საქართველო მელია გარეთ, რურუა ხელზე სამაჯურით...გადაიხდის ევროკავშირი მელიას გირაოს? 2021, 30 მარტი, 21:29 როგორც, მთავარი არხის, გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიამ "დღის სტუმართან" ინტერვიუში, დღეს განაცხადა, რომ სამწუხაროდ ევროკავშირის მოლაპარაკებების შედეგი იქნება არა ისეთი როგორიც ყველას სურს, არამედ როგორც ქართულ ოცნებას სწადია. მანამდე, დავით ზილფიმიანმა, მმართველი პარტიის წევრმა, გასაგებად გამოხატა მთლიანი გუნდის პოზიცია, რომ დიდი სურვილია და მისასალმებელი იქნება, თუ ევროკავშირი გადაიხდის მელიას გირაოს თანხასო, რაც იქნება სრული უთვმოყვარეობის გამოხატულება ხელისუფლების და იმის დადასტურება, რომ მართლაც არაფრად უღირთ ქვეყნის დემოკრატია და შეუძლიათ ამ ფასად გაყიდონ სამშობლო. რაც შეეხება, რურუას, მას ალბათ სამაჯურით გამოუშვებენ ნოემბერში. მანამდე, კი ის ალბათ ხელისუფლებისთვის, ისევ გადაულახავი ბარიერია, რომელსაც არჩევნებისთვის გამოიყენებენ. 139 1-ს მოსწონს
|