სხვა "ვხედავ, ტერაქტს მოუწყობენ, იქნება კიდევ ერთი გახმაურებული სიკვდილი“ - ვისზე საუბრობს ლელა კაკულია 2021, 16 აგვისტო, 18:00 "ახალი სიტყვა: თვითონ რუსეთის პრეზიდენტი გამოაცხადებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოსია, თუმცა მომავალში ავტონომიებს აღარ ვხედავ" - წერს ცნობილი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში და საკუთარ წინასწარმეტყველებათა მცირედ შემოკლებულ ვარიანტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს, რომელსაც თქვენც უცვლელად გთავაზობთ: "ახალი სიტყვა: თვითონ რუსეთის პრეზიდენტი გამოაცხადებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოსია (ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 86)2016 წელი, 6 თებერვალიის ინფორმაციები, რომლებიც ახლა ტრიალებს ენერგორესურსებთან დაკავშირებით საქართველოში — განსაკუთრებით გაზთან — 90–იან წლებში მაქვს ნაწინასწარმეტყველებები, წიგნებსა და გაზეთებში დაფიქსირებული. და დღესაც ასე ვხედავ, რომ საქართველოში გაზი ნამდვილად არის, ასევე ნავთობიც, ოქროც — დიდი რაოდენობით. შავ ზღვაში არის ნივთიერებები, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად აქცევს ამერიკისთვისაც და სხვა ქვეყნებისთვისაც. ერთი პერიოდი თითქოს ამაზე ლაპარაკი შეწყდება. ეს იმიტომ რომ გამოკვლევებს ჩაატარებენ მაღალი დონის პროფესიონალები და კოსმოსი მაშინ გაამჟღავნებს ყოველივეს, როცა საჭირო დრო დადგება, რათა საქართველო რუსეთის სამიზნედ არ იქცეს. რა თქმა უნდა, ეს ენერგორესურსები საქართველოსთვის დაცვითი ფარია და მომავალში არც ამერიკას და არც ევროკავშირს კითხვები აღარ ექნებათ საქართველოს მიმართ. აი რატომ ხდება საქართველო ნეიტრალური ქვეყანა. ჩვენი მეზობელი რუსეთი, ვხედავ, უძლურია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე მოიმოქმედოს. მინდა გავიმეორო წინასწარმეტყველება, რომ ვიბრუნებთ აფხაზეთს! ვიბრუნებთ სამაჩაბლოს. თვითონ რუსეთის პრეზიდენტი გამოაცხადებს, რომ ეს ორი ავტონომია, ეს მიწები საქართველოსია. თუმცა მომავალში ავტონომიებს აღარ ვხედავ. ეს 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. მომავალში, ვხედავ, რუსეთს აწყობს საქართველო, როგორც ნეიტრალური ქვეყანა. თურქეთთან რუსეთის ურთიერთობა ვერ დარეგულირდება. დღევანდელი პრეზიდენტები — თურქეთისა და რუსეთისა — ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ. ის კი არა, თურქეთის პრეზიდენტს იქით მიჰყავს საქმე, რომ რუსეთს ჰააგის ტრიბუნალი გაუჩალიჩოს. უამრავ ბრალდებას წაუყენებს ახლო აღმოსავლეთში გატარებული პოლიტიკის გამო. თურქეთის პრეზიდენტს, ვხედავ, ტერაქტს მოუწყობენ. მართალია, ვერაფერს დააკლებენ, მაგრამ მშვენივრად კი გამოიყენებს რუსეთის პრეზიდენტისთვის დასაბრალებლად, რომ ეს მან მოუწყო ტერაქტი. ვხედავ, ჯერ ერთმანეთს ზღვარგადაუსვლელად ლანძღავენ, მერე კი ფიზიკურად დაუპირისპირდებიან. ფრთხილად! მათი ერთად ჯდომა დაუშვებელია. ისე, ორივე პრეზიდენტს სიფრთხილე მართებს, იმიტომ რომ, თუკი ჰაერში მიუწყეს ერთმანეთს ტერორები, არც ზღვაზე დააკლებენ. შავ ზღვაზე შეჯახებას ვხედავ, რასაც მალე ჩააქრობს ამერიკა, რათა ამ ყველაფერს ომის სახე არ მიეცეს, რაც მათ საერთოდ არ აწყობთ შავ ზღვაზე. ასე რომ, თურქეთ–რუსეთს შორის პოლიტიკური ომი კიდევ გაგრძელდება. რუსეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკა