x
მეტი
  • 27.10.2021
  • სტატია:115287
  • ვიდეო:354182
  • სურათი:489068
მე -20 საუკუნის 30 საბედისწერო ლამაზმანი, რომელზეც ყველა კაცი გიჟდებოდა

image


მე -11 საუკუნის დასაწყისში და მე - 20 საუკუნის ბოლოს, მსოფლიოში შემოქმედების თვალსაზრისით ნამდვილი "ბუმი" გაჩაღდა, დიდი სცენა და გადასაღები მოედნები ახალგაზრდა ტალანტებმა წალეკეს, რომლებიც მხოლოდ იმაზე ოცნებობდნენ რომ ვინმეს შეემჩნიათ. ბევრი მათგანი მართლაც საკმაოდ პოპულარული გახდა და კინოკარიერას დღემდე წარმატებითაც აგრძელებს, ხოლო აი, ზოგიერთი მათგანის სახელი უკვე ლეგენდად იქცა. ქალები, რომლებიც იმ პერიოდის სექს - სიმბოლოებად ითვლებოდნენ, თავიანთი სოცარი გარეგნობისა და მომხიბვლელობის წყალობით მამაკაცებს თავს აკარგვინებდნენ, რასაც ზოგიერთი მათგანი დღესაც საკმაოდ წარმატებით აგრძელებს.





სოფი ლორენი


image


თეატრისა და კინოს ლეგენდარულმა მსახიობმა ყველა პრესტიჟული კინოფესტივალის ჯილდო მოიპოვა, მათ შორის საპატიო ამერიკული - "ოსკარიც". სოფი ლორენი ცოლად ცნობილ კინოპროდიუსერს კარლო პონტის გაჰყვა, რომელმაც მსახიობის გულისთვის ცოლიც კი მიატოვა.






ბრიჯიტ ბარდო


image


ფრანგი მსახიობი ცნობილი 1956 წელს რეჟისორ როჟე ვადიმის ფილმში "და ღმერთმა შექმნა ქალი" შესრულებული ჯულიეტ ჰარდის როლის წყალობით გახდა. ლეგენდარულ არტისტს ყველაზე ცნობილი რომანი - სერჟ გინსბურგთან ჰქონდა, რომლის მიხედვით ფილმი "გინსბურგი" გადაიღეს, სადაც ბრიჯიტის როლი ლეტიცია კასტამ შეასრულა.






მერლინ მონრო


image



ჰოლივუდის სექს - სიმბოლოდ აღიარებული მსახიობი სრულიად ახალგაზრდა, 36 წლის ასაკში საკუთარ სახლში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მის ანგარიშზე ათობით წარმატებული ჰოლივუდური ფილმია, თუმცა მერლინის სახელი არა მხოლოდ კინოსთან იყო დაკავშირებული: ჭორების თანახმად გასული საუკუნის ყველაზე გავლელიან მსახიობს, მოდელსა და მომღერალს რომანი თავად პრეზიდენტ ჯონ კენედისთან ჰქონდა.






ბეტი ბროსმერი


image


40-50-იანი წლების პირველი ლამაზმანი, გარეკანების ვარსკვლავი და პინ-აპ გოგონების პროტოტიპი. 50-იანი წლების ცნობილმა პინ-აპ მოდელმა კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო და 50 – ზე მეტი სილამაზის კონკურსის გამარჯვებულიც გახდა, გოგონა 300 – ზე მეტი გარეკანისთვის და ასზე მეტი კალენდრისთვის პოზირებდა, მთელი ქვეყანა აჭრელებული იყო მისი გამოსახულებიანი ბილბორდებით და ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელადაც ითვლებოდა. როგორც კი ბეტი 16 წლის შესრულდა, ყველაზე პრესტიჟული ტიტულები ისეთები როგორებიც იყო - "მის ტელევიზია", "მის ჯონს ბიჩი", "მის ფიგურა" და "მის ცისფერი თვალები", კალიფორნიელმა მოდელმა ერთმანეთის მიყოლებით, ყველა მაგნიტივით მიიზიდა: 1955 წლის შემდეგ მერლინ მონრო კომერციულ ფენომენად იქცა. 1948 წლიდან მთელი 50 -იანი წლების განმავლობაში ბეტი ქალის სილამაზის ეტალონად ითვლებოდა. სწორედ ის იქცა მთავარ გმირად პინ-აპის განვითარებაში, რომელმაც მხიარული გოგონას იმიჯი წარმატებით მოირგო. მისმა გრძელვადიანმა წარმატებამ მაყურებელი მერლინ მონროს ვარსკვლავური სტარტისთვის შეამზადა.






