დასვენება საქართველოში პლაჟია თუ ვერნისაჟი - სასაცილო და საინტერესო ფოტოები ზღვისპირეთიდან 2021, 9 აგვისტო, 10:52 მას შემდეგ, რაც მობილურ ტელეფონებს ფოტო და ვიდეოკამერა დაემატა, ადამიანები კი არ ისვენებენ და ტკბებიან სილამაზით, არამედ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კადრი აღბეჭდონ თავიანთ აპარატებში. ყველას მომარჯვებული აქვს კამერა და ყველა აჩხაკუნებს. ეს 21-ე საკუნის მანიაა. ადამიანები კონცენტრირდნენ არა რეალობით ტკბობაზე, არამედ გადაღებლ-დაფიქსირებული, სტატიკური კადრებით ტკბობაზე. თუმცა როცა ასეთი რამ შენ თვალწინ ხდება, ნამდვილად ვერ გაუშვებ ხელიდან ამის დაფისირების შანსს ან კიდევ ასეთ სიგიჟეს, როცა სერფინგი მეგობრის სხდულზე ხდება ეს რომ არ გადაიღო, შეუძლებელია აი, ვინ ისვენებს ნამდვილი დასვენებით. დაბრუნდნენ ბავშვობაში შეიძლება არ დააფიქსირო კადრზე ზღვა და ინდუსტრია? ან კიდევ ეს? ამ კადრის ხელიდან გაშვება იქნებოდა? იპოვა მედიტაციის ადგილი ამ ფოტომანიაში მუდამ დაძაბული უნდა იყო, ვაიდა ვისიმე ფოტოზე დაფისირდე არც თუ სასიამოვნო სახით. მოდიხარ ზღვისპირეთიდან და ფიქრობ, დავისვენე თუ ფოტოგრაფის მივლინებაში ვიყავი 558 1-ს მოსწონს
|