x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ისე ნუ იზამთ - ხალხი ქუჩაში ქვებით გამოგეკიდოთ!!!!"- ვის მიმართავს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში იმ სპორტსმენებს მიმართავს ვინც ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს თავდებში უდგება და მისი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს. მაგალითად, 20 აგვისტოს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე როგორც ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განაცხადა, ზვიადაური სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა და ბუჩქებში ვერ დაიმალებოდა როდესაც მას ძმას უკლავდნენ. მისივე თქმით, ზვიადაური ძალიან განიცდის, რადგან ადამიანი მისი ხელიდან მოკვდა და ამაზე ორჯერ მეტად ნერვიულობს: "ისე ნუ იზამთ - ხალხი ქუჩაში ქვებით გამოგეკიდოთ !!!! მოკლა? - ჩაჯდეს ციხეში და მოიხადოს სასჯელი!"- წერს გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე. შეგახსენებთ, რომ წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. პროცესზე ზურაბ ზვიადაურის ინტერესების დამცველებმა გირაოს (50 000 ლარი) შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა პროკურატურა ზვიადაურის გირაოთი გათავისუფლებას იმ არგუმენტით არ დაეთანხმა, რომ თუ ის გათავისუფლდებოდა, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხე. ზვიადაურს ასევე თავდებში დაუდგნენ ცნობილი სპორტსმენებიც: ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.











0
537
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
537