ელიზაბეტ ტეილორი



image


კინოვარსკვლავი 2011 წელს გარდაიცვალა. ელიზაბეტ ტეილორი პირველი მსახიობი იყო, რომელმაც ფილმში მონაწილეობისთვის ჰონორარის სახით მილიონი დოლარი მიიღო. ის ხუთჯერ იყო გათხოვილი (სხვათაშორის, რიჩარდ ბარტონზე მსახიობი ორჯერ გახლდათ დაქორწინებული).






ვივიენ ლი


image


ორი "ოსკარის" მფლობელი მსახიობი 1967 წელს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვივიენის ცხოვრებაში მხოლოდ ორი მამაკაცი არსებობდა: პირველი ქმარი ჰერბერტ ლი ჰოლმანი და ლოურენს ოლივიე, რომელთანაც ქორწინებამ 20 წელს გასტანა.





ჯეინ რასელი


image


მსახიობი 2011 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. პირველმა ფილმმა რასელის მონაწილეობით მისი ზედმეტად თამამი დეკოლტის გამო დღის სინათლე ძლივს იხილა. მსახიობი სულ სამჯერ იყო დაქორწინებული.





მიშელ მერსიე


image


ყველა გულმოდგინედ ადევნებდა თვალს ფილმ "ანჟელიკას" სერიებს მომხიბლავი მიშელ მერსიეს მონაწილეობით. მსახიობი ოთხჯერ იყო გათხოვილი (ორჯერ - არაოფიციალურად) ფრანგული კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავს შვილები არ ჰყოლია.





სილვა კოშინა


image


იტალიელი მსახიობი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. სილვა კოშინა კარიერის დასაწყისში ძირითადად, სექსუალურ გმირებს, მოგვიანებით კი - ასაკში შესულ ლამაზმანებს, ბარონესებსა და გრაფინიებს ასახიერებდა. 60 - იანი წლების ბოლოს ის ცოლად გაჰყვა ცნობილ პროდიუსერს რაიმონდო კასტელის.





სილვია კრისტელი


image


ცნობილი ნიდერლანდელი კინომსახიობი და მოდელი სიმსივნით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ მან განასახიერა ეროტიკულ ფილმში "ემანუელა" ამავე სახელწოდების გმირის ყველასთვის ნაცნობი სახე. სილვია კრისტელი საფრანგეთის პრეზიდენტის ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის საყვარელი იყო.




ჯოან კროუფორდი


image


ჰოლივუდის ოქროს ხანის ბრწყინვალე წარმომადგენელი, ამერიკული მუნჯი და ხმოვანი კინოს ნამდვილი ვარსკვლავი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ისტორიაში ერთ - ერთ უდიდეს არტისტად აღიარებული მსახიობი "ოსკარის" ლაურეატიც გახლდათ. ჯოანი 4 ჯერ იყო გათხოვილი, მათ შორის მუნჯი კინოს პერიოდის ვარსკვლავ - დუგლას ფერბენკსზე.





მარლენ დიტრიხი


image


ცნობილი გერმანელი მსახიობი და მომღერალი მარლენ დიტრიხი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული კინოვარსკვლავი გათხოვილი რუდოლფ ზიბერზე იყო, რასაც მისთვის ხელი არ შეუშლია პარალელურად სასიყვარულო ურთიერთობაში რემარკთან და ჟან გაბენთან ყოფილიყო.





ჯინა ლოლობრიჯიდა


image


ლეგენდარულმა იტალიელმა მსახიობმა, 50-იანი წლების სექს სიმბოლომ ჯინა ლოლობრიჯიდამ ფილმებში - "ფან-ფან ტულპანი" და "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" მთავარი როლები შეასრულა. 19 წლის განმავლობაში ის დაქორწინებული ექიმ მილკო სკოფიჩეზე იყო.





