერელების მხარეს დადგება. მათ მოეწონებათ ახალი მთავრობის შემადგენლობა და მათ ყველა პოლიტიკურ ნაბიჯს მიესალმება. მთავრობას ოპოზიცია თითქმის არ ეყოლება.

უკრაინის ახალი მთავრობის წევრები ასევე ძალიან განათლებულები იქნებიან, თამაშის ყველა წესი ეცოდინებათ პოლიტიკაში და უფრო მეტიც, საკუთარი წესებით ითამაშებენ, ყველასა და ყველაფერს უკრაინის ინტერესებს დაუქვემდებარებენ.


2016 წელი, 24 მაისი


ვხედავ, ევროპა ვეღარ გაუძლებს მუსლიმების შეტევებს, ანუ შესევას. იგი დიდ და დაულაგებელ, ნაგვით სავსე სახლს ჰგავს. სიმშვიდე დაიკარგა. ევროპა თითქოს ახლო აღმოსავლეთად გადაიქცა. იგი ნელ–ნელა პარალიზდება. მალე საფრანგეთს ვერ იცნობთ. ეს ყველაფერი ნელ სიკვდილს ჰგავს.

გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ევროპა დაივიწყებს ტოლერანტობას, ჰუმანურობას, შემწყნარებლობას და ლტოლვილების განურჩეველ დეპორტაციას შეუდგება. ევროპელები მანამ არ შეჩერდებიან, სანამ ბოლო ლტოლვილსაც არ გაამგზავრებენ საკუთარ სამშობლოში. ევროპა ჰგავს ბრძოლის ველს, რომელიც მალე გათავისუფლდება. ევროპელ ხალხს ლტოლვილების დანახვა კი არა, გაგონებაც არ უნდა.

საფრანგეთში რამდენიმე ტერაქტს აღკვეთენ. ტერორისტების მთავარ სამიზნედ კვლავ ეიფელის კოშკი რჩება. ვხედავ, მას განსაკუთრებულად იცავენ. ასე რომ, აფეთქება თითქოს

შეუძლებელია.

ვხედავ, კიდევ უფრო დაიძაბება ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და რუსეთის ურთიერთობები. აქ ნატოს ფაქტორი ითამაშებს თავის როლს. რუსეთს აქვს პრეტენზიები, რომლებსაც ევროპა არც კი გაითვალისწინებს. მათი კოზირი არის ნატო და მის მიერ რუსეთ–ევროპის საზღვრებზე განლაგებული შეიარაღება. რომ არა ეს ფაქტორი, ბერლინის კედელი რუსეთს უკვე აღდგენილი ექნებოდა.

რუსული პოლიტიკა — ეს არის ოკუპაცია და ომები. მათი დევიზია „დაიპყარი და იმეფე!“ ამის დასტურად უამრავი მაგალითი არსებობს. ასე ცდილობს რუსეთი, არ დაკარგოს მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყნის სტატუსი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამ თითქმის ბოლომდე გაანადგურა.

დღეს რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი იგივე მეთოდებით, როგორითაც წარსულში შეიქმნა — ანუ ოკუპაციითა და ომებით. მაგრამ ეს არ მოხდება. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები საბჭოთა კავშირის თავიდან შექმნას არ დაუშვებენ.

რუსეთი ვერ გამოვა იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც იგი ამერიკამ და ევროპამ მოაქციეს. მას არაფერს დაუთმობენ, ხოლო რუსეთი მათ წინააღმდეგ ვერაფერს გახდება.

რუსეთი ძლიერია პატარა საქართველოსთან მიმართებაში, რომელსაც ომი გამოუცხადა და ოკუპაციაში მოაქცია მისი მიწები. კრემლი უამრავ სიბინძურეს გეგმავს და შეჩერებას არ ფიქრობს, მაგრამ მომავალში, ვხედავ, რუსეთი დაკარგავს ძალაუფლებას კავკასიაში.

დღეს საქართველო რუსეთისთვის უკვე დაკარგულია, მაგრამ რუსეთს ამის აღიარება არ სურს. კრემლი თითქოს ისედაც არ ეგუება ყველაფერს, მაგრამ საქართველოს დაკარგვასთან შეგუება მართლა უჭირს. მაგრამ კოსმოსი არ დაუშვებს საქართველოს რუსეთის ფედერაციისთვის მიერთებას.

