x
image
ტორნადო07
დიდი ცისფერი ხვრელი (Great Blue Hole)

imageდიდი ცისფერი ხვრელი ეს არის ერთ-ერთი გეოლოგიური საოცრება, რომელიც მდებარეობს იუკატანის ნახევარ-კუნძულთან (სახელმწიფო ბელიზის ახლოს). მშვენიერი ადგილია დაივინგისთვის, აქ ხომ უამრავი ცოცხალი ორგანიზმია. დიდი ცისფერი ხვრელი ოდესღაც ჩვეულებრივი გამოქვაბული, ან გამოქვაბულთა სისტემა იყო, რომელიც შეიქმნა უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის დროს. ზღვის დონე იმ დროს საკმაოდ დაბალი იყო, როდესაც ზღვის დონემ აიწია, მღვიმის თაღი ჩაინგრა და წარმოიწმნა კარსტული ჭავლი. მსგავსი ჭავლები საკმაოდ ხშირად გვხვდება ბელიზის სანაპიროსთან. ასე წარმოიწმნა 124 მეტრი სიღრმის და 300 მეტრი სიფართის იდეალურად მრგვალი ხვრელი. imageimageხვრელი იდეალური ადგილია დაივერებისათვის, რომელიც შეტანილია დაივინგისთვის 10 საუკეთესო ადგილს შორის. აქ შესაძლებელია კატერით, ან ძრავიანი ნავით მოხვდეთ ბელიზის დედაქალაქიდან (მანძილი 96 კილომეტრია). ეს ადგილი იზიდავს თავგადასავლების მაძიებლებს, რომლებიც აქ უზარმაზარი სტალაქტიტების და სტალაგმიტების სანახავად მოდიან. დაახლოებით 70 მეტრის სიღრმეზე არის შესასვლელი წყლით სავსე გამოქვაბლთა სისტემაში, რომლებიც ერთმანეთს უამრავი გასასვლელით უერთდება. ერთ-ერთ გამოქვაბულში იპოვეს 3 ადამიანის ჩონჩხი, რომლებიც სავარაუდოდ დაკარგული დაივერები უნდა იყვნენ, რომლებმაც გასასვლელს ვერ მიაგნეს.

2
672
7-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
672
  
2012, 11 სექტემბერი, 1:03
++++++++++
2012, 11 სექტემბერი, 0:38
++
0 1 2