ავა გარდნერი


image


ამერიკელი მსახიობი, რომელიც შეყვანილია "American Film Institute"-ის ყველა დროის საუკეთესო ვარსკვლავების სიაში 67 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა. "ოსკარის" სამგზის ნომინანტი გათხოვილი სულ სამჯერ გახლდათ: კინოვარსკვლავ მიკი რუნიზე, არტი შოუსა და ფრენკ სინატრაზე. ავა სკანდალურ ურთიერთობაში იმყოფებოდა ასევე მილიონერ ჰოვარდ ჰიუზთანაც.





ბეტი დევისი


image


ორი კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი ამერიკელი კინო- ტელე- და თეატრის ვარსკვლავი ბეტი დევისი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის "ოსკარზე" არც მეტი, არც ნაკლები 10 -ჯერ იყო ნომინირებული. ბეტი ჰოლივუდის ისტორიაში უდიდესი მსახიობების სიაში რიგით მეორე, საპატიო ადგილს იკავებს. მსახიობი ქორწინებაში სულ 4 - ჯერ იმყოფებოდა.





ელიზაბეტ ჰარლი


image


ახალგაზრდობაში მსახიობი და მოდელი მამაკაცთა ჟურნალების არაერთ გვერდს ამშვენებდა. 2011 წელს მას სერიალში "ჭორიკანა" - ახალგაზრდა ჩეის კროუფორდის საყვარლის როლი ერგო.





პენელოპა კრუზი


image


ეს ვნებიანი ესპანელი ქალბატონი ისეთ ცნობილ რეჟისორებთან თანამშრომლობდა როგორებიც არიან - ვუდი ალენი, რობ მარშალი და პედრო ალმოდოვარი. სამი წლის განმავლობაში მსოფლიო გაფაციცებით ადევნებდა თვალს ტომ კრუზთან მის მგზნებარე რომანს, შემდეგ კი უკვე პენელოპა მეთიუ მაკკონაჰის მკლავებში აღმოჩნდა, თუმცა 2010 წელს ლამაზმანმა საკუთარი ბედი საბოლოოდ, ხავიერ ბარდემს დაუკავშირა.





სალმა ჰაიეკი


image


მექსიკელი კინომსახიობი ფილმებში ძირითადად, ძლიერ და ძალაუფლებისმოყვარე - სექსუალური ქალების როლებს ასრულებს. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია - "თავზეხელაღებული", "მზის ჩასვლიდან განთიადამდე" (სწორედ იქ ცეკვავს ის გველთან ერთად), "ფრიდა". მსახიობი მილიარდერ ფრანსუა ანრი - პინოსთან ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება, რომელთან ერთადაც ქალიშვილს ვალენტინას ზრდის.





ჯენიფერ ლოპესი


image


ჯენიფერი - "ოქროს გლობუსისა" და "ყველაზე ლამაზი უკანალის" ტიტულის მფლობელია. პუერტორიკოელი ლამაზმანი კინოშიც ისეთივე პოპულარულია, როგორც მუსიკაში.





ნაომი კემპბელი


image


ნაომი - პირველი ფერადკანიანი მოდელი გახლავთ, რომელიც ფრანგული და ინგლისური "Vogue"- ის გარეკანზე გამოჩნდა. პოდიუმის "დედოფალი" და "შავ პანტერად" წოდებული ნაომი კემპბელი 19 წლის ასაკში ცნობილ ვარსკვლავს რობერტ დე ნიროს ხვდებოდა - მსახიობი, რომელიც მოდელზე მთელი 27 წლით იყო უფროსი, მაიკ ტაისონზე უფრო მარდი აღმოჩნდა, რომელიც გოგონაზე გარკვეულ იმედებს ამყარებდა.






მონიკა ბელუჩი


image


საბოლოოდ, მთელი სამყარო მონიკა ბელუჩის ფეხებთან ფილმ "მალენას" შემდეგ აღმოჩნდა, სადაც მას სექსუალური დივას როლი ერგო. იტალიური კინოს მშვენება მონიკა ბელუჩი ცნობილ ფრანგ მსახიობ ვინსენტ კასელზე იყო გათხოვილი: თუმცა განქორწინების შემდეგაც კი, ისინი მსოფლიოში ერთ - ერთ ულამაზესს წყვილად ითვლებიან.







სინდი კროუფორდი


image


სინდი კროუფორდი იყო პირველი სუპერმოდელი, რომელიც ჟურნალ "Playboy"- სთვის გაშიშვლდა. მის ანგარიშზე - 600 -ზე მეტი ჟურნალის გარეკანია. 90-იანების ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილი მოდელი დღეს უკვე მისმა მშვენიერმა ქალიშვილმა კაია გერბერმა ჩაანაცვლა.