ქართველები ვერ და არ იქნებიან რუსების მონები. პირიქით, საქართველო თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა გახდება მომავალში, ძლიერი ჯარითა და ძლიერი შეიარაღებით ზღვასა თუ ხმელეთზე. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს არასდროს აღარ დაემუქრება საფრთხე. ეს ყველაფერი სიტყვა–სიტყვით ასრულდება, ვინაიდან ვერავითარი მიწიერი ენერგია ვერ შეაჩერებს ამ პროცესებს. პირიქით, კოსმოსი დიდ დარტყმას მიაყენებს საქართველოს მტრებს.

ვხედავ, მომავალში მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება. შეიცვლებიან თვითონ ქვეყნები, მათი პოლიტიკა, ურთიერთობები. ეს თითქოს ქაოსია, მაგრამ პირიქით, მსოფლიო დალაგდება, რათა ქაოსი და არეულობა აიცილონ.

დიახ, სახელმწიფოები დალაგდებიან, მსოფლიო პოლიტიკაც ჩვეულ რიტმში ჩადგება, მაგრამ ბუნება კვლავ იბობოქრებს. მოხდება კატაკლიზმები, დიდი მიწისძვრები, ისევ ამოხეთქავს ვულკანები. ვხედავ აბობოქრებულ ოკეანეს, ცუნამები გადაუვლის ბევრ ქვეყანას. ევროპა დაიტბორება. ამხელა წყლის მასა საიდან წამოვა, ვერც წარმოიდგენენ და ვერც გაიგებენ.

რუსეთის ტრამალებს ისევ დიდი ცეცხლი მოეკიდება. ფრთხილად!!! მთელი პურის მოსავალი ჩაიწვება. ეს დიდი კატასტროფა იქნება. ვხედავ დიდ წყალდიდობებსაც. ბუნება არავის და არაფერს დაინდობს.

ბოლივიაში ქიმიური ლაბორატორიიდან ქიმიური ნივთიერების გაჟონვას ვხედავ. ეს ძალზე საშიშია. შედეგი არ დააყოვნებს: მომწამლავი ნივთიერება გამოიწვევს დაავადებებს, რომლებიც მსოფლიოს ააფორიაქებს.

ვხედავ ტერაქტები გრძელდება, ახლო აღმოსავლეთი ისევ ომობს. თუმცა მალე „ისლამური სახელმწიფო“ აღარ იარსებებს.

ვხედავ, ლტოლვილებს არცერთი ქვეყანა აღარ მიიღებს. განსაკუთრებით, გერმანია, სადაც მოსახლეობა მიტინგებს გაუმართავს მთავრობას. მოხდება დიდი ცვლილებები. მომავალში კანონმდებლობაში შეიტანენ ცვლილებებს, რომლებიც მიგრანტებს შეეხება. ეს ქვეყნის გადარჩენას ნიშნავს. სხვა გზა არ იქნება.


2016 წელი, 29 მაისი


ქართულ პოლიტიკაში დიდი სანახაობები ელით ქართველებს. ძველი თუ ახალი პოლიტიკოსები, რაღა თქმა უნდა, არენაზე გამოჩნდებიან, ანუ ყველანაირ სახეს იხილავს ხალხი.

„ოცნება“, რა თქმა უნდა, პირველ ადგილს იკავებს და არც არაფრის დათმობას არ ფიქრობს. „ნაციონალები“ წააგებენ. ვხედავ, პარლამენტი ვერ იქნება მრავალპარტიული. უმრავლესობას ეყოლება „შვილობილი“ უმცირესობა, ანუ ოპოზიცია. მრავალპარტიულობა დააზიანებს ქართულ პოლიტიკას — საშინაოსა თუ საგარეოს, ვინაიდან პარტიების კოალიციური გაერთიანება ვერ მოხდება. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ისინი ძალიან ამბიციურები არიან საიმისოდ, რომ გაერთიანდნენ.

ვხედავ, ახალგაზრდულ ფრთას სულ სხვა შეხედულება აქვს საქართველოს დღევანდელ პარტიებზე. მათი მიმართულებაც სულ სხვაა. ახალგაზრდებს დასავლური კურსი აქვთ აღებული. კომუნისტების დროიდან მოყოლებული პოლიტიკური სახეები ახალგაზრდებისთვის არავითარ პოლიტიკურ ღირებულებას არ წარმოადგენენ. პირიქით, მათი მოღვაწეობა ბუნდოვანია — ასე ხსნიან ახალგაზრდები. რუსეთზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ახალგაზრდების დევიზი იქნება „ძირს ოკუპანტი რუსეთი“. ეს ყველაფერი ახლოსაა!!!

