x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დანიაში პირბადეების ტარება ტრანსპორტში სავალდებულო აღარ იქნება
image

დანიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.ამის შესახებ განცხადება დანიის ტრანსპორტის მინისტრმა ბენი ენგელბრეხტმა გააკეთა.ბრძანება ძალაში დღეიდან 14 აგვისტოდან შევა.


„ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და ჩვეულ ყოველდღიურ რიტმს ვუბრუნდებით. შაბათიდან შეგვიძლია დავემშვიდობოთ პირბადეებს ავტობუსებში, მატარებლებსა და მეტროში“-განაცხადა მინისტრმა

ამავდროულად, პირბადის ტარების რეჟიმი სავალდებულო რჩება აეროპორტებში და თვითმფრინავებზე, რადგან ამ ტიპის ტრანსპორტზე საერთაშორისო წესები ვრცელდება.



შეგახსენებთ, რომ დანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა ინფიცირების 329 ათასი შემთხვევა, აქედან 313.7 ათასი გამოჯანმრთელდა და 2.5 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.


დღეისთვის მთლიანი მაცხოვრებლიდან ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 68, 5% , მთლიანაიდ ათვისებულია 7 974 868 ვაქცინის დოზა.


0
99
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0