x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ფეხზე მაინც ვერ ვდგები" - ნახეთ, რას წერს სტეფანე მღებრიშვილი

image


მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ჰომეოპათ თინა თოფურიას, "ალტ-ინფოზე" სტუმრობისას გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თქმითაც, მას იმდენი რეგალიე აქვს, რომ საკუთარ CV-ს რომ უყურებს, საკუთარ თავს ფეხზე თავადვე უდგება. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი თინა ანტივაქსერული განწყობითაც გამოირჩევა და თავად ვაქცინაციის პროცესსაც მკვეთრად აკრიტიკებს: "CV არ მქონდა და დავგუგლე, რაღაც ბიოები ამოაგდო ჩემზე, ეს დავაკოპირე…. ბევრი რამე არ წერია, მაგრამ ფეხზე მაინც ვერ ვდგები.პ.ს: სივი იმიტომ არ მაქვს, რომ თავში არ მომსვლია სადმე მივიდე და სამსახურო ვიშოვო… ყოველთვის თავისით მოდის.სტეფანე მღებრიშვილი: გამოცემული აქვს ალბომები: “სტეფანე” (1999), “უსახელო” (2002), “საუკეთესო სიმღერების კრებული” (2004). 2002 წელს გამართა სოლო-კონცერტი სპორტის სასახლეში.; ლაურეატი კონკურსებისა: “მეგა”, “ოვაცია”, “სულიკო” და სხვა. 2010 წელს იყო პირველი ქართველი შემსრულებელი, რომელმაც დაიპყრო MTV Europe. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო შოუში MTV Live Georgia. 2013 წლიდან აირს მეგა “შოუ ვოისის” მწვრთნელი ( 4 ჯერ და ბოლო ვოისის გამარჯვებული მწვრთნელია. 2017 წლებში რეიტინგული მეგა შოუს “X ფაქტორი” – ჟიურის წევრი ( 4 ჯერ), ასევე პროექტ “ნიჭიერის”, “საქართველოს ვარსკვლავის”, “მხოლოდ ქართულის” ჟიურის წევრი. საკუთარი სიმღერის რიმეიქზე “დამიბრუნდი” გადაიღო ვიდეორგოლი, რომელმაც რამდენიმე მილიონი ნახვა მოუტანა და “რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ გამართულ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალზე “რადიო ფორტუნას რჩეულად” დასახელდა, ასევე მოიპოვა მთავარი ჯილდო წლის “სიმღერის სტატუსი”. პროდიუსერი, “არტფორუმის” დამაარსებელი, ასევე როგორც პროდიუსერი მოღვაწეობს ბაქოში, აზერბაიჯანში და ბევრი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული… მონაწილება მიიღო მიუზიკლებში “ ქეთო და კოტე”, “ვერის უბნის მელოდიები”, – წერს სტეფანე მღებრიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.







0
832
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
832