ვხედავ, საქართველო ბოლომდე იბრძოლებს ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ და ახალგაზრდა ქართველები დიდ პოლიტიკურ თამაშს მოუგებენ მას. დიახ, ეს სწორედ მათი დამსახურება იქნება. განათლება და ცოდნა — აი, რა იქნება ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსების გამარჯვების საწინდარი. მათ დრო არ სჭირდებათ, პირიქით, ისინი დროს დაასწრებენ და სულ სხვა პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამენ. ეს იქნება ახალი ქართული პოლიტიკა, რომელიც მსოფლიო პოლიტიკას ზუსტად შეერწყმება.

ვხედავ, ახალგაზრდა პოლიტიკოსების პროფესიონალიზმი იმდენად მაღალი და ძლიერი იქნება, რომ ამერიკისა და ევროპის გაოცებასაც კი გამოიწვევს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამას რუსეთიც კი აღიარებს. ასეთ ნაყოფს გამოიღებს საზღვარგარეთ მიღებული განათლება, რომელიც გზას გაუხსნის ახალგაზრდა პოლიტიკოსებს მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ნამდვილად კარგად ეცოდინებათ — ეცოდინებათ თამაშის ყველა წესი.

საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც არასდროს დაიკარგება ადრეული ცივილიზაციებივით. საქართველო ყოველთვის იყო დაცული განადგურებისგან, ყოველთვის იყო ამ მიწაზე სიცოცხლე და იგი არასდროს შეწყვეტილა. ეს კოსმოსის დაცვითი ენერგიაა, თავად კოსმოსია!

მომავალში საქართველოში მაინც ორი პარტია დარჩება. საქართველო ნელ–ნელა დამშვიდდება.

მსოფლიოშიც ბევრი რამ შეიცვლება. ეს პოლიტიკური ცვლილებები საქართველოსთვის მომგებიანი იქნება. დავიბრუნებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და ვხედავ, როგორ შეიკვრება ერთ მუშტად მთელი საქართველო.

დღეს კოსმიური საცერი იცრება, შადიმანები და თაღლითები კი მომავალს გეგმავენ. სულ ამაოდ კი — არაფერი გამოუვათ!!! პირიქით, ყველაფერს დაკარგავენ. კოსმოსი მათ დასჯის და პოლიტიკიდან სამუდამოდ გააქრობს. ხალხი აღარ მოტყუვდება. ძალიან კარგად იცის საქართველომ, ვინ ვინ არის და ნამდვილად რჩეულებს ამოირჩევს.

საქართველოს ევროკავშირი ელოდება. არანაირი ევრაზიული კავშირი! ჩემი ქვეყანა არასდროს შევა რუსეთის შემადგენლობაში. მალე კოსმოსი ჩემს საქართველოს ევროკავშირის ღირსეულ წევრად წარმოაჩენს, მომავალში კი ნეიტრალურ ქვეყნად აქცევს. რაც უნდა თქვათ და რაც უნდა მოიმოქმედოთ, ეს ყველაფერი მაინც ასრულდება. ეს საქართველოსა და ქართველი ხალხის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

გავიხსენოთ, ისტორია, ბატონებო! მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერატორმა პავლემ 1801 წელს ქართლ–კახეთის სამეფო გააუქმა და საქართველო საკუთარ გუბერნიად გადააქცია, რაც რუსეთმა ფეხი შემოდგა საქართველოში, მუდმივად ცდილობს ჩვენი ქვეყნის დაშლასა და დაქუცმაცებას. ფაქტები სახეზე გვაქვს: აფხაზეთი, სამაჩაბლო თუ სხვა წართმეულ–გაჩუქებული ტერიტორიები (აღსანიშნავია, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების მიმართაც იგივენაირად იქცევა. მაგალითად, აზერბაიჯანი და სომხეთი მუდმივ ტერორში ჰყავს). თუმცა რუსეთის დიქტატურა საქართველოში ფეხს ვეღარ მოიკიდებს და მათი ყველა მცდელობა წაგებით დამთავრდება. ამინ!



