x
image
alex999
გამოვლინდა მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების შვიდეული

მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ერთობლივი ანგარიშის თანახმად, გამოვლინდა მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების შვიდეული. წარმოგიდგენთ ამ ქვეყნებს:


image






კომორის კუნძულები


ვულკანური კუნძულები ინდოეთის ოკეანეში, მოზამბიკის არხის ჩრდილოეთით მდებარეობას. კომორის კუნძულები თავის ბუნებით ხილულ სამოთხეს ჰაგვს, თუმცა ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ ცუდია. 1974 წელს საფრანგეთისგან მიღებული დამოუკიდებლობის შემდეგ, კომორებმა ეკონომიკური შვება ვერ იგრძნეს. მოსახლეობის უმეტესობა გარედან შემოსულ შემოსავალზეა დამოკიდებული, ქვეყნის მოსახლეობის 30% ემიგრაციაში იმყოფება. დღეს-დღეობით ქვეყნის ნახევარს ელექტრო ენერგია სრულად ვერ მიეწოდება.


image







სამხრეთ სუდანი


სამხრეთ სუდანი არის ერთ -ერთი ყველაზე ახლად ჩამოყალიბებული ქვეყანა. 2011 წლის იანვრის რეფერენდუმის შემდეგ, 2011 წლის 9 ივლისს სუდანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო რთული ეკონომიკური პერიოდი. მთელი ქვეყანა შიმშილობდა, ქვეყნის 40% იყო ალფალტი, წყლის გარეშე ცხოვრებაც პრობლემებს უფრო ართულებდა. წინა წლებთან შედარებით სამხრეთ სუდანი უკეთ გამოიყურება, თუმცა მათი მთელი სიმდიდრე, რასაც ნავთობი წარმოადგენს ჩინეთის და აშშ-ს ხელშია.


image







კონგო


ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და ამავდროულად ყველაზე ღარიბი ქვეყანა. მალარია და ყვითელი ცხელების მსგავსი დაავადებების მხრივ ყველაზე საშიში ქვეყანაა მსოფლიოში.


image







ლიბერია


ლიბერია აფრიკის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ უნახავს კოლონიური მმართველობა და კონტინენტის უძველესი რესპუბლიკაა. პოლიტიკური სტაბილურობის მიუხედავად, 1980 წელს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რასაც ქვეყნის დაღმავლობა მოჰყვა. მას შემდეგ ლიბერია აფრიკის კონტინეტზე ერთ-ერთი ძლიერი ზეგავლენის მქონე ქვეყანა არ ყოფილა. ამ ყველაფერს მოჰყვა ორი სამოქალაქო ომი და საბოლოოდ ქვეყანა ეკონომიკურად მიწასთან გასწორდა. დღეს ლიბერიაში მოსახლეობის 35% შიმშილობს. ყოველწლიურად შიმშილისგან 300 000 ადამიანი კვდება.



image







ნიგერი


წლების განმავლობაში კოლონიზატორი ქვეყნების ჩრდილში მოქცეუ ნიგერში ნელ-ნელა ადაიანები ცივილიზებურ სამყაროს უახლოვდებიან, თუმცა ამისთვის ალბათ ჯერ კიდევ 100 წელია საჭირო, რათქმაუნდა თუ რაიმე განსაკუთრებული სასწაული არ მოხდა. ქვეყნის 98% მუსლიმები შეადგენენ, ხალხის უმეტესობა ბამბუკისგან დამზადებულ სახლებში ცხოვრობენ. ქვეყანაში შიმშილობაა, უწყლობაა და ელექტრო ენერგიის პრობლემაც ყოველთვის იყო...არის! ნიგერის ბუნებრივი წყაროებსაც ისევ საფრანგეთი იყენებს, რასაც ძალიან დაბალ ფასად ყიდულობს. ქვეყანაში გადასაადგილებლად ძირითადად ცხენს და ვირს იყენებენ....


image







ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა


თავისი მდიდარი მიწისქვეშა რესურსების მიუხედავად, ყოფილი საფრანგეთის კოლონია მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს შორისაა. ეს არის ქვეყანა, სადაც მსოფლიოში ყველაზე უბედური ხალხი ცხოვრობს, რომელიც ებრძვის კონფლიქტებს, სამოქალაქო ომებს, დიქტატორებსა და გადატრიალებებს 1960 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის დღიდან. თითოეულ ადამიანზე შემოსავალი ყოველწლიურად მხოლოდ 800 დოლარია, რაც ადამიანის უბრალოდ არსებობისთვისაც არ არის საკმარისი. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მსოფლიოს ყველაზე უბედური ქვეყანაა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ემიგრაციის პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 5, 5 % არის.



image







ბერუნდი


მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყანა ამჟამად ბერუნდია, რომელიც მდებარეობს ასევე აფრიკის კონტინენტზე. 11 მილიონიან ქვეყანაში თითოეული ადამიანის წლიური საშუალო შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ 275 დოლარია. 1962 წელს მიღებული დამოუკიდებლობის შემდეგ, ქვეყანაში კრიმინლმაც მოიმატა. გარდა მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნისა, ბერუნდი ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყანაცაა. რეგიონში ყოვეწლიურად 100 000 ადამიანი მკვლელობის მსხვერპლი ხდება.


image




























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



14 ძალიან საინტერესო ფაქტი აზიის კონტინენტის შესახებ, რომელიც შესაძლოა პირველად გაიგოთ!

image





18 საინტერესო და რთულად დასაჯერებელი რეალობა ოკეანეების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

image





მუჰამედ ბინ სალმანი - 10 რამ, რაც არაბეთის პრინცის შესახებ უნდა იცოდეთ!

image





15 მომაჯადოვებელი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გადახვიდეთ საცხოვრებლად სკანდინავიაში

image





5 ადგილი დედამიწაზე, რომელიც მეცნიერებს თავგზას ურევს!

image







0
936
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
936
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0