x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
“ღარიბაშვილი საბჭოეთს მისტირის” რა შუაშია, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?!-მანჩო გიორგობიანი
image

ღარიბაშვილი საბჭოეთს მისტირის-ასეთი სათაური დაურთო დღეს "მთავარმა არხმა" პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ყვარელში მერობის კანდიდატის წარდგენისას.



" რა გზა გავიარეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენივე ხელით დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, საათივით აწყობილი, გამართული, ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები, ყველაფერი დავშალეთ, დავანგრიეთ და ამას გარდა, ის განუკითხაობა, რაც ქვეყანაში სუფევდა, ესეც ჩვენი დამსახურებაა, ხალხის კი არა, პოლიტიკოსების, იმ უპასუხისმგებლო, უგუნური პოლიტიკოსების, რომლებიც მოდიან გარკვეული ვადით და ტოვებენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, მომავალი თაობისთვის."-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

image


მთავარი არხის და ზოგიერ ოპოზიციური მედიის ამავე სათაურის გადამღერებამ საზოგადოების ნაწილში მკვეთრი უარყოფითი ემოციები გამოწვია:


“საბჭოეთს მისტირის” რა შუაშია, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?!
იმის მაგივრად, მოდერნიზაცია ჩაეტარებინათ, კაპიკებში დაყიდეს უნიკალური მანქანა-დანადგარები და სულ ჯართად გაიტანეს თურქეთში ...
საქართველოს გარდა, ასეთი ბარბაროსობა არცერთ პოსტასაბჭოთა რესპუბლიკაში არ ჩაუდენიათ!..
ერთი ჰკითხეთ ძველ ქუთაისელებსაც, რა ქარხანა დაჭრა ჯართად და გაყიდა “დეპუტატი” ანა ნაცვლიშვილის მამამ?! და ასე უნამუსოდ რამდენი ქარხანა -ფაბრიკის დირექტორი მოიქცა?!წერს სოციალურ ქსელში მანჩო გიორგობიანი.

"ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ.
იმ პარტიამ, რომლის წიაღშიც ნაცმოძრაობა დაიბადა, ანუ მოქკავშირმა ფოთის გემთმშენებელი და შემკეთებელი #201 ქარხანა 100 ათას ერთ დოლარად გაყიდეს. მყიდველმა, თუ არ ვცდები ირანელებმა, ჩარხების და დაზგა-დანადგარების დემონტაჟი დიდი სიფაქიზით მოახდინეს და გადაზიდეს.
ზუსტად ასეთი ქარხნების შენარჩუნებით შეინარჩუნა უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა სამხედრო თუ სამრწველო პოტენციალი.
ესენი ახლა აკრიტიკებენ, საბჭოეთს მისტირისო.
ამათ ჰგონიათ წარმოებების დანგრევა და ჩალის ფასად გაყიდვა ქვეყნისთვის სასარგებლო იყო?!"-წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.
"ღარიბაშვილი არის ქვეყნის სირცხვილი, მაგრამ თქვენ რომ ამ ნათქვამს ისე აქვეყნებთ, როგორც თქვენ გაწყობთ ეგაც კაი დანაშაულია იმ ხალხის წინაშე ვინც ვერ აზროვნებს და ჯერა თქვენი ყ***ს. ზუსტადაც საბჭოეთის მიერ დანატოვერი ქარხნები არ უნდა დაგვენგრია და ჯართში არ უნდა ჩაგვებარებინა."-წერს მთავარი არხის პოსტის ქვეშ ერთ-ერთი მომხმარებელი.
"ამ ღორებმა მართლაც ჯართის ფასად გაყიდეს მილიარდებად ღირებული ქონება და რა შუაშია საბჭოეთი? ეხლა თუ შექმნიან ეგეთს? ისე მაგათი .."
0
328
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0