2016 წელი, 3 ივნისი



ვხედავ, უკრაინის მთავრობასა და პარლამენტში დიდი ცვლილებები იქნება. რუსეთი ძალიან ინანებს, რომ გაათავისუფლა მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო. იგი უკრაინამ გმირად შერაცხა და მალე მთელი ქვეყანა მხარში ამოუდგება იმ იმედით, რომ იგი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებს. ამაში მას მთელი უკრაინა აჰყვება. ეს ყველაფერი ზუსტად ასრულდება.

უკრაინა ბრძოლას განაგრძობს და არც შეჩერდება. ქვეყანა, რა თქმა უნდა, იბრძოლებს რუსეთის წინააღმეგ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. საჭირო იყო გმირი და ეს გმირიც გამოჩნდა!

ვხედავ, თითქოს საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც უერთდება სავჩენკოს, ერთ გუნდად მოიაზრებიან მომავალში. ისინი იმდენად უხერხულ და რთულ მდგომარეობაში ჩააგდებენ რუსეთს, რომ მის პრეზიდენტს თავბედს აწყევლინებენ. რა თქმა უნდა, ეს ამერიკისა და ევროპის პოლიტიკაში დადებით როლს ითამაშებს.

ვხედავ, რუსეთ–უკრაინის ომი ვერ მთავრდება, იგი თითქოს უვადოდ გრძელდება. ქალი-პოლიტიკოსი დიდ პრობლემებს შეუქმნის ყველას. იგი საშინლად უმართავი გახდება — უკრაინისთვისაც! თუმცა, უკრაინელი ხალხი მის ყველა ქმედებას მხარს დაუჭერს და მის პოლიტიკას მიესალმება. რუსეთის ანალიზი უკრაინასთან დაკავშირებით არ გამართლდება.

რუსეთი ჯეროვნად ვერ შეაფასებს ამ ახალგაზრდა გმირ მფრინავ ქალს. იგი რუსეთს დიდ პრობლემებს შეუქმნის. ვიმეორებ: ეს ახალგაზრდა მთელ უკრაინას აიყოლიებს და ამ პროცესებს ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს.

ქართულ პოლიტიკაში, ვხედავ, დიდი ცვლილებები იქნება, რაც ყველას გააოგნებს. არეული და მიუღებელი იქნება ეს ყოველივე ხალხისთვისაც. მოდიან, ანუ პოლიტიკაში ბრუნდებიან ის სახეები, ვისი დანახვაც არ სურს მთელ საქართველოს.

ამის პარალელურად ახალგაზრდები, ასე ვთქვათ, ფრონტის წინა ხაზზე განლაგდებიან და „პენსიონერ“ პოლიტიკოსებს ბრძოლას გაუმართავენ. ისინი არ შეჩერდებიან. მათი დებატები, მათი გამოსვლები დაგანახებთ იმ ძალას, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ქართულ პოლიტიკასა და ქართველ ხალხს.

ვხედავ, ახალგაზრდა ქართველები ხალხის გულებში ჩამქრალ ნაპერწკალს გააღვივებენ და ეს ნაპერწკალი დიდ ცეცხლად გადაიქცევა. დიახ, ეს იქნება დასაწყისი ახალი ქართული პოლიტიკისა, რომელიც მაღალ დონეზე შეერწყმება მსოფლიო პოლიტიკას.

ვხედავ, ბევრი პარტია ვერ გადალახავს ბარიერს, ვინაიდან ისინი ხალხის რჩეულნი არ არიან. გამოჩნდებიან ისევ ძველი სახეები და აქედან გამომდინარე, ხალხი თავის არჩევანს ახალგაზრდებზე ერთხმად შეაჩერებს. ვხედავ, იქნება ცვლილებები, რასაც საქართველო უმტკივნეულოდ გადაიტანს.

რუსეთი საქართველოში აუცილებლად წააგებს. კრემლის დამპყრობლური პოლიტიკა ვერ გაიმარჯვებს, ქართულ პოლიტიკას ვერ მოერევა. რუსეთის ნაბიჯები მთელ საქართველოს აღიზიანებს და თავის წინააღმდეგ განაწყობს და არა მთავრობის წინააღმდეგ.

ვხედავ, მსოფლიო პოლიტიკაში ყველაფერი იცვლება. განსაკუთრებით კი რუსეთის პოლიტიკაში. არც ამერიკა, არც ევროპა და არც სხვა ქვეყნები არ აპირებენ დაუთმონ რუსეთს რაიმე და მასთან მიმართებაში პოლიტიკა შეცვალონ.

