x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს ბრეჟნევისდროინდელი "ძივა" წაიყვანს გადაცემას, ისე რომ არავინ ეტყვის "სამარცხვინოდ მოიქეციო"- რას წერს ხვიჩა ყალაბეგაშვილი

image


გამომცემლობა "კალმოსანის" დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი გუშინ, 7 აგვისტოს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ - ერთ უმძიმეს და ტრაგიკულ დღეს, და თან პანდემიის ფონზე, ბათუმში ლელა წურწუმიას მიერ გამართულ კონცერტს სოციალურ ქსელში ეხმურება და ოპოზიციურ არხებს საჯაროდ მიმართავს, თუ რატომ არ შეიმჩნეს მათ აღნიშნული ღონისძიება და შესაბამისი რეაქცია რატომ არ მისცეს. ყალაბეგაშვილის თქმით, სიმართლე ჩვენიანად და სხვისიანად არ უნდა იყოფოდეს. მისივე თქმით 30 წელია, სიმართლე არა მოცემულობა, არამედ ბაბლის გათვალისწინებით დადგენილი ნორმაა: "მთავარი არხი • Mtavari Arkhi Formula • ფორმულა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი გუშინ რუსეთის შემოჭრის დღე ხომ არ იყო? გუშინ კორონას საშინელი სტატისტიკა ხომ არ გვქონდა? გუშინ ლელა წურწუმიას უდიდესი, სამარცხვინო კონცერტი ხომ არ გამოგრჩათ? აა, ