მოგზაურობის დროს, ტურისტებმა უნდა იცოდნენ, სად ღირს სურათების გადაღება და სად არა. ამ 8 ადგილზე ფოტოაპარატით მოხვედრა კი შეიძლება სახიფათოც კი აღმოჩნდეს.
1. ამსტერდამი, ნიდერლანდები
ამსტერდამის წითელი ფანრების უბანი ცნობილია ბორდელებით, თვალწარმტაცი არხებითა და კაფეებით. ქალაქის ამ ნაწილში ადგილობრივ მფლობელებს სძულთ, როდესაც ტურისტები ფოტოებს უღებენ ფანჯრებში მდგარ მეძავებს. ასე რომ, თუკი ტურისტი ვინმემ ფოტოების გადაღებისას დაინახა, სულ მცირე ფოტოაპარატს წაართმევენ, უარეს შემთხვევაში კი სცემენ.
2. სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეაში კანონით იკრძალება ქალების გადაღება მათი ნებართვის გარეშე, ეს სექსუალურ შევიწროებად ითვლება და ისჯება ჯარიმით და 5 წლამდე თავიფუფლების აღკვეთით. ქვეყანაში სმარტფონებს კამერის ხმაც კი არ ეთიშებათ, ვინმემ ჩუმად გადაღება რომ არ მოასწროს.
3. აშშ
შეერთებულ შტატებში, ფოტოგრაფიის კანონები ბევრად უფრო რბილია, ვიდრე სამხრეთ კორეაში. პრობლემები შეიძლება შეგექმნათ, თუკი ვიღაცის კერძო საკუთრებას უღებთ სურათს. ყოველთვის მიზანშეწონილია პირველ რიგში ქონების მესაკუთრისგან ფოტოს გადაღების ნებართვის მიღება. და რაც მთავარია, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება აკრძალვის ნიშნებს.
4. არაბეთის გაერთიანებული საამიროები
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში აკრძალულ ადგილებში გადაღებამ შეიძლება გამოიწვიოს 1 -დან 3 თვემდე პატიმრობა და ჯარიმა 1, 361 აშშ დოლარი. ბევრ ადგილას აკრძალულია კამერების გამოყენება ადგილობრივი ცრურწმენების გამო. ასევე, თქვენ არ შეგიძლიათ გადაიღოთ სამთავრობო შენობები, შეიხების სასახლეები და ზოგიერთი ხედები. სასახლის სურათის გადაღება კანონითაც იკრძალება.
5. ჩრდილოეთ კორეა
თუ გსურთ ეწვიოთ ამ ქვეყანას, მოემზადეთ თქვენი მოძრაობებისა და ქცევის მკაცრი შეზღუდვებისთვის. ჩრდილოეთ კორეაში თქვენ არ გაქვთ უფლება დატოვოთ სასტუმრო გიდის გარეშე, ასევე არ შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტოები გიდის ნებართვის გარეშე. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმაა, ან უარესი...
6. ინგლისი
ბრიტანელები გაგებით ეკიდებიან ფოტოკამერებიან ტურისტებს, მაგრამ კომერციული ფოტოგრაფია მოითხოვს სპეციალურ ნებართვას. მაგალითად, კომერციული გადაღება ტრაფალგარის მოედანზე და პარლამენტის მოედანზე შესაძლებელია მხოლოდ ლონდონის მერის ნებართვით.
7. იაპონია
იაპონიაში აკრძალულია გარკვეული სალოცავი ადგილების და ქანდაკებების გადაღება... ფოტოკამერებმა შეიძლება წმინდა სულები გააღიზიანონ.
8. ალჟირი
ალჟირი საკმაოდ კონსერვატიული ქვეყანაა, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილი. არ შეიძლება მამაკაცის ფოტოს გადაღება მისი ნებართვის გარეშე, არ შეილება ქალის სურათის გადაღება თუკი ნებართვას არ აიღებთ მისი მამისგან ან ზმისგან, რადგან ქალები აქ პირად საუთრებად ითლებიან. ასევე აკრძალულია ხიდების, სამხედრო ბაზების გადაღება.