x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თვითმხილველმა მომწერა, რა მოხდა სინამდვილეში წინანდალში ..." - ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე კახეთში, სოფელ წინანდალში მომხდარ საშინელი მკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ერთ - ერთი თვითმხილველის მონაყოლს ასაჯარობეს, რომელსც ასევე თქვენც უცვლელად გთავაზოთ: "რა მოხდა სინამდვილეში წინანდალში:(თვითმხილველმა მომწერა) კენჭოშვილები ბიძაშვილები არიან, რომლებიც სამუშაოდ იყვნენ ჩასულები კახეთში. მკვლელობის წინა დღეს "პრარაბთან" მოხდა შელაპარაკება რომელსაც ნიკა კენჭოშვილიც ესწრებოდა მეორე დღეს ბიჭები დაიბარეს შესარიგებლად ესენიც წავიდნენ, იქ მისულებს დახვდნენ ზვიადაურები და კუნთმაგარი ბიჭები -პრარაბი ამათ თვალწინ ისე ცემეს, გატეხილი ნეკნი ჩანდა, მერე ავტომატიდან დაიწყეს სროლა ზვიადი იქ იდგა და ხმას არ იღებდა, ამ ბიჭებიდან ერთ ერთმა ავტომატზე ხელი წაავლო, ტყვია ნიკას ფეხებში მოხვდა დაჩოქილი მანქანისკენ წავიდა ახდილ კაპოტს ამოეფარა და დაიწყო სროლა ცოცხალაშვილის მიმართულებით ეს იარაღი მერე ზვიადის ძმამ აიღო, ეს იმდენად სწრაფად ხდებოდა ყველაფერი როგორც ეს ბიჭები ამბობენ გააზრებას ვერ ასწრებდნენ, ნიკას რომ იარაღი არ ქონოდა ყველას დაგვხოცავდნენო როცა დაინახა ზურამ რომ მის ძმას ტყვია მოხვდა მაშინვე ესროლა ნიკას და ყველაფერი გაჩერდა !ბიჭებმა ნიკა მანქანაში ჩასვეს და გზაც არ იცოდნენ, რომ ადგილობრივი არ გაყოლოდათ სავადმყოფომდე ! ახლა გმირი გამოყავთ ზურა, არიქა ძმა მოუკლეს და რა უნდა ექნაო რატომ მიიყვანა საქმე აქამდე ამ წიწილივით ბავშვებთან კუნთმაგარი ბიჭები რომ მიიყვანა იარაღი რად უნდოდათ ან რატომ უნდა ეცემათ?! ჰოდა, მორჩით ახლა ზვიადაურის გამართლებას! ჩემპიონობა დივიდენდი არაა !!!! დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს!" - წერს გაზეთ "ქრონიკა +" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე. შეგახსენებთ, რომ წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.














0
1279
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1279