„ის შეუქცევადი პროცესები, რომლებიც პოლიტიკაში ხდება, რუსეთის მთავრობის ბრალია. ისინი დიქტატორები არიან!“ — ვხედავ, ეს განცხადება ხმამაღლა გაკეთდება.

რუსეთის პრეზიდენტი ყველა ზღვარს გადავიდა. მისთვის მხოლოდ თავისი მოგონილი კანონები არსებობს. ვხედავ, უკრაინა და საქართველო — მისი სასაფლაოა. ხმამაღლა გაცხადდება, რომ ამ სახელმწიფოების მიმართ მის მიერ გატარებული პოლიტიკა უკანონოა; რომ იგი დიქტატორია, დიახ დიქტატორი!

ვხედავ, ევროპა ერთ მუშტად შეიკვრება. დაიწყება ევროპის დასუფთავება-დალაგება. ამერიკა ძალას არ დაიშურებს, როგორც ყოველთვის, რათა დაეხმაროს ევროპას, განსაკუთრებით, სამხედრო ხაზით. ამაზე რუსეთის პრეზიდენტი ძალიან გაცოფდება, მაგრამ ვერაფერსაც ვერ მოიმოქმედებს. იგი ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდება. გადადგას რაიმე ნაბიჯი და ომი დაიწყოს, რისი მომხრეცაა იგი მუდამ, არ გამოუვა.

ვხედავ, მომავალში რუსეთის პრეზიდენტი კი არ გადადგება, არამედ გაქრება!

გარდა ამისა, ვხედავ, რუსეთში კვლავ იქნება დიდი წყალდიდობები, კვლავ დაინთება დიდი ცეცხლი, რომელიც ტყისა და ტრამალების უდიდეს ნაწილს გაანადგურებს. ცეცხლს ვერ ჩააქრობენ. ცეცხლი განელდება მაშინ, როცა ყველაფერს გადაწვავს. სამწუხაროა, მაგრამ მათ ეს დაიმსახურეს!!! ამდენ ბოროტებას კოსმოსი მათ არ აპატიებს.

ახლო აღმოსავლეთში რა პოლიტიკაც გაატარეს, იმისთვის მალე დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთს — იქ „ჩამარხულ ბომბს“ საკუთარ სახლში აუფეთქებენ მუსლიმები.

ვიმეორებ: ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ატარებს ახლო აღმოსავლეთში, წარუმატებელია და დამთავრდება იმით, რომ ვხედავ ტერაქტების სერიალებს. აქედან გამომდინარე, რუსეთის ფიცხი პრეზიდენტი უსასტიკეს ზომებს მიიღებს ტერორისტების წინააღმდეგ. იგი საშინელ მდგომარეობას შეუქმნის მუსლიმებს. დაიწყებს ქვეყნის დასუფთავებას. თითქმის ყველას განდევნის ქვეყნიდან.

ვხედავ, იწვის მეჩეთები. რუსეთის ახალგაზრდობა თავისი ქმედებებით ფაშისტებს გაასწრებს. მათ მხოლოდ სასიკვდილო განაჩენი დააკმაყოფილებთ და აღასრულებენ კიდევაც. ისე, ფაშისტებად კი იწოდებიან. მათი ლოზუნგებია: „გავათავისუფლოთ რუსეთი ურჯულოთაგან!“ „ძირს მკვლელი ისლამისტები!“ და ა.შ.

საინტერესო ის არის, რომ არავინ წავა წინააღმდეგი. „ასეთი პოლიტიკის გატარება თუ გადაარჩენს დედა რუსეთს, მეტი არაფერი!“ — ასე იფიქრებს მთელი ქვეყანა. რუსეთის პრეზიდენტს მსოფლიოს ქვეყნების აზრი საერთოდ არ დააინტერესებს. თუმცა გულში ყველა თანახმა იქნება ამგვარი პოლიტიკის გატარებისა, სხვაგვარი ქმედებები გამორიცხულია. „ცეცხლს ცეცხლითვე უნდა უპასუხო და ისე უნდა გადაბუგო, რომ ისინი აღარ განმეორდნენ!“ — ასე განაცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

„ისლამური სახელმწიფო“ მომავალში აღარ იარსებებს. ეს ასე იქნება და ამას მთელი მსოფლიო მიესალმება.

ვხედავ რუსეთის აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოში ვერ გაიმარჯვებს. ხალხი, მთელი საქართველო დასავლეთზეა ორიენტირებული. ზუსტად ეს აგიჟებს რუსეთის მთავრობას და მის პრეზიდენტს.