ემსახურება იმგვარი სირთულეების შექმნას, როგორებიცაა დაპირისპირება ევროპასთან და ამერიკასთან. თუმცა კარგად იცის კრემლმა, რომ ამერიკა არაფერს დაუთმობს. სანქციები გრძელდება და კვლავაც გაგრძელდება. ამერიკისა და ევროპის ჩანაფიქრი ერთია: პუტინის გადადგომა. ზუსტად ამას განაპირობებს სანქციები. ამერიკელებს აქვთ მთლიანი გეგმა, როგორი მთავრობა უნდა იყოს რუსეთში, ვინ უნდა მართავდეს ქვეყანას — პრეზიდენტი თუ პრემიერი, რომელიც მოვა სათავეში და გაანეიტრალებს ვითარებას. კანდიდატურაც კი ჰყავთ შერჩეული. ზუსტად ეს არის რუსეთის გადარჩენა დ ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოსიც. ვხედავ, მომავალში თურქეთის პრეზიდენტი ვადაზე ადრე გადადგება — ამას თვითონ თურქული პოლიტიკა მოითხოვს — მაგრამ ამით არაფერს წააგებს პრეზიდენტი. მომავალში რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები აღდგება, მაგრამ არა ისე, როგორიც იყო წარსულში. ვხედავ, თურქ მოსახლეობასაც უჭირს, შემოსავლებმა დაიწია და საქართველოში მყოფი თურქები ნელ–ნელა უკან, სამშობლოში ბრუნდებიან. მოკლედ, საქართველო სარგებლობს გლობალურ პოლიტიკაში ცვლილებებით და საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ იქნება მიღებული. თუ აქამდე რამეს ვერ გვიწყვეტდნენ, ახლა გადაგვიწყვეტენ სასწრაფოდ. ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა იყო, არის და — დაიმახსოვრეთ — იქნება! საქართველო არის მართლა მართლმადიდებლური სახლმწიფო. რანაირი მოსაზრებებიც უნდა წამოაყენონ და რა ნაბიჯებიც უნდა გადადგან ადამიანებმა, მართლმადიდებლობას ვერავინ და ვერაფერი ვერ აღუდგება წინ. და ეს იმიტომ, რომ ასეთია კოსმოსის ნება. კოსმოსი არ დაუშვებს მართლმადიდებლობის გაქრობას საქართველოში. ვხედავ, ახლო აღმოსავლეთში რელიგიასთან დაკავშირებით მიიღებენ კანონებს, რომლებიც საქართველოს მოუტანს სიმშვიდეს და მავანთა უხეშ ქმედებებს აღარ დაუშვებს — არ გაჩაღდება ომები და ადამიანები ერთმანეთს არ დააზიანებენ. რელიგია ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ადამიანების უხეშ და მომაკვდინებელ ნაბიჯებს აჩერებს, ლაგამს სდებს. ეს ყველაფერი მაინც ასრულდება და ადამიანები ამას ვერ შეაჩერებენ. გიმეორებთ: ვერ შეაჩერებენ! მუსლიმთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას მე ვერ ვხედავ. წამოჭრილი საკითხები სწრაფადვე ჩაქრება, ვინაიდან უკმაყოფილო ქართველი ხალხი გარეთ გამოვარდება. ამას კი მთავრობა არ დაუშვებს. მინდა გავიხსენო ჩემი ძველი წინასწარმეტყველება: ფრთხილად იყოს რუსეთი, მისი ნავთობი საქართველოში არ აღმოჩნდეს–მეთქი, და კიდევ თურქმენული გაზიც. საქმე ისაა, რომ რომ ბუნებრივი მოვლენებით, კატაკლიზმებით გამოწვეული ქანების გადაადგილების გამო, ბუნებრივი წიაღისეული ადგილს იცვლის და სწორედ ამიტომ „ამოხეთქავს“ ასეთი სახით საქართველოში. ვხედავ, ქანების ასეთი მოძრაობა მთელ დედამიწაზე ხდება დღეს. ამდენი ვულკანური ამოფრქვევის — თანაც ერთდროული ამოფრქვევის — წყალდიდობების გამო, დედამიწის ქერქის ქვეშ ქანები დაიძრა, გადაადგილება დაიწყო და თხევადი თუ აირადი წიაღისეულის მიმართულება იცვლება. ასევე მინდა გავიხსენო წინასწარმეტყველება სასმელი წყლის შესახებ. 