x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
XVIII საუკუნის გასაოცარი ცხვირის პროთეზი, რომელიც 28 წლის ჰოლანდიელს თავისთვის დაუმზადებია

image


ამსტერდამის ცნობილი ვროლიკის მუზეუმის ერთ-ერთი საინტერესო ექსპონატია ცხვირის პროთეზი, რომელიც დამზადებულია XVIII საუკუნეში, უცნობი ჰოლანდიელის მიერ.


image


ამ პროთეზის ისტორია და მისი შემქმნელი ადამიანის ისტორია საზარელიცაა და საოცარიც. სამწუხაროდ, ამ ადამიანის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. იგი ამსტერდამში XVIII საუკუნეში ცხოვრობდა. 28 წლის იყო, როცა ცხვირი დაკარგა რომელიღაც "ნამდვილად არასასიამოვნო მოვლენის" შედეგად. უნდა ვივარაუდოდ, რომ საუბარია სიფილისზე, რომელიც იმ დროის ნამდვილი სტიქიური უბედურება იყო, განსაკუთრებით ზღვისპირა ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად ჰოლანდია.


image


პრინციპში მას ცხვირი შეეძლო დაეკარგა უბედური შემთხვევის გამო ან ჩხუბში, ისე, როგორც დანიელმა ასტრონომმა, ტიხო ბრაგემ. ბრაგე დუელში დაშავდა და იძულებული იყო სპილენძის ცხვირი ეტარებინა მთელი ცხოვრება.


image

დანიელი ასტრონომი ტოხო ბრაგე და მისი ლეგენდარული ცხვირი

თუმცა ცნობილია, რომ ამ ექსპონატის შემქმნელი არა მარტო ცხვირს დაემშვიდობა, არამედ ცხვირის ხრტილებსაც თავის ქალის შიგნით. მის სახეზე ცხვირის ადგილზე დარჩენილი ღრმულისთვის, რომ შეგეხედათ, დაინახავდით, თუ რა ხდებოდა პირის ღრუში. მუზეუმის არტეფაქტის აღწერილობიდან ცნობილია, რომ ამ საწყალს უყვარდა ასეთი ტრიუკის გაკეთება: იგი ჯერ სასიდან გამოყოფდა ენას და შემდეგ ცხვირის ღრმულიდან. ეს ნამდვილად საზარელი სანახაობა იქნებოდა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ XVIII საუკუნეში, ევროპაში ჯერ არ იყო განვითარებული პროთეზირების ხელოვნება, ქირურგები ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამდნენ. ამიტომ მამაკაცს, რომელმაც ცხვირი დაკარგა და თვითნებურად, დამოუკიდებლად მოუწია პროთეზის დამზადება, სასწაული გამომგონებლობა გამოუჩენია. მიაქციეთ ყურადღება ღრუბელს, რომელიც "კომპლექტშია", ღრუბლით ალბათ ჯერ სასის ხვრელს ფარავდა, ხოლო შემდეგ ცხვირს ირგებდა.



image

პროთეზი არა მხოლოდ ეხმარებოდა ამ ადამიანს იმაში, რომ მას ესთეტიური გარეგნობა ჰქონოდა, მის გარეშე ნორმალურად არც კვება, არც დალევა შეეძლო. როგორც ჩანს, ცხვირი მუზეუმს, ამ ჰოლანდიელის ნათესავებმა გადასცეს მისი სიკვდილის შემდეგ. მათ ამჯობინეს ანონიმურად დარჩენილიყვნენ, ამით აიხსნება, რატომ არ ვიცით ამ ადამიანის ვინაობა.





იქნებ დაგაინტერესოთ:





როგორ ააძრეს ინდიელებმა სკალპი ინგლისელს და რა მოხდა შემდეგ

image


პლასტიკური ქირურგიის პირველი პაციენტები

image


ადამიანის სხეულის რომელ ნაწილს შეუძლია რეგენერაცია (თვითაღდგენა)

image


ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით

image


მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image


ჯინი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში თოვლში იყო ჩაფლული, გაიყინა, მაგრამ ექიმების გასაოცრად გადარჩა

image


ქალი 29 წელი ატარებდა ტვინში 2 ცალ საკერავ ნემსს, რომელიც სავარაუდოდ იქ ჩვილობის ასაკში მოხვდა

image


აი, რატომ ირგებენ დიდი ზომის ფეხსაცმელებს ცნობილი სახეები

image


იმპოტენციასთან ბრძოლის ყველაზე უარესი მეთოდები წარსულში

image










0
183
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0