თავად რუსეთში კი ვხედავ ეკონომიკური და ასევე პოლიტიკური კოლაფსია. ის, რომ რუსეთი დიდია და ამ ყველაფერს აიტანს, სიცრუეა და ამას მალე დაინახავთ.

ვხედავ, რუსულ ოპოზიციას ახალი ლიდერი ეყოლება. იგი ძლიერი, მებრძოლი და ამასთანავე განათლებული ახალგაზრდაა. ზუსტად ის დაასამარებს პრეზიდენტის დიქტატურას რუსეთში. მას სიკვდილი არ აწერია ბედისწერაზე, მას დიდი მისია აკისრია — გაანადგუროს შავი ძალები და რუსეთი გადაარჩინოს განადგურებას! ეს ყველაფერი კოსმოსიდან მოდის. მას თავად კოსმოსი იცავს და რუსეთის პრეზიდენტი ვერცერთ პოლიტიკურ თამაშს ვერ მოუგებს.

იქნება დიდი ვნებათაღელვანი. ოპოზიცია სერიოზულ, ძლიერ ნაბიჯებს გადადგამს. დაიწყება დიდი თავშეყრები, მიტინგები. მთელი რუსეთი შეიგრძნობს ახალი პოლიტიკის სურნელს. ამ ტალღას ვერავინ — ვიმეორებ: ვერავინ! — ვერ შეაჩერებს. რუსული ელიტაც, რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდის მხარეს გადაიხრება და ამას ძალიან ღიად გააკეთებენ — რუსეთის მოაზროვნე ძალაც ახალგაზრდა ოპოზიციონერის გვერდით მოგვევლინება და ასევე რუსი ოლიგარქებიც. ამ უკანასკნელთა მხარდაჭერა კი რუსეთის პრეზიდენტის დამარცხებას ნიშნავს.

ოლიგარქები მიხვდებიან, რომ ეს ბოლო შანსია და უკანმოუხედავად უნდა იმოქმედონ, თორემ ყველაფერს დაკარგავენ. და ვხედავ, ისინი მოქმედებებს იწყებენ!!!

ეს ის ძალაა სწორედ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ბოლოს მოუღებს. მის ბოროტებას აღარ ექნება ძალა. ყველა მისი მცდელობა დიდი მარცხით დამთავრდება. მას ყველა ზურგს შეაქცევს. პირველ რიგში კი, თანაგუნდელები. მეტიც, დიქტატორს სწორედ ისინი დაუძახებენ და უამრავ ფაქტსაც მოიყვანენ. მისი ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ნაბიჯი შეფასდება როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე, თავად მას კი აღიარებენ როგორც მსოფლიოს დიდ დიქტატორს. რუსეთის პრეზიდენტი ისტორიაში ჩაეწერება როგორც ბოროტი და დამანგრეველი ენერგეტიკის მატარებელი ადამიანი, რომლისგანაც სიკეთეს არ უნდა ელოდო.

დღეს რუსული ეკონომიკა დაშლილია პრეზიდენტის უნიათო პოლიტიკის გამო. ქვეყანაში ქაოსია, სრული კოლაფსია, ანუ რუსეთის სახელმწიფო გარდაიცვალა. ამიტომ ყველა და ყველაფერი აღსდგება პრეზიდენტის წინააღმდეგ და მსოფლიო პასუხს მოსთხოვს იმ ომებისთვის, რომლებმაც მილიონობით ადამიანი ლტოლვილად აქცია და გაანადგურა. ასე რომ, რუსეთის პრეზიდენტი ისტორიაში, ვიმეორებ, დიდი შავი ასოებით ჩაეწერება.

საქართველო კი დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს — აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ეს მიწები არასდროს გახდება არც რუსეთისა, არც აფსუებისა და არც ოსებისა. ეს საქართველოს ძირძველი მიწებია და კოსმოსი მას არ დაუთმობს რუსეთს არასდროს!!!

ასე რომ, ფუჭი იმედები გაწუხებთ საქართველოს მტრებო! გირჩევთ დაივიწყოთ ჩემი ქვეყანა, ვინაიდან თქვენი ბრძოლა წაგებულია. ამინ!!!

