x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"მაგნიტური კომპასები" და ოლმეკების იდუმალი ცივილიზაცია, რომელსაც ატლანტიდამდე მივყავართ

მაიას და აცტეკების იმპერიების წინამორბედმა, ოლმეკებმა, თავის დროზე, მეტად მოწინავე ცივილიზაცია შექმნეს. მათ ამის საშუალება გეოლოგიურ სფეროს მეტად საფუძვლიანმა ცოდნამ მისცა. იმის ნათელ მაგალითს, რომ ამ იდუმალმა ცივილიზაციამ, გარკვეული რეგიონის ტერაფორმირება მოახდინა, სან ლორენცოს პლატოა (მექსიკა) წარმოადგენს, რომელიც უძველესი დროის, ერთ-ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტურულ პროექტად ითვლება.


image


მთელი რეგიონის «სახეცვლილება» ძველი ოლმეკების გემოვნებით მოხდა. ეს პროექტი ტონობით მიწის და ქვის გატანას მოიცავდა, რამაც შემდგომში, მათ გიგანტური ტერასების, კედლების და ძეგლების შექმნის საშუალება მისცა.

ახლა საკითხავია, თუ როგორ შეძლო იმ დროს, ადამიანმა ამდენი?

ოლმეკები, სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე, ძვ. წ. აღრ. XVI-II სს. ცხოვრობდნენ და როგორც კვლევებით დგინდება, მათი ცივილიზაცია, თავდაპირველად, მექსიკის აღმ. ნაწილში, ამჟამინდელი მექსიკის, ვერაკრუსის და ტაბასკოს შტატებიში ჩაისახა. მოგვიანებით კი, სალვადორსა და გვატემალაში გავრცელდა.

imageსახელი «ოლმეკები», როგორც – «კაუჩუკის ხალხი» ითარგმნება. ასეთი სახელი, მათ აცტეკებმა, ოლმეკების მშობლიური რეგიონის მიხედვით შეარქვეს, სადაც ბევრი კაუჩუკის მცენარე იზრდებოდა. ოლმეკებმა თავიანთ პირველ დასახლებას ტამოანჩანი უწოდეს, რაც სიტყვასიტყვით «ჩვენ ვეძებთ ჩვენს სახლს» ნიშნავს. ოლმეკების ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობას უკავშირდებოდა. კერძოდ, მოჰყავდათ სიმინდი და ასევე, დაკავებულნი იყვნენ თევზჭერითაც.

ითვლება, რომ ოლმეკებმა კოლუმბამდელ ამერიკაში, პირველი ცივილიზაცია შექმნეს, რომელმაც დასაბამი, ყველა დანარჩენ კულტურას მისცა. ამ მიზეზით, ლათინურ ამერიკაში, ოლმეკის კულტურას — «დედობრივს» უწოდებენ. ოლმეკებმა პირველი წერილობითი, იეროგლიფური სისტემა გამოიგონეს – იმის მაგვარი, რაც მოგვიანებით, მაიას ჰქონდა, ისწავლეს დროის და წლიური ციკლების გამოთვლა. ამ ხალხმა, მექსიკის ტერიტორიაზე, პირველი უძველესი ქალაქების მშენებლობა 3 400 წლის წინ დაიწყო.

ოლმეკის კულტურის სპეციფიკური მახასიათებელი — ბაზალტის გიგანტური თავებია, სულ ნაპოვნია 17 თავი, რომლის სიმაღლე 117–დან – 340 სანტიმეტრამდეა, გარშემოწერილობა 7 მ. ხოლო, მასა — 30 ტ. არც ერთი თავი არ მეორდება, თითოეული მათგანს, ნეგროიდის ტიპის, ინდივიდუალური მახასიათებლები აქვს. ამ მიზეზით, ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ოლმეკები, შესაძლოა, ამერიკაში აფრიკის კონტინენტიდან ჩასულიყვნენ.


image


არქეოლოგების და ეთნოლოგების მიერ, ოლმეკების ყოფილ დასახლებებში, საინტერესო სათამაშო იქნა აღმოჩენილი. ეს იყო ბორბლებიანი ძაღლი. რაც იმას ნიშნავს, რომ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს, ცენტრალური ამერიკის ხალხებმა ბორბლის დამზადება არ იცოდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

imageაღმოჩნდა, რომ ისინი ბორბალსაც იცნობდნენ და კომპასიც მათ გამოიგონეს... და არა ჩინელებმა, როგორც მეცნიერები დღემდე ამტკიცებენ. ბევრად უფრო ადრე, (არსებული ინფორმაციის თანახმად, ჩინელებმა კომპასი ძვ. წ. აღრ. II ს. შექმნეს), ვიდრე ჩინეთში ორიენტირებისთვის განკუთვნილი ხელსაწყო გამოჩნდებოდა, ოლმეკებს «მსუქნები» «ჰქონდათ». ეს ძალიან მსუქანი ადამიანების ქვის ფიგურები იყო, დიდი ბურთისებური სხეულით და ასევე, დაბრტყელებული, ბურთისებური თავით.

