x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დაძალების უფლება არ მაქვს, მაგრამ უფლება მაქვს, გითხრა – მოგ….ია პატრონი!"- რას წერს ირინა სარიშვილი

image


ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი ვაქცინის უპირატესობებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას აცრის დაუყონებლივ გაკეთებისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანაში მზარდი კოვიდ - სტატისტიკის ფონზე თავადაც გადარჩნენ და გვერდში მყოფთა სიცოცხლეც იხსნან: "რატომ ვიცრები? იმიტომ რომ აცრა 10–ჯერ ამცირებს ჩემ დაინფიცირების შანსს; იმიტომ რომ დაინფიცირების შემთხვევაში გადავიტან იოლად და არ მოვკვდები; რატომ მინდა რომ შენც აიცრა? იმიტომ რომ შენი დაინფიცირების შანსიც 10-ჯერ შემცირდება და ეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გაზრდაა;ეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის სტატისტიკაა. ეს ციფრებია, რომელსაც ვერსად წაუხვალ: დაინფიცირებული აცრილების დაბალი პროცენტი და არცერთი ლეტალური შედეგი. გაიგებ რასაც ვამბობ? შენთვისაც კარგია და ჩემთვისაც. ვერ გაიგებ? აცრის დაძალების უფლება არ მაქვს, მაგრამ იმის უფლება კი მაქვს, გითხრა – მოგ….ია პატრონი!" – წერს პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.








0
728
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
728