x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ფუი, შეგირცხვათ ნამუსიც და თქვენი ბიზნესიც!!!" - ნახეთ, ვის მიმართავს თამარ ივერი

image


ცნობილი საოპერო მომღერალი, თამარ ივერი სოციალურ ქსელში ზოომაღაზიების მეპატრონეებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს და მათ მერკანტილიზმში ადანაშაულებს. ქართველი სოპრანოს თქმით, ქალაქში ზოომაღაზიების მეპატრონეების ნაწილს ცხოველები უბრალოდ ეზიზღებათ, თუმცა მათ ხარჯზე ბიზნესის კეთება და ხელის მოთბობა სურთ. თამარ ივერი საკუთარ ფეისბუქპოსტში ასევე იმასაც წერს, რომ მისი ფეხი მსგავსს ზოომაღაზიებში აღარასდროს იქნება და ცხოველების მოყვარულებსაც მათი ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს: "შეგრძნება მაქვს რომ ქალაქში ზოომაღაზიების მეპატრონეებს (ყველას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა) მხოლოდ ფუმფულა და პატრონიანი ცხოველების ხარჯზე ბიზნესი და ხელის მოთბობა სურთ და თავად ცხოველები….არც მეტი და არც ნაკლები….ეზიზღებათ!!! რამდენი ზოომაღაზიის წარმომადგენლებს მეგობრულად არ ვურჩიე ამ პაპანაქებაში, მათი ვითომ ცხოველებისადმი ზრუნვის და ჰუმანურობის გამოსახატავად, საკვებს რომ თავი დავანებოთ…ელემენტარულად წყალი მაინც დაედოთ…. იმდენჯერ დაიწყეს თავის მართლებები: “უიმე, მერე მოგროვდებიან”, “ოოჰ, მერე მიეჩვევიან” “უი, რას ამბობთ, მერე თავიდან ვეღარ მოვიშორებთ” ….. ….და ა.შ ტიპიური ცხოველთმოძულეთა არგუმენტები!! ფუი, შეგირცხვათ ნამუსიც და თქვენი ბიზნესიც!!!! ამდენი გაუბედურებული ძაღლი დადის, მათი მოდგმის ხარჯზე, მათი პატრონებისგან შოულობთ პურის ფულს…. ადექი რა შე მამაცხონებულო, თვეში ერთხელ, ქალაქში ყველაზე იაფფასიანი “ჩაპი”ს ერთი ტომარა მაინც იყიდე რომ ამ უბედურებს დაუდო და ამით საკუთარი მაღაზიის იმიჯი მაღლა ასწიო!!!! თუ მაინცდამაინც მარტო 15დან 20₾არამდე უნდა ახდევინო კილოში მათნაირების ფულიან პატრონებს? თქვენი არ ვიცი მაგრამ ის ზოომაღაზიები რომლებიც მიუსაფარი ცხოველებისათვის საქველმოქმედოდ არ ზრუნავენ, არანაირად არ იმსახურებენ ჩემს პატივისცემას! უფრო მეტიც, ისინი ჩვეულებრივი ზოოქორვაჭრები არიან!! მათთან ჩემი ფეხი არ იდგმება და ამასვე მოვუწოდებ ყველა ცხოველთამოყვარულს!! მათ არ უყვართ ცხოველები, მათ უყვართ მხოლოდ ფული და ნუ შეხვალთ მათ მაღაზიაში და ნუ გაამდიდრებთ მათ!! კი ბატონო, თუ ხალხს დაანახვებენ რომ ცხოველები რეალურად უყვართ და არა მარტო ოთხფეხების ხარჯზე გამდიდრება იზიდავთ, კეთილი ინებონ და დანერგონ ტრადიცია: პირველ რიგში, დაუდონ საკვები და წყალი ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს და მერე აკეთონ მათი საკვებით ბიზნესი!! პ.ს.აი, მაგალითი: ჩემი მეგობარს Inga Lefsaia - ს საერთოდ სხვა პროფილის მაღაზია, სილამაზის სალონი აქვს, მაგრამ ცხოველების სიყვარულის გამო, ყოველდღე უდებს სალონის წინ საკვებს და წყალს ამ საბრალოებს.გადაიღონ ასეთი ადამიანებისგან მაგალითი ამ ზოოქორვაჭრებმა!!"- წერს ქართველი სოპრანო, თამარ ივერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და რამდენიმე ფოტოს აზიარებს, რომელსაც თქვენც გთავაზობთ.


imageimageimageimage








0
313
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
313