x
image
მაია 24
"დღეს ღამით 23:59-ზე არის განსაკუთრებული მომენტი! სადაც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გადადეთ ყველა საქმე და..." - ასტროლოგები დღევანდელ უნიკალურ მოვლენაზე
image


ქართველი ასტროლოგები ხათუნა ნოელი და მიხეილ ცაგარელი დღევანდელ სავსემთვარეობასთან და იმ განსაკუთრებულ მოვლენასთან დაკავშირებით წერენ, რომელიც 23:59-ზე დგება:


"დღეს ღამით 23:59-ზე არის განსაკუთრებული მომენტი, ვისაც მედიტაცია გეხერხებათ მათთვის. სადაც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გადადეთ ყველა საქმე და ზუსტად 1 წუთი დაუთმეთ თქვენს წარმოსახვას!


რას ვაკეთებთ: ვგზავნით სამყაროში სიყვარულის ვიბრაციას. გულიდან გამომავალი მწვანე სხივი ფართოვდება და იკავებს თანდათან სულ უფრო მეტ ადგილს ჩვენს გარშემო, რაც მეტს - მით უკეთესი. ფიქრობთ ზოგადად - არა კონკრეტულად (ანუ: ეს მინდა, ის მინდა-ს არ ვართ!) წარმოიდგენთ, როგორ ასუფთავებს ეს სხივი ჯერ თქვენს ორგანიზმს, სათითაოდ დაუვლით ყველა კიდურს, კუნთს და ა. შ, თავით-ფეხებამდე.



შემდეგ გადიხართ ოთხის პერიმეტრზე და ასუფთავებთ ნეგატიური ენერგეტიკისაგან. უნდა ''დაინახოთ'' როგორ დაიხია უკან სიბნელემ და მისი ადგილი დაიკავა თქვენგან წამოსულმა ნათელმა ენერგიამ. თუ მოასწრებთ გადიხართ კიდევ უფრო მეტ სივრცეზე. თუ ამდენს ვერ ასწრებთ, არ ინერვიულოთ.მომდევნო ჯერზე ჩავატარებთ კიდევ ერთობლივ წმენდებს უფრო ხანგრძლივი დროით.გავერთიანდეთ. სიყვარული გადაგვარჩენს", - წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი.


ნოელი დღევანდელ სავსემთვარეობასთან დაკავშირებითაც წერს:


"დღეს მერწყულის ნიშნის ბოლო, 30-ე გრადუსზე სავსემთვარეობა გვაქვს. მინდა გაგახსენოთ, რომ ახლახან, 24 ივლისს, მერწყულის ნიშანში უკვე გვქონდა ერთი სავსემთვარეობა. ორი სავსე მთვარე ერთ ზოდიაქოში - საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ბუნებაში. ამ მოვლენას თავისი სახელი აქვს - ''ცისფერი მთვარე", რაც უბრალოდ იშვიათობის აღმნიშვნელია და არა მთვარის შეფერილობის...


მთვარის ბოლო გრადუსზე დგომა შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ცხოვრების რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებად. მზე ლომში დგას და ითხოვს ინდივიდუალურობის გამოჩენას, ამავდროულად მთვარეც იუპიტერთანაა შეერთებული და გვიბიძგებს რაღაც გრანდიოზული, მასშტაბური გეგმების რეალიზაციისაკენ.


თუმცაღა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სავსემთვარეობის მმართველი ურანია, რომელიც ახლა თავის რეტროგრადულ ფაზას გადის. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ აუცილებლად უნდა გადავავლოთ თვალი უახლოეს წარსულს, ბოლო 5-6 თვეს, რა ვაკეთეთ, რამდენად მართლები ან არასწორები ვიყავით, რა შეცდომები დავუშვით და რა გვაქვს შესაცვლელი თუ გამოსასწორებელი. იმიტომ, რომ სჯობს ახალ ეტაპზე გადასვლამდე ყველა გაფუჭებული საქმე გასწორდეს და მომავალში ძველი ''კუდები'' აღარ გადავიყოლოთ.


და მაინც, რას ითხოვს მერწყულის სავსე მთვარე ჩვენგან? იმის გააზრებას, რომ ინდივიდიალურობის მიუხედავად, ყველანი ერთი მთლიანის ნაწილები ვართ. ვარსებობთ არა დაპირისპირებისთვის, არამედ ერთიანობისთვის და შენებისათვის. გამოვიყენოთ ბოლო გრადუსი ნეგატივის დასასრულებლად. უკეთეს მომავალზე ვერასდროს გადავალთ, თუ ერთმანეთს ბნელები და უტვინოები ვეძახეთ. გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანში არის ბნელის ნაწილიც და ნათელიც. რასაც კვებავ, ის იზრდება შენში. გმადლობთ ყურადღებისათვის", - წერს ასტროლოგი.


მიხეილ ცაგარელი:


"დღეს სავსემთვარეობაა, რომელსაც ჰქვია დასრულება. ყველამ ჩაიფიქრეთ ის სურვილები, რომელიც სამუდამოდ გსურთ, რომ დასრულდეს!!!


გაუგზავნეთ სამყაროს მადლიერება. დალოცეთ ყველა სულიერი დედამიწაზე და სამყაროში, ყველას სიკეთე, სიყვარული და ბედნიერება უსურვეთ".



ასევე ნახეთ:


ამაღამ იშვიათი "ლურჯი სავსემთვარეობაა" - "შეიძლება მოხდეს ის, რისი წარმოდგენაც კი არარეალურად გეჩვენებოდათ"

2
1306
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1306
  
2021, 23 აგვისტო, 23:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 23 აგვისტო, 12:35
რა მაგარი ყლე ხარ შე საწყალო
0 1 2