ტატუირების არჩევისას, როგორც წესი ცდილობენ სხეულზე რაიმე მათთვის მნიშვნელოვანი, დასამახსოვრებელი დაიტანონ, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება:
1. რიანა
ცნობილ მომღერალს სხეულზე 20 ზე მეტი ტატუ აქვს. მათგან ყველაზე გამორჩეული ალბათ ქალღმერთი ისიდაა, ძველეგვიპტური ქალღმერთი. “ნამდვილი ქალი, მომავალი თაობის მისაბაძი მაგალითი". სწორედ ასე ახასიათებს მას მომღერალი, გამოსახულება კი ბებიის საპატივცემულოდ დაიტანა, რომელზეც რიანა სავარაუდოდ ამავე აზრის იყო.
2. ჯუდი დენჩი
რა შეიძლება საკუთარ თავს აჩუქო 81-ე დაბადების დღეზე? მსახიობმა ამ დღის აღსანიშავად ტატუ აირჩია. Carpe Diem, რაც დაიჭირე მომენტს ნიშნავს. დენჩის თქმით ეს მისი ცხოვრების დევიზია.
3. ნიკოლ რიჩი
რამდენი მოიძებნება ისეთი, ვინც მაჯაზე ზოდიუაქოს ნიშნის, ქალწულის (Virgo ) ნაცვლად ქალიშვილს დაიწერს? (Virgin ), სავარაუდოდ ბევრი არა.
4. მეგან ფოქსი
მსახიობს უკვე გარდაცვლილმა კუმირმა მერილინ მონრომ იმედები გაუცრუა. მსახიობი მონროს განმოსახულებას წლებია იშორებს, რადგან მისი თქმით ის უარყოფითი პერსონაჟია, რადგან ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა, ამიტომ ტატუ უარყოფით ენერგიას ატარებს.
5. პენელოპა კრუსი
მსახიობს ფეხზე დატანილი აქვს ცივრები 883. ფანებმა მრავალი თეორია შეთხზეს, ზოდიაქოთი დაწყებული, ვარსკვლავებით დამთავრებული, მაგრამ ტატუირების მნიშვნელობა მაინც ვერ გაიგეს. თავად მსახიობი კი ამბობს, რომ ამ საიდუმლოს საფლავში ჩაიტანს.
6. დევიდ ბეკჰემი
შეიძლება ვინმეს ცოლის სახელის დაწერა შეეშალოს? მიუხედავად ამისა, ყოფილ ფეხბურთელს ცოლის სახელი არასწორად აწერია- vixtoria.
7. კარა დელევინი
რამდენად შეიძლება ბეკონი გიყვარდეთ, რომ სხეულზე დაიწეროთ?
8. ჯენიფერ ლოურენსი
მსახიობს ხელზე ფორმულა H2O აწერია. საქმე იმაშია, რომ ციფრი 2 H-ის ზევითაა და არა ქვევით... ასეთი კონფუზებიც ხდება.
9. ჯონი დეპი
ჯონი დეპი ცნობილია იმით, რომ თავის შეყვარებულებს ელს მუდამ სწრაფად სთოვდა, ასევე მათ საპატივცემულოდ ტატუებს იტანდა, რომლებსაც დაშორების შემდეგ ცვლიდა. ასეთი ისტორია მოხდა ემბერ ჰერდის შემთხვევაში. დეპმა ქალს ხელზე ტატუ SLIM (გამხდარი) მიუძღვნა. დასორების შემდეგ კი გადაუკეთა და SCUM დაიწერა, რაც რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელი სიტყვაა.
10. ჯონი დეპი
მსგავსი სიტუაციაა ვაინონა რაიდერის შემთხვევაშიც. მასთან ყოფნის დროს დეპმა სხეულზე სიტყვები Winona Forever (ვაინონა სამუდამოდ) დაიტანა, დაშორების შემდეგ კი ის Wino Forever - ით (ღვინო სამუდამოდ) შეცვალა.