სხვა 10 პროდუქტი, რომლებსაც დიეტოლოგის რაციონში ვერ შეხვდებით 2021, 17 აგვისტო, 11:46 იმისათვის, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოთ სხვადასხვა მკაცრი დიეტებით, დიეტოლოგები ყველას ჯანსაღად კვებას ურჩევენ. სპეციალისტები ქმნიან მისაღები საკვების და პროდუქტების მთელ ცხრილებს. ყველამ ვიცით, რომ ტკბილეული, ცომეული და სხვა ამგვარი “არაჯანსაღი" სავები ამ სიაში ვერ მოხვდება, თუმცა არის ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც რატომღაც ყველას “ჯანსაღი" და “დიეტური" გვგონია. ჯანსაღი ფერმენტირებული რძის პროდუქტები არ შეიძლება იყოს ტკბილი. იმისდა მიუხედავად, რომ კეფირი და იოგურტი ძალიან აუცილებელი საკვებია ორგანიზმისთვის, მაინც უმჯობესია მათი მიღება შაქრისა და ხილის დანამატების გარეშე. ტკბილი იოგურტი უფრო დესერტია, ვიდრე ფერმენტირებული რძის პროდუქტი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის.დიეტოლოგები გვირჩევენ თავი შეიკავოთ ფერმენტირებული რძის პროდუქტებისგან, რომლებიც სახამებლითაა გასქელებული ამის ნაცვლად, უმჯობესია დაამატოთ ნატურალურ იოგურტში ვანილის ექსტრაქტი და ახალი კენკრა. ჯანსაღი, ვიტამინებით მდიდარი და არომატული, ოხრახუში შეიძლება საზოანოც აღმოჩნდეს სხეულისთვის. გამოუცდელ დიასახლისებს შეუძლიათ ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს და ახლობლებს, ბოსტნეულზე მაიონეზის, არაჟნის ან კარაქის დამატებით. ოხრახუში ათავისუფლებს ნიტრიტებს, ასე რომ სიტყვასიტყვით ნახევარი საათის შემდეგ ბოსტნეულის სალათის მომზადების დაწყებიდან, ოხრახუში შხამად იქცევა. დიეტოლოგები გვირჩევენ ოხრახუშის დამატებას, სურვილისამებრ, ნებისმიერ კერძს სუფრაზე მიტანის წინ შეგიძლიათ დაუმატოთ ეს მწვანილი, ასე შეინარჩუნებს ეს სამკურნალო მცენარე თავის ყველა თვისებას. მრავალი განსხვავებული გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოდიფიცირებული სიმინდი უარყოფით გავლენას ახდენს ხმელეთის და წყლის ორგანიზმებზე. კულტივირების დროს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიმინდის მტვერი შეიცავს ძალიან მავნე შხამს, რის გამოც ზოგიერთ ქვეყანაში კანონით აკრძალული იყო მოდიფიცირებული სიმინდის გამოყენება. საქართველოში სიმინდის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით, ასე რომ, ჯობს მოერიდონ კონსერვირებულ სიმინდს და უბრალოდ მოხარშოთ ან გამოაცხოთ ის. ბრინჯის ვაფლები, ე. წ. “ხლებცები" ცხიმის დაბალი შემცველობის გამო ბევრ დიეტაში შედის. ათწლეულების წინ, პოპულარული ჟურნალები აქტიურად ურჩევდნენ პურის შეცვლას ამ ფირფიტებით. სამწუხაროდ, ამ ერთი შეხედვით ჯანსაღ ხრაშუნა ვაფლის აქვს ძალიან მაღალი გლიკემიური ინდექსი, ასე რომ თქვენ სწრაფად იგრძნობთ შიმშილს ჭამის შემდეგ. ეს არავითარ შემთხვევაში არ უწყობს ხელს ოცნების ფიგურის მიღებას, რადგან შედეგად, თქვენ ჭამთ ბევრად მეტ კალორიას, ვიდრე გჭირდებათ. 373 2-ს მოსწონს
|