ამ ფიგურების შექმნის ოფიციალური თარიღი, ძვ. წ. აღრ. 1500 – 500 წლებს შორის ვარირებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ფიგურები მიწაში იყო ჩამარხული, ამასთან ეტყობოდა, რომ სხვადასხვა ადგილებიდან იყო გადმოტანილი. ამ არტეფაქტების აღმოჩენა, სრულიად შემთხვევით, მიწის სამუშაოებისას მოხდა. შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ ფიგურების, კონკრეტულ ადგილებში განთავსებას, თავისი მიზეზი ჰქონდა...


image


ქვა, რომლისგანაც ისინი შექმნეს — ბუნებრივი მაგნიტია და, როგორც ნებისმიერ მაგნიტს, მას შეუძლია, რკინის შემცველი ნებისმიერი ნივთი მიიზიდოს ან განიზიდოს.

მაგრნტური «მსუქნები» გამოკვეთილია მაგნეტიტიტისგან, რომელიც რკინის მადნის ერთ–ერთი სახეობაა. მაგრამ, მაგნეტიტის ქვების მხოლოდ მცირე პროცენტია მაგნიტი. გეოლოგებს ბოლომდე არ ესმით, თუ როგორ მოხდა ამ ქვების დამაგნიტება. მეცნიერებმა მხოლოდ ის გაარკვიეს, რომ ამ ფიგურების მაგნიტური ძალა, გაცილებით ძლიერია, ვიდრე დედამიწის მაგნიტური ველი — როდესაც ფიგურას კომპასს უახლოებდნენ, მისი ისარი მიმართულებას მკვეთრად იცვლიდა და ჩრდილოეთის ნაცვლად ქვის მიმართულებას აჩვენებდა.

imageახლა ის არის გასარკვევი, თუ რა მიმართულებას აჩვენებდა თითოეული ქანდაკება, ვიდრე მისი ადგილიდან წამოღება და ჩამარხვა მოხდებოდა? რადგან მხოლოდ მას, ვისაც «ჰემატიტის კომპასი» ჰქონდა, იცოდა, თუ როგორ უნდა მისულიყო ერთი «მსუქნისგან» — მეორემდე და ასე, საიდუმლო გზის ბოლომდე.

მაგრამ, სად მიჰყავდა ადამიანი ამ უჩინარ მაგნიტურ მაჩვენებელს, ვიდრე ისინი მათთვის განკუთვნილ ადგილზე იდგნენ? არსებობს ვარაუდი, რომ ოლმეკების ცივილიზაცია ატლანტების ცივილიზაციის ნაწილი იყო, რომელმაც მომხდარი კატასტროფის და კუნძულის ჩაძირვის შემდეგ, თავშესაფარი სამხ. ამერიკაში იპოვა. ეს მაგნიტები კი, მათი ჩაძირული სამშობლოს — ატლანტიდის ადგილმდებარეობაზე მიუთითებდნენ... და შესაძლოა, სწორედ ამიტომ, ოლმეკების უმაღლესმა ქურუმებმა, მათი შეგროვების და მიწაში ჩამარხვის ბრძანება გასცეს.

ხოლო ის, რომ მათ ფიგურები არ გაანადგურეს და უბრალოდ ჩამარხეს, იმაზე მეტყველებს, რომ სადღაც არსებობს «რუკა», რომელზეც ნაჩვენებია ამ მაგნიტური მაჩვენებლები განთავსების ადგილები და საჭიროების შემთხვევაში, ქანდაკებებს ისევ ადგილზე დააბრუნებდნენ და ატლანტიდამდე მისასვლელ გზასაც იპოვიდნენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 12 მტკიცებულება, რომ მილიონობით წლის წინ, მსოფლიო ბევრად მკაცრი და სასტიკი იყო

* საჭირო მომენტში გადაღებული 50 ფოტო

* რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის?

* 10 უმნიშვნელოვანესი გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

* 10 ლოგიკური გამოცანა, ხრიკებით (პასუხები აქვს)

* მარილი კბილის პასტის ნაცვლად! (პირის ღრუს გასუფთავების ყველაზე უსაფრთხო და იაფიანი საშუალება)

* ველური ბუნება უჩვეულო რაკურსით (20 ფოტო)



0
354
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0