x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მოგი..ან მანდ დამსმელი, ვინ გირჩია მაგ განცხადების გაკეთება მისი ოჯახი მოვ..ან!!!" – ვის მიმართავს ზაზა სარალიძე

image


ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტთან დღეს გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და როგორც წინა მთავრობას, ასევე მოქმედსაც "მკვლელებს" უწოდებს, რომლებმაც მისივე თქმით, 18 წლის განმავლობაში ქვეყანა დაასამარეს, ქართველობა კი გადააშენეს: "ეკატერინე ტიკარაძე – ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალება არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ასეთი შემთხვევა არის 0.001 %” ახლა კი მოგი..ან მანდ დამსმელი და მერე ტაშის დამკვრელი. ვინ გირჩია მაგ განცხადების გაკეთება მისი ოჯახი მოვ..ან! !! არც ჩემი შვილის მკვლელობა წარმოადგენდა ესე იგი პანიკის საფუძველს ხოო??? ორი ახალგაზრდის შუა დედაქალაქში მკვლელობა როგორ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს არა??? აი ეს ყოფილა თქვენი ლოგიკა. მკვლელები ხართ ყველა ერთად აღებული ძველებიც და ახლებიც!!!!! თქვენ 18 წელი ქვეყანა დაასამარეთ და ქართველების გადაშენებით ხართ დაკავებული. ოჯახი აღარ დატოვეთ არც ერთმა, გლოვის ზარმა რო არ დარეკოს და შავები არ ჩააცვას. ერში კაცის მოკვლასაც (იმიტომ რომ დღეს თქვენ კლავთ ერთმანეთის ჯინაზე) ვინც ტრაგედიად არ აღიქვამს, იმასი ოჯახები მოვ… ნ!!!!!!!!" - წერს ზაზა სარალიძე. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ, რამაც მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიაყენა: "მსგავი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. თუმცა, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%, ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობის შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანებები, რომელიც მათი ქრონიკული დაავადებებისგან იყო გამოწვეული და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც უშედეგო აღმოჩნდა", - განაცხადა დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
















0
946
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
946