ელისაბედ II აპირებს პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სასამართლოში უჩივლოს სამეფო ოჯახზე მუდმივი თავდასხმის გამო
95 წლის დედოფალი ელისაბედ II ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა თავის საყვარელ შვილიშვილს პრინც ჰარის და მის მეუღლეს მეგან მარკლს, მაშინაც კი, როდესაც წყვილმა სამეფო ვალდებულებების მოხსნა და დიდი ბრიტანეთიდან წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, როგორც ჩანს მისი მოთმინების ფიალაც აივსო. როგორც მედია იუწყება, დედოფალი ძალიან უკმაყოფილო დარჩა მეგანის და ჰარის ინტერვიუთი ოპრა უინფრისთან. მას საშინლად არ მოეწონა თუ რა კუთხით დახატეს სამეფო ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარს დედოფალზე ცუდი არაფერი უთქვამს და პირიქით, თბილადაც მოიხსენიებდნენ მას, თავიანთ პატარა გოგონას კი მის საპატივცემულოდ ლილიბეტ დიანა დაარქვეს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ბოლო წვეთი პრინცი ჰარის მემუარები გახდა, რომელიც შემდეგ თვეს უნდა გამოიცეს. სწორედ ამიტომ, დედოფალმა სამეფო კარის ადვოკატები შეკრიბა და აპირებს შვილიშვილს და მის ცოლს სამეფო კარის მუდმივი ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივლოს.
საქმე შეიძლება სასამართლომდე არც მივიდეს. დედოფლის იურისტები აპირებენ წერილის გაგზავნას გამომცემლობა Penguin Random House სთან, რომელმაც მემუარები უნდა გამოუშვას. თუკი მეუარებში სამეფო ოჯახიდან რომელიმე იქნებადა დანაშაულებული უსაფუძვლოდ, მხოლოდ ამ შემთხვევაში საქმე სასამართლომდე მივა.