შერონ სტოუნი


image


მსახიობის ყველაზე ცნობილი როლი პოლ ვერჰოვენის "ძირითად ინსტინქტში" (და მისი ყველაზე ცნობილი სცენა) შესრულებული კეტრინ ტრამელის სახეა. მარტინ სკორსეზეს ფილმში "კაზინო" ვარსკვლავმა "ოქროს გლობუსი" და "ოსკარის" ნომინაცია მიიღო.




ლინდა ევანგელისტა


image


ლინდა გახლავთ პირველი მოდელი, რომელსაც ღონისძიებებზე დასასწრებად საკმაოდ სერიოზულ ჰონორარებს სთავაზობდნენ. 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სუპერმოდელი გარკვეული პერიოდი მილიარდერს ფრანსუა - ანრი პინოს (სალმა ჰაიეკის ახლანდელი მეუღლე) ხვდებოდა, რომელმაც ის მას შემდეგ მიატოვა, რაც ლინდას ორსულობის შესახებ შეიტყო.




მადონა


image


მადონა ლუიზა ჩიკონე ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რამდენიმე ათეული მუსიკალური ჯილდო მოიპოვა, მათ შორის პრესტიჟული "გრემიც". მომღერლის ყველაზე ცნობილი მამაკაცები იყვნენ: შონ პენი, გაი რიჩი და ჯონ კენედი უმცროსი.



პამელა ანდერსონი


image


მსოფლიომ მის შესახებ სერიალ "მაშველების" შემდეგ შეიტყო. ასე გახდა ლოს-ანჯელესის სანაპიროს მაშველის წითელი საცურაო კოსტიუმი - საფირმო. სამწუხაროდ, მსახიობის ოთხივე ქორწინება მისთვის საკმაოდ უიღბლო აღმოჩნდა.




ქეით მოსი

image


მოდელი ტაბლოიდური ჟურნალების გვერდებიდან დღემდე არ ჩამოდის და მილიონიან კონტრაქტებს კვლავაც წარმატებით აწერს ხელს. ბრიტანელ მოდელს რომანი დანიელ კრეიგთანაც ჰქონდა, თუმცა დღესდღეობით, ის ურთიერთობაში გერმანელ არისტოკრატ ნიკოლაი ფონ ბისმარკთან იმყოფება.


ჯია კარანჯი


image


მსოფლიოში ერთ - ერთი პირველი სუპერმოდელი ჯია კარანჯი შიდსით, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. რიჩარდ ავედონისა და მარკო გლავიანოს გაცნობა გოგონას კარიერის დასაწყისად იქცა. ჯიას საკმაოდ ხშირად ნახავდით ცნობილი ჟურნალების "Vogue" - ისა და "Cosmopolitan" -ის გარეკანებზე. მოდელმა მაღალი მოდის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. ის იყო ერთ-ერთი პირველი შავგვრემანი მოდელი, რომელიც მოდური ჟურნალების ყდებზე გამოჩნდა. პრესამ სინდი კროუფორდს, მასთან საოცარი მსგავსების გამო, ზედმეტსახელად "Baby Gia" -ც კი შეარქვა. ჯია კარანჯის ისტორია საფუძვლად დაედო ბიოგრაფიულ ფილმს "ჯია", რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს.



სვეტლანა სვეტლიჩნაია


image


საბჭოთა კინოს მსახიობი სვეტლანა სვეტლიჩნაია საქვეყნოდ ცნობილი გაიდაის ფილმმა "ბრილიანტის ხელმა" აქცია. არაერთი ჭორი დადიოდა იმის შესახებ თუ როგორ ღალატობდა ის საკუთარ მეუღლეს ვლადიმერ ივაშოვს, თუმცა მიუხედავად ამისა, წყვილის ქორწინებამ 30 წელზე მეტხანს გასტანა..



მარინა ვლადი


image


მომღერალმა და მსახიობმა მარინა ვლადიმ ფილმ "ფუტკრების დედოფალში" შესრულებული როლისთვის კანის კინოფესტივალის ჯილდო - საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიიღო. მარინა ვლადი 4 - ჯერ იყო გათხოვილი. ის ვლადიმერ ვისოცკის ბოლო მეუღლე გახლდათ.











0
1348
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1348