თქვენ გავიწყდებათ ახალგაზრდები, რომელთა ორიენტაცია მხოლოდ დასავლურია. ზუსტად ისინი, ყმაწვილი ქართველები დაიხსნიან საქართველოს რუსეთის კლანჭებიდან, გადაარჩენენ ქვეყანას სრული ოკუპაციისგან. ეს ყველაფერი ხილული იქნება მსოფლიოსთვის. ბოლოს და ბოლოს, მოდის ძალა, რომელიც ისეთ პოლიტიკას გაატარებს, რომელსაც მოჰყვება ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და ამ პროცესებს ვერავინ შეაჩერებს.

ვხედავ, მომავალში აზერბაიჯანიც კეთილს ინებებს და ქართულ მიწებს დაგვიბრუნებს. ეს მრავალი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. საინგილო — ეს საქართველოა და დგება დრო მისი დაბრუნებისა.

რაც შეეხება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს — ეს წმიდა ადგილია და მას საქართველო ჰქვია.

ფრთხილად! კოსმოსი არ აპატიებს აზერბაიჯანს ასეთ დამპყრობლურ პოლიტიკას ქართულ მიწაზე. საქართველოს მეგობარი ქვეყნები დაუჭერენ მხარს. განსაკუთრებით იაქტიურებს ამერიკა. ეს ყველაფერი დადებით როლს ითამაშებს, ვხედავ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რუსეთიც საქართველოს დაუჭერს მხარს. ვხედავ, საქართველო, ბოლოს და ბოლოს, დაიბრუნებს თავის მიწებს!!!

ეს ყოველივე თურქეთსაც ეხება, რომელსაც უდიდესი ნაწილი აქვს ოკუპირებული ქართული მიწებისა. ამ საკითხშიც იაქტიურებს რუსეთი, აქაც საქართველოს მხარეს დადგება. თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საკითხები რუსეთს, მის პოლიტიკას აწყობს. მათ თამაშს მაინც აეხდება ნიღაბი. დაიმახსოვრეთ: არასდროს ენდოთ რუსეთს!!!



2016 წელი, 28 ივნისი


მსოფლიოში ყველაფერი აირევა, ვხედავ, მაგრამ არა რუსეთის სასიკეთოდ. მომავალში ბრიტანეთთან ურთიერთობები ძალიან, ძალიან დაეძაბება. თუ რა პოლიტიკას ატარებს რუსეთი და მისი პრეზიდენტი, ძალზე გაუგებარი იქნება წამყვანი ქვეყნებისთვის, მაგრამ არც ისინი დააყოვნებენ საპასუხო ქმედებებს. წავა ხილული პოლიტიკური ბრძოლები, ყველას ნიღაბი ჩამოეხსნება.


ვხედავ, ბრიტანეთი, რაც გამოთვალეს, რომ თითქოს ევროკავშირიდან გასვლის შედეგებს მოერევიან და ყველა სირთულეებს გადალახავდნენ, ძალიან ცდება. შემოსავლები დაიკლებს, გაზრდილი ფასები კი სახელმწიფო ბიუჯეტს ძალიან დაარტყამს. ბრიტანეთს მცირე ხნით მძიმე პერიოდები ელის. ხალხი ორად გაიყოფა, მაგრამ ქვეყანა გადაწყვეტილებას არ შეცვლის. თუმცა, ვხედავ, ევროკავშირიდან გასვლა არაფერს ცვლის ბრიტანეთის პოლიტიკაში. იცოდეთ, რომ ევროკავშირი — ეს საბჭოთა კავშირი არაა!!!

ჯერ კიდევ 1992–1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე ის, რაც დღეს ხდება ევროპაში. საბოლოო ჯამში, ევროპის ქვეყნები დევნილებს ყველას საკუთარ ქვეყნებში დააბრუნებენ — უკლებლივ ყველას, და მუსლიმები თითქმის აღარ იქნებიან ევროპაში.

ისევ მინდა აღვნიშნო, რომ მიგრანტთა შორის იმდენი ომისგან ლტოლვილი არ იყო, რამდენიც ბედის, უკეთესი ცხოვრების საძიებლად წასული ადამიანი. და ასეთები ძალიან ბევრნი იყვნენ. ასე რომ, ევროპა ამით თავს გაიმართლებს. ბრიტანეთში კი დიდი ცვლილებები იწყება...

(გაგრძელება იქნება. მასალის მთავარ ფოტოდ გამოყენებულია ლელა კაკულიას კოსმიური ნახატი)"- ვკითხულობთ პოსტში.








0
1409
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1409