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ, როცა მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტი შეიქმნებოდა, საქართველოს არაფერი დაემუქრებოდა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში სასმელი წყლის ულევი მარაგი არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ზუსტად წყალი აცოცხლებს ადამიანს. მინდა დავამშვიდო საქართველო და გითხრათ: ვხედავ, ის ახალი დაავადებები, რომლებზეც ახლა მთელ მსოფლიოში ყაყანებენ, არც ისე მომაკვდინებელია, როგორც ამბობენ. მინდა ისევ გავიმეორო: რუსეთ ვერ მოერევა უკრაინას. უკრაინა განაგრძობს ბრძოლას და დაიბრუნებს კიდეც იმ ტერიტორიებს, რომლებისთვისაც იბრძვის.2016 წელი, 21 მარტიის ვითარება, რომელიც ახლა მსოფლიოშია შექმნილი ლტოლვილებთან დაკავშირებით, სასწრაფოდ საჭიროებს შეცვლას, ანუ ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებას. დღეს რაც ხდება ამ მიმართულებით, ის კი არ არის კატასტროფა, არამედ ის, რაც მომავალში შეიძლება მოხდეს. სწორედ ამიტომ კოსმოსი პოლიტიკოსებს შანსს აძლევს მდგომარეობის შესაცვლელად. ანუ მათ მოქმედებაზეა დამოკიდებული დღეს ყველაფერი. თქვენ წარმოიდგინეთ, პირველი გერმანია (რომელიც ვითომ იცავს ლტოლვილებს) დაიწყებს ლტოლვილების გაყვანას თავისი ტერიტორიიდან, ანუ, სიმართლე რომ ვთქვათ, გაყრას, რადგან ისეთ დანაშაულებს სჩადიან ევროპაში მუსლიმები, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს არ ჩამოუვარდებიან. ყველაფერ ამას ამერიკა დირიჟორობს. ამავე დროს ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირება არ დამთავრებულა და არც დამთავრდება. გაფრთხილებთ, მათი მორიგება ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში არ არსებობს. რუსეთი, რომელმაც ვითომ თვითმფრინავები გაიყვანა და ზარზეიმით დატოვა სირია, კიდევ უფრო აქტიურად თანამშრომლობს ასადთან და თავისი ჭკუით, ამ ქმედებებით ვითომ დიდ დარტყმას აყენებს ამერიკასა და ევროპას. ამ დროს კი ამერიკა რუსეთს თავისას არ გაატარებინებს. რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია: ეკონომიკური კრიზისი, განადგურება, არაფერი დადებითი, ყველაფერი უარყოფითი, შავი ძალები მოძლიერდნენ, კორუფცია როგორც ყვაოდა, ისე ყვავის... მოკლედ, ისეთი მდგომარეობაა, რომ თვითონ პრეზიდენტიც შეძრწუნებულია. მინდა განვმარტო, რომ სირიაში რუსეთი დიდხანს უკვე ვეღარც გაძლებდა ვერც სამხედრო თვალსაზრისით და ვერც ამერიკის ზეწოლას გაუძლებდა. ახლა რუსეთის პრეზიდენტი კი მოქმედებს ასადთან ერთად, მაგრამ ეს ის ძალა არ არის, რომელიც სირიას უშველის. მოკლედ, ვხედავ, ამერიკელებმა აიძულეს რუსეთი, რომ სირია დაეტოვებინა და კიდევ ბევრ რამეს აიძულებენ. მხოლოდ ამ გზით თუ გამოასწორებენ პოლიტიკას, ვინაიდან კრემლის ბინადრები ყველაფერზე წამსვლელები არიან. ბრძოლა წესების გარეშე! — აი მათი დევიზი. სულ ტყუილია რუსეთის მთავრობის დაპირებები სასიკეთო ცვლილებებზე. ამას ისინი არასდროს აასრულებენ. ამაზეა ნათქვამი: რუსეთი კვდება, რათა თავიდან დაიბადოს. და ეს ზუსტად ასე მოხდება. ვხედავ ძალიან დიდ, აღელვებულ მასას. მისი განრისხება მიმართულია სამაჩაბლოსკენ. რუსეთის ინტერსები საქართველოს მიმართ ძლიერია, მაგრამ ის უძლურია. იმ პროცესების დაჯერება, რომელთაც ხალხი მოუწყობს რუსეთს საქართველოში, ანუ სამაჩაბლოში, თვითონ რუსეთს გაუჭირდება. ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს, ვინაიდან ძალიან დასუსტებულია, იმდენად დასუსტებული, რომ კავკასიის თავი აღარ აქვს. ხალხის მასა კი — ეს ისინი არიან, ვინც სამაჩაბლოდან განდევნეს — ხანდაზმული თუ ახალგაზრდა. ისინი მყარი ნაბიჯებით შეაბიჯებენ სამაჩაბლოში და ყველა თავისი სოფლისკენ გაეშურება. და აბა, როგორ შეაჩერებენ მათ რუსები, იმასაც ვნახავ! ვერც რუსები და ვერც ოსები, ისტორიული ფაქტებითა თუ მოწმეების მოყვანით, ვერ დაამტკიცებენ, რომ სამაჩაბლო არის ოსეთი. მოკლედ გეტყვით, რომ სამაჩაბლოში გაიღვიძა ქართულმა სულმა, ვულკანივით ამოხეთქავს მალე და არავის მისცემს უფლებას, რომ ეს მიწები სხვის ტერიტორიად გადააქციოს. რუსეთის მთავრობა, როგორც უნდა ეცადოს სამაჩაბლოს სამხრეთ ოსეთად დაკანონებას, არცერთ სახელმწიფოში, ჯუნგლებშიც კი, არაფერი გამოუვა. არასდროს დადგება დღე, როცა მსოფლიოს რომელიმე სახელმწიფო ცნობს „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფოს. თუმცა ეს ყველაფერი უმნიშვნელოა, ვინაიდან გარკვევით მაქვს დანახული და ნაწინასწარმეტყველები — და ეს 100%–ით ასრულდება — რომ საქართველო თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს. ანუ მარტო სამაჩაბლოსა და აფხაზეთს კი არა, სომხეთსაც მოვთხოვთ ჩვენს ისტორიულ მიწებს და აზერბაიჯანსაც, თურქეთსაც, რაღა თქმა უნდა. ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და ყველაფერი იქით მიდის. ვიმეორებ მრავალჯერ ნაწინასწარმეტყველებს: ამერიკას ისე გაუხდის საქმეს კოსმოსი, რომ საქართველოს არაფრით დათმობს. აი ამიტომ ვხედავ შავ ზღვაზე ამერიკულ სამხედრო გემებს, რაკეტებს, რომლებიც აღმოსავლეთით და ასევე ჩრდილოეთითაცაა პირით მიქცეულები. ამ პროცესებს რუსეთი ვერ შეაჩერებს, არ ძლუძს, საკუთარი თავი გასჭირვებია. ვხედავ, რუსეთს ძალიან გაღიზიანებული ტონი ექნება საქართველოსთან დაკავშირებით. შეიძლება გინებაზეც კი გადავიდნენ. რატომ? — ისმის კითხვა. იმიტომ რომ ამერიკა ყველა საჭირო პროცესს დააჩქარებს, რათა ჩვენი ქვეყანა ნატოშიც შევიდეს და რუსეთი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გავიდეს. ეს იქნება რუსული პოლიტიკის ინფარქტი — სასიკვდილო ინფარქტი, და ის გარდაიცვლება. ამ დროს რუსეთში ყველა მზად იქნება, რომ მთავრობა შეიცვალოს. უკრაინაში რუსეთი დამარცხებულია. თავი მხოლოდ პროპაგანდის ხარჯზღა გააქვს და ამითღა წელავს თავისი არსებობის დროს. ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური განადგურება და შიმშილია, რომ თითქოს წყვეტს არსებობას. და თუ ასე გაგრძელდა, კრემლი მართლა შეწყვეტს არსებობას. პროპაგანდის იქით არც საჭმელია, არც სამსახურები და არც შემოსავალი რუს ხალხში. უკრაინაში კი ყველაფერი იქით მიდის, რომ ცვლილებები, რომლებიც უკრაინელებს მიზნად აქვთ დასახული, ხორციელდება და რუსეთი აქ ვერაფერს გახდება. ასე რომ იქნებოდა, ეს ომის დაწყების დღიდან ჩანდა. ვხედავ, საქართველოში დიდი პოლიტიკური ცვლილებები იქნება. მოხდება ძალიან საინტერესო ამბები. პოლიტიკოსები ერთმანეთს მოთხრიან და ასეთი ნაბიჯები იქამდე მიიყვანს საქმეს, რომ ხალხი მათ ხმას არ მისცემს. ამიტომ ფრთხილად! ვხედავ, დაიჭერენ ისეთ პერსონებს, რომელთაც ჰგონიათ, დარწმუნებულები არიან, რომ მთავრობა ხელს არ დაადებს. ვხედავ, ვინც არიან, მაგრამ გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ. ვხედავ, იქნება კიდევ ერთი ძალიან გახმაურებული სიკვდილი. ვხედავ, იწვის დიდი რესტორანი — ვერ მორიგდნენ. მალე ამ თავხედურ ქმედებებს საქართველოში წერტილი დაესმება, მაგრამ მანამდე პროცესებს ვერავინ შეაჩერებს. ბევრი დატოვებს თანამდებობას, მაგრამ ეს ხალხს საერთოდ არ აღელვებს. „კისერიც უტეხიათ!