x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დღეს თუ მე გამამწარეთ ხვალ თქვენი რიგია, იმიტომ რომ საკმარისი ნაძირალები გყავთ სოფელში, რომელსაც თქვენ თვითონვე მფარველობთ-ეკა ჯიქური
imageსოფელ ფოლადაანთკარში მომხდარ მკვლელობის განაჩენი ცნობილია. არასრულწლოვან ცოტნე აღდგომელაძის მკვლელობაში ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ერთხმად გამოიტანეს. მოსამართლემ ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს ვერდიქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება მოკლული არასრულწლოვნის დედა, ეკა ჯიქური.

“რვა თვე გავიდა იმ საშინელი დღიდან…. ცოტნე მომიკლეს… მომიკლეს განზრახ… შვილი მომიკლა ორი შვილის მამამ, რომელსაც არც მონანიება და არც სინანული უგრძვნია… არ ვიცი და არ მახსოვს… მისი ბოლო სიტყვები რვა თვის თავზეც. დასრულდა სასამართლო…

მადლობა მინდა მოვუხადო ჩემი ბავშვობის მეგობარს, მაკა ბერაძეს, რომელიც ამ რვა თვის განმავლობაში ჩემთან ერთად განიცადა ყველაფერი, რასაც მე განვიცდიდი და ტკიოდა ისე, როგორც მე მტკიოდა და შესაბამის სტრუქტურებთან ყველანაირად დამეხმარა…

მაკა, ამას არასოდეს დაგივიწყებ…

მადლობა მინდა მოვუხადო ბატონ ლევან ჯალაღანიას და ქალბატონ მარიკა გოგოხიას, დაუზოგავი შრომისთვის…მინდა გისურვოთ წარმატებები, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ჩემს შთაბეჭდილებას იმდენად აღფრთოვანებული ვარ თქვენი შესაძლებლობებით…

მადლობა მინდა მოვუხადო ქვემო ქართლის პროკურატურის ყველა თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა ცოტნე აღდგომელაძის განზრახ მკვლელობის გამოძიების პროცესში… მათ თავდადებით დაამტკიცეს სიმართლე… მადლობას ვუხდი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყველა თანამშრომელს დაუზოგავი შრომისთვის ….

მადლობა რუსთავის სასამართლოს მოსამართლეს ქეთევან ლუაშვილს იმისთვის რომ გამოიტანა განაჩენი, რომელსაც მე არ ვეთანხმები და რა თქმა უნდა მაქსიმუმს ვითხოვდი… კარგი იქნებოდა საქართველოში შეიცვალოს კანონები და მაქსიმალურად სასტიკად დაისაჯონ მკვლელები რომ მომავალში არ მოკლან სხვისი შვილები… არ გამწარდნენ დედები…

image

მადლობა ფოლადაანთკარის მოსახლეობას, რომ არაფერი არ გინახავთ და არც გაინტერესებთ… დღეს თუ მე გამამწარეთ ხვალ თქვენი რიგია, იმიტომ რომ საკმარისი ნაძირალები გყავთ სოფელში, რომელსაც თქვენ თვითონვე მფარველობთ… ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ლოთობაში, ნარკომანობაში და მომავალ ჩხუბებში…

ისე რომ იცოდეთ დაუსჯელი არავინ რჩება… კანონს თუ გაექცევით უფლის სამართალს სად გაურბიხართ”, – წერს მოკლული მოზარდის დედა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 21 დეკემბერს, გარდაბნის რაიონის, სოფელ ფოლადაანთკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვანო ზანდარაშვილსა და ი.ჯ.-ს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გასაშველებლად კონფლიქტში ი.ჯ.-ს დისშვილი, არასრულწლოვანი ცოტნე აღდგომელაძე ჩაერთო. ვანო ზანდარაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რაც კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ი.ჯ.-მ დისშვილს მოუწოდა იქაურობა დაეტოვებინა, რის შემდეგაც ცოტნე მოპედით მისი საცხოვრებელი სახლისკენ წავიდა. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ვანო ზანდარაშვილი კი საკუთარი ავტომანქანით გზაზე მიმავალ მოზრდ ბიჭს დაედევნა და შურისძიების და მოკვლის მიზნით ავტომობილი მაღალი სიჩქარით დააჯახა . მიღებული დაზიანებების შედეგად ცოტნე აღდგომელაძე ადგილზე გარდაიცვალა.

1
353
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
353
  
2021, 29 აგვისტო, 23:45
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1