საზოგადოებრივი ახალი აღმოჩენა საკარაში 2021, 10 აგვისტო, 9:01 იმდენი ისტორიული აღმოჩენა და არტიფაქტი, რაც ეგვიპტემ მოგვცა, ალბათ, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ მოუცია. ნილოსის ხეობა კი, ჩვენს გაოცებას ისევ აგრძელებს... სულ ცოტა ხნის წინ, არქეოლოგებმა საკარაში მოოქროვილი სარკოფაგი აღმოაჩინეს. საკარაში არქეოლოგმა მუჰამედ იუსეფმა, მიწის ქვეშ, ნაგებობა აღმოაჩინა და ქვის ფილებს შორის, ნაპრალში, ეგვიპტური ღვთაების პტა-ოსირისის ქანდაკება დაინახა, რომელსაც ოქროს სახე ჰქონდა. მოგვიანებით, არქეოლოგმა ამ ადგილზე არაერთი ქანდაკება იპოვა. ხოლო, შემდეგ, მოოქროვილი სარკოფაგიც აღმოაჩინა – ინფორმაციას ახალი აღმოჩენის შესახებ planet-today–ი ავრცელებს. უჩვეულო სარკოფაგში ჩასვენებულ მუმიას, სახეზე მოოქროვილი ნიღაბი ეკეთა. მართალია ნიღაბი მთლიანად ოქროსი არ იყო, როგორც ფარაონების, ტუტანხამონის და ფსუსენეს I, შემთხვევაში, თუმცა, რადგან საკუთარ თავს ასეთი ფუფუნების საშუალება მისცა, არც ამ სამარხის პატრონი უნდა ყოფილიყო რიგითი ადამიანი. სამარხი დაზიანებული იყო და სარკოფაგის მიწიდან ამოღებისას, მეცნიერებმა ტვირთის აწევის იგივე მეთოდი გამოიყენეს, როგორიც ძველ ეგვიპტეში იყო. ამჟამად, სარკოფაგი და მუმია დაკონსერვებულია, ხოლო მეცნიერები იმის გარკვევას ცდილობენ, თუ ვინ იყო დაკრძალული, ასე პომპეზურად და რატომ იყო ასეთ უცნაურ ადგილზე, აგებული მისი სამარხი. არხის სხვა სიახლეები:1. ახალი ათონის მღვიმეში მიწისქვეშა ცივილიზაციის ქალაქი აღმოაჩინეს 2. ჰეროსიმას და ნაგასაკის შავი ჩრდილები 4. მან მეუღლის გვამი საფლავიდან ამოიღო და ტახტზე დასვა... 5. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, ამ 7 პროდუქტის არსებობა საერთოდ უნდა დაივიწყოთ 581 5-ს მოსწონს
|