აფხაზეთი აფხაზეთის ომის ე.წ. გმირი ლანძღავს აფხაზეთს და თბილისისკენ შებრუნებას მოუწოდებს(ვიდეო) 2021, 13 აგვისტო, 15:07 ათი წლის წინ, აფხაზურმა საზოგადოებამ ძალიან მტკივნეულად აღიქვა აფხაზეთის ე.წ. გმირის, ყაბარდოელ იბრაჰიმ იაგანოვის არაერთი საჯარო გამოსვლა, რომელსაც საქართველოს მოჰყავს როგორც სანიმუშო, მისაბაძი მაგალითი და ყოველმხრივ მოუწოდებდა აფხაზებს თბილისზე ორიენტაციისკენ. ამ დღეებში აფხაზური ტელევიზია კვლავ დაუბრუნდა ამ თემას და იაგანოვი ეთერში მიიწვია. ირინა აგრბას გადაცემაში მიწვეული ჰყავდა ორი სტუმარი, რომლებიც ვიდეოჩატით ჩაერთვნენ აფხაზეთის ომის ე.წ. გმირი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე - აფხაზი ასლან კობახია და ყაბარდოელი იბრაგიმ იაგანოვი. საუბარი არ შეიძლება ითქვას იყო ძალზე მწვავე იმ პოზიციის გათვალისწინებით, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთის რესპუბლიკისთვის მებრძოლმა ცნობილმა მეთაურმა იბრაჰიმ იაგანოვმა ათიოდე წლის შეიცვალა პოზიცია თანამედროვე საქართველოსა და აფხაზეთის მიმართ. "გულწრფელად ვამბომ, შესაძლებლობების გათვალისწინებით, სცადოთ და უნდა ისწავლოთ სააკაშვილისგან, იქ არის რაღაცეები სასწავლი, უნდა ისწავლოთ ქართული სახელმწიფოსგან, მათ ააშენეს ნამდვილი სამართლებრივი ქვეყანა, სადაც მუშაობს კანონი, სამწუხაროდ მსგავსი რამ აფხაზეთში არ არის და არც არაფერია სასწავლი.სამწუხაროდ ძალიან არ მოგვწონს რომ, 30 წლის განმავლობაში არ გვაქვს სახელმწიფო, არ გვაქვს თავისუფლება და არ გვაქვს ეკონომიკა, მე მესმის რომ ამას თქვენ სხვაგვარად უყურებთ, მაგრამ მე ვხედავ ამას..მე მესმის, რომ რაღაც ტალანტი გვაქვს, არიან ადამინები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ შეძვრნენ სარკმელში და ისე, რომ დამსვენებელს არ გაეღვიძოს, ბალიშის ქვეშიდან მობილური და საფულე ააცალოს..ესეც ტალანტია, მაგრან მე არ მსურს ამის სწავლა"-განაცხადა იბრაჰიმ იაგანოვმა ეთერში. 540 2-ს მოსწონს
|