სხვა აცრილი ხო არ ხარ, შვილო ჩემო ? 2021, 12 აგვისტო, 23:55 მწერალი, ლუკა ბაქანიძე, ქვეყანაში არსებულ აგრესიულ დაპირისპირებას “მივდივარ და შემაყენეს ვაქსერებმა. ეგრევე ვიცანი – ფოტოგრაფებით იყვნენ და მკლავზე პლასტირი ედოთ. – აუცრელი ხო არ ხარ ბიჭო? – ერთი მეკითხება. – არა, ძმაო, აცრილი ვარ ! – მივუგე რიხით. – აბა მკლავი გვანახე ! – ეხლავე… უი, ნახე ანტივაქსერი მიტასაობს! – ეე სადა აბა, დავიჭერთ დედას მოვუ@@ნავთ მაგას ახლა! – ვაქსერებმა გაიხედეს და ამასობაში დრო ვიხელთე და დავტყდი. ბევრი ვიარე თუ ცოტა, ახლა ანტივაქსერებმა შემაყენეს. იოლად ვიცანი ხევსურული და სვანური ქუდებით და მაისურსზე წინ გადმოტანებული დიდი ჯვრებით. თან მამაო ახლდათ ხატით. ერთს კიდევ ლოყებზე ბილ გეითსის და ცუკერბერგის პროფილები ამოესვირინგებინა, ოღონდ თავდაყირა. – აცრილი ხო არ ხარ, შვილო ჩემო? – რომელიღაც მეკითხება, პაპად რო შევეფერებოდი. – რა თქმა უნდა არა! ამ დროს ერთს ვაიფაი ჩაერთო მობზე და დაიღრიალა: – იტყუება ეგ ახვარი! 5გ დავიჭირე აგერ ჩემს ერიქსონ ტე-10-ზე! – დაიჭირეთ! არ გაგექცეთ ეგ სულწაწყმედილი! გავიქეცი, სადღაც მყუდრო ჩიხში შევიყუჟე და ვალივერებ, როდის წავლენ. ამ დროს მომიახლოვდა მშვენიერი ფისო. და მე ხომ მიყვარს ფისოები. – ფისო-ფისო! – მოვუხმე ალერსიანად. ფისო მოვიდა და უცებ ამბობს: – აუცრელს სიცოცხლე, აცრილს სიკვდილი ! გავიქეცი იქიდანაც და წაველ სათევზაოდ. იქ მაინც ვერავინ გამიბურღავს-მეთქი ტვინს. მარტო მე და ბუნება. ადამიანი და სამყაროჰ. გავაბი კოხტა შამაია, ამომყავს, ჭკვაზე არ ვარ, ამოვაყოფინე თავი წყლიდან და შამაია უცებ ბოლო ხმაზე ბღავის: – აუცრელს არ დავეჭერინები ასი წელი ბიჯოოოო ! – და გამიწყვიტა ძუა. გეიქცა. მოვდივარ დაღონებული და ვხედავ, მოტასაობს ჩემი ძმაკაცი ბესო ხვედელიძე მივეჭერი ეგრევე და შევღაღადე: – ვაქსერი ხარ სოტერ თუ ანტივაქსერი, თუ მოხვედრაა, ბარემ ძმის მუშტი მომხვდეს, დავაი ჰა, მზად ვარ! ხვედელიძე მიყურებს და მეუბნება: – შენ შიგ ხო არა გაქ ბიჯო. წამო მოვწიოთ, ექვსი ჩაყრა მაქ. და კვლავ ამობრწყინდა მზე. ჩიტებმა დაიწყეს ჟღურტული. შვებით დავიწყე სუნთქვა. და ეგრე მოკლედ. მე ვიყო ღარიბაშვილის ეკონომიკა.” 331 1-ს მოსწონს
|