“ — ასეთია მათი დამოკიდებულება. ამერიკელები აღნიშნავენ, რომ აფხაზეთი — ეს საქართველოა და ამიტომ მხოლოდ საქართველოს აქვს უფლება, ჰყავდეს იქ სამხედრო გემები. ამაზე იქნება დიდი გარჩევები და ესეც გახდება მიზეზი იმისა, რომ რუსეთმა საქართველო დატოვოს. ვხედავ, ოკუპაციის კანონში ქართული სახელმწიფოს საზიანოდ არ იქნება კი არა, ვერ იქნება ცვლილებები. კოსმოსი ამას არ დაუშვებს არცერთ შემთხვევაში. რუსეთი ოკუპანტის სახელს ვერ ჩამოირეცხავს, ხოლო ოკუპაციის კანონში ცვლილებების საკითხი, როგორც წამოიჭრა შადიმანებისგან, ისე გაქრება. არაფერი გამოუვათ. ამინ! საერთოდ, ყველა ის მცდელობა, რაც საქართველოს საზიანოდ იქნება მიმართული, ჩაიშლება. მცდელობა იმისა, რომ ჩვენში ქართველებისთვის მიუღებელი წეს–კანონები დანერგონ, მარცხით დასრულდება. ორი ათეული წლის წინ აღვნიშნე, რომ საქართველო დაიბრუნებს თავის ზნეს, წესებს, ტრადიციებს. მერწმუნეთ, ვერცერთი ქართველი ვერ შეეგუება იმ წესებს, რომელთაც თავს გვახვევენ. ვერ მოესწრებიან! იმიტომ რომ ეს ქართულ გენში არ დევს. პატარა დათმობებმა ასეთ ხალხს ფრთები შეასხა, მაგრამ იმხელა წინააღმდეგობას წააწყდებიან, რომ მომავალში არავითარი სურვილი არ ექნებათ საქართველოში ამ წესების დაკანონებისა, ვინაიდან მოდის ეროვნული მთავრობა, მოდიან მეცნიერები, რომლებიც ხელის ერთი მოსმით მოუღებენ ბოლოს ამ პრობლემებს და ამ წესების დანერგვის მოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებენ მომავალში.2016 წელი, 11 აპრილიყარაბაღის კონფლიქტს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, როგორც 90–იანი წლებიდან ვხედავ, ჯერ ბოლო არ უჩანს, ჯერ არ შეწყდება. რუსეთის გარდა ამ საკითხს თავსა და ბოლოს ვერავინ დაადგამს, ვინაიდან ეს ფეთქებადსაშიში ბომბი რუსეთის მიერაა ჩადებული და რუსეთი აკონტროლებს მას. კრემლი, რაც გაუკეთა საქართველოს, იმას უკეთებს აზერბაიჯანსა და სომხეთს. როგორი მიამიტი უნდა იყოს ადამიანი, რომ რუსის მშვიდობისმოყვარეობა, მშვიდობისმყოფლობა დაიჯეროს და უარყოს მისი ოკუპანტობა. ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში საქართველოს როლს მე ვერ ვხედავ. საქართველო ვერ იქნება მედიატორი ამ ორ სახელმწიფოს შორის. მით უმეტეს, რომ ჩვენი ტერიტორიები — აფხაზეთი და სამაჩაბლოც აქვს ოკუპირებული რუსეთს. ვხედავ, ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ საქართველომ შუამავლის როლი უნდა იკისროს და კონფლიქტი მოაგვაროს, ცდილობენ, რომ რუსეთს არ აწყენინონ, თითქოს რუსეთი ოკუპანტი არ იყოს... რუსეთმა თავისი პოლიტიკით მთელი მსოფლიო დაიპირისპირა, რომელმაც ბოიკოტიც გამოუცხადა, სანქციებიც დაუწესა, პოლიტიკური ომიც გამოუცხადა და ამ დროს ანალიზს აკეთებენ, ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთს ხელი არ ურევია და საქართველოს ახლავე შეუძლია მედიატორობა ამ კონფლიქტშიო. კი, ახლო მომავალში საქართველო ნამდვილად ძლიერ სახელმწიფოდ მოგვევლინება, იმიტომ რომ მოდიან ახალგაზრდა „მეცნიერები“, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“, შევდივართ ნატოში და ევროკავშირის წევრი ქვეყანაც ვხდებით და საქართველო იქცევა კავკასიის უმნიშვნელოვანეს წერტილად, რომელსაც უკვე მართლა შეეძლება, იყოს მედიატორი არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით. საქართველოს წინსვლას, აღმავლობას, გაბრწყინებას ვერავინ და ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ჩემი წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდება და ესეც ასრულდება. ვიმეორებ მრავალჯერ ნათქვამს: ქართულ პოლიტიკაში მოდიან ახალგაზრდები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა არის პოლიტიკა და რა უნდა გააკეთონ, იმიტომ რომ პოლიტიკა არის საგანი, რომელსაც უცხოეთის უნივერსიტეტებში ასწავლიან და ამ ახალგაზრდებს სწორედ იქ აქვთ ცოდნა მიღებული. ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი დატოვებს პოლიტიკურ სარბიელს — ანუ დაატოვებინებენ — ზღვარს ვერ გადალახავენ არჩევნებში. ვხედავ, ჩემი წინასწარმეტყველებები დიდ სიზუსტით სრულდება; განსაკუთრებით გულმოდგინედ სრულდება ისინი მთავრობის ხაზით. და ეს სწორია! ჩემი ხედვები გადაარჩენს საქართველოს. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო, ბრძენი კაცის ნათქვამია და ვინც გაიგებს, ის გაიმარჯვებს — აუცილებლად გაიმარჯვებს. ადამიანო, კოსმოსი გაძლევს უძვირფასეს ინფორმაციას, რათა დედამიწა გადარჩეს და მასთან ერთად ჩემი პატარა საქართველო და ქართველებიც. შადიმანებსა და ქვეყნის გამყიდველებს კი კოსმიურ ცეცხლში დაწვა ემუქრებათ, ვინაიდან კოსმოსი არ დაუშვებს ბოროტების გამარჯვებას ჩემს ხალხზე, ჩემს ქვეყანაზე. ახალ პარლამენტში ბევრ პარტიას ვერ ვხედავ — მრავალპარტიულობა არ გამოვა. საბოლოოდ კი, როგორც ვიწინასწარმეტყველე, ორი პარტია დარჩება. ახლოვდება საქართველოს სიძლიერის პერიოდი, რასაც ვერანაირი ძალა ვერ დაშლის. ეს ის დროა, როცა ქვეყანაში პურს მეპურე გამოაცხობს და თოფი მეთოფის ხელში იქნება. ყველაფერი გახდება ხილული. ძალა, რომელიც სათავეში ჩაუდგება ქვეყანას, მოკლე დროში აჩვენებს სიძლიერეს პოლიტიკაში. იმდენი ახალგაზრდა გამოვა გარეთ, რამდენიც საქართველოს არ ახსოვს. ეს არის ზეიმი, დემონსტრაცია. „ჩვენ აქ ვართ!“ — მესმის შეძახილი. ვიმეორებ: ახალი ოლიგარქები ქართულ პოლიტიკაში ფეხს ვერ მოიკიდებენ. რაც უნდა მოიმოქმედონ, რა დაპირებებიც უნდას გასცენ, ხალხს ვერაფერს მოატყუებენ. ყველაზე მყარად და ძლიერად მაინც ექსპრემიერი ივანიშვილი იდგება ფეხზე. ზუსტად ის შეუწყობს ხელს ახალგაზრდების პოლიტიკაში მოსვლას. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ წარსულში ნაწინასწარმეტყველები საშიში ზღვარი ივანიშვილს ჯერ გადალახული არ აქვს, ჯერ ყველაფერი კიდევ წინაა. ახლა ეს ის პერიოდია, როდესაც ივანიშვილი აკონტროლებს და კიდეც გააკონტროლებს მთლიანად ქართულ პოლიტიკას. ასეთია წინასწარმეტყველება, რასაც ვერაფერი შეცვლის. და ეს კარგია! რუსეთ–ამერიკის ურთიერთობებში გლობალურ დათბობას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ არცერთი არ არის „თბილი“. რაც ეს ორი სახელმწიფო რუკაზე არსებობს, მათ შორის ქიშპისა და პოლიტიკური ომის გარდა არაფერია. ერთადერთი, რაც ამ ორ ქვეყანას გააერთიანებს — ეს სხვა, მესამე ძალისგან წამოსული საფრთხეა. მაგალითად, როგორც მოხდა მეორე მსოფლიო ომისას, როდესაც ისინი ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით წარსდგნენ. ასეთივე გაერთიანება მოხდება იმიტომ, რომ მათი პოლიტიკა საფრთხეში აღმოჩნდება, თორემ ერთმანეთის მიმართ კვლავ დაუნდობლები არიან და იქნებიან. მსოფლიო ხედავს, რა პოლიტიკას ატარებს რუსეთი სირიასთან მიმართებაში და მის პარალელურად, ამერიკაც. მაგრამ რუსეთი თავისას ვერ გაიტანს სირიაში — ევროპა და ამერიკა არ გაატანინებენ. თუ ევროპის მოსაზრებები ამერიკის გემოვნებაში არ ჩაჯდა, შეერთებული შტატები არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს მის განხორციელებას. ევროპა კი არასდროს არ გადაიხრება რუსეთის მხარეს — არასდროს! რაც შეეხება თურქეთს, ის ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ქურთების გარდა სხვა ტერორისტებიც ჰყავს და მალე თვითონ თურქეთის ინტერესებში შევა მუსლიმი ლტოლვილების უკან, თურქეთში დაბრუნება. რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ ეს, ასე იქნება. მუსლიმი ლტოლვილების თურქეთში დაბრუნება იმიტომ შევა თავად თურქეთის ინტერესებში, რომ ეს ლტოლვილები ქურთებს შეავიწროებენ. აქ უნდა გავიმეორო წლების წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველება, რომ ქურთები მიაღწევენ და ავტონომიას შექმნიან, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდებიან და ისე გაშლიან ფრთებს, რომ რესპუბლიკის შექმნას შეუდგებიან და ჩამოაყალიბებენ კიდეც. თურქეთი მაღალფარდოვანი სიტყვებით განაცხადებს, რომ ქურთები მის სახელმწიფოებრიობას უქმნიან საფრთხეს. მომავალში ვხედავ, ქურთებს რესპუბლიკის სტატუსს კვლავ ჩამოართმევენ. ისევ დაიწყება ომები. თურქეთი ომის დაწყებას ქურთების რესპუბლიკის არსებობით გაამართლებს. მინდა აღვნიშნო, ვხედავ, რომ თურქეთის აზერბაიჯანთან მოკავშირეობა ერთ–ერთი მიზეზია, რაც რუსეთს აჩერებს და აზერბაიჯანთან ღია ომს ვერ იწყებს...2016 წელი, 20 მაისივხედავ, მომავალში დიდი აფეთქება მოხდება იაპონიაში. ეს ისევ ატომურ სადგურს ეხება. მაგრამ ვხედავ, რომ ეს არ იქნება გაჟონვა, ეს ტერაქტია, დიახ, ტერაქტი!!! ეს დამტკიცდება კიდეც და ყველაფერს რუსეთს დააბრალებენ, იტყვიან, რომ ეს რუსეთის ნამოქმედარია. ამერიკა თავს შეიკავებს ბრალდებისგან. ამას იმით ახსნის, რომ გამოძიებაში ჩაერთვება, მონაწილეობას მიიღებს. ევროპა, როგორც ყოველთვის, ნეიტრალურ პოლიტიკას დაიკავებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, თითს მაინც რუსეთისკენ გაიშვერს. და რას გააკეთებს რუსეთი? რას და, საკადრის პასუხს გასცემს ამ საშინელ ბრალდებას, ეს რუსეთმა კი არა, ამერიკამ ჩაიდინაო. ყველაფერი აირევა! ამ ყველაფერთან ერთად კიდევ დიდი უბედურება დაატყდება თავს იაპონიას — დამანგრეველი მიწისძვრა. იქნება დიდი მსხვერპლი. მიწისძვრას მოჰყვება ცუნამი — ოკეანის გამანადგურებელი ტალღა. ამას ტალღაც არ ჰქვია — ეს ნამდვილი ღვთის რისხვაა! ეს იქნება საშინელი პერიოდი იაპონიისთვის. ვხედავ მოთხოვნას, დაუბრუნოს რუსეთმა იაპონიას თავისი ისტორიული მიწები — კურილის კუნძულები. ამასთან დაკავშირებით დიდი ომები დაიწყება. რუსეთი, ვხედავ, იბრძოლებს, მაგრამ კუნძულების დაბრუნება მაინც მოუწევს. დიახ, იაპონია დაიბრუნებს კუთვნილ მიწებს. ეს მრავალი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. ვხედავ, იაპონია მაინც გადარჩება. იაპონელები არ გადაშენდებიან და ეს კოსმოსის ნებაა. მომავალში ვხედავ იაპონიის ახალ და ძლიერ სახელმწიფოს. ამინ!2016 წელი, 21 მაისიმე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, ჩემი ქართველები — ემოციური, ფიცხი, ამბიციური, პატიოსანი და შეუვალი, სილამაზით ცნობილი ერი მსოფლიოში; ერი სტუმართმოყვარე, ერი, რომელსაც სამშობლოს სიყვარულით უძგერს მხოლოდ გული. ასეთები არიან ქართველები და ასეთები იქნებიან მომავალშიც. მე ვხედავ, რომ არ გადავშენდებით. ამას კოსმოსი არ დაუშვებს. პირიქით, საქართველო ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება — სუვერენულ, დემოკრატიულ, ძლიერ სახელმწიფოდ!!! ვხედავ, თუ როგორ შეაშრობს ცრემლებს უფალი ქართველებს. ვხედავ გაღიმებულ, რწმენით სავსე სახეებს. ვხედავ ძლიერ და ლამაზ მომავალს საქართველოსა და ქართველებისთვის. იცოდეთ, დედამიწაზე ყველაფერი რომ გაქრეს, საქართველო და ქართული გენი მაინც გადარჩება. ამინ! რუსეთის მთავრობამ რაც უნდა მოიმოქმედოს საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ, არაფერი გამოუვა. ვიმეორებ: კოსმოსი მათი გამანადგურებელი გეგმების ასრულებას არ დაუშვებს. საქართველო თავისუფალ ქვეყნად დარჩება მარადჟამს. ახალგაზრდების ძალა გადაარჩენს ჩემს ქვეყანას, მათი ცოდნა და სწორი აზროვნება გამოიყვანს ქვეყანას მსოფლიო პოლიტიკური კრიზისიდან. ახალგაზრდა მეცნიერები აიძულებენ ამერიკასა და ევროპას, დახმარების ხელი გამოუწოდონ საქართველოს, რომელიც მალე დასჭირდებათ, უპირველესად, გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო. ვხედავ, რუსი სამხედროები დატოვებენ კოდორის ხეობას, მერე კი, მოკლე ხანში, მთელ აფხაზეთსა და, რა თქმა უნდა, სამაჩაბლოსაც. მინდა აღვნიშნო, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში წააგებს, ვინაიდან ახალგაზრდა მეცნიერები მშვენივრად ერკვევიან მსოფლიო პოლიტიკაში და მათ არ გაუჭირდებათ პასუხის გაცემა, სწორი ნაბიჯების გადადგმა — თითქმის უშეცდომოდ. ვხედავ, ის განათლება, რომელიც ახალგაზრდებმა საზღვარგარეთ მიიღეს, სწორი მიმართულების არჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმეორებ: საზღვარგარეთ მიღებული განათლება მნიშვნელოვანია, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკაში მომხდარი დიდი, მოულოდნელი ცვლილებების ახსნა, მათთვის თავის გართმევა მხოლოდ საზღვარგარეთ განათლებამიღებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ. ამას დრო დაგანახებთ. ეს ახალგაზრდები იმ ენაზე საუბრობენ, რომელზეც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. და ვინაიდან მათ ერთმანეთის ენა კარგად ესმით, ყოველივე ეს საქართველოს ურთულესი პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანს. დიახ, ეს იმგვარი პოლიტიკური თამაშები იქნება, რომელიც მსოფლიო პოლიტიკურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ასეა, ბატონო, თუ გინდა, რომ მსოფლიო პოლიტიკაში წამყვანი ადგილი დაიკავო, მათი წესებით უნდას ითამაშო. ამ წესებს კი უცხოეთში ასწავლიან და ახალგაზრდებისთვის ასეთი პოლიტიკური თამაშები უცხო არ იქნება. როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობენ თავს და მათ ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ასეთი ახალგაზრდები დაიკავებენ ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან პოსტებს და ისინი ყველა სირთულეს მოერევიან. და აქ დაიწყება საქართველოს ახალი ერა!!! (გაგრძელება იქნება)" - ვკითხულობთ პოსტში.1244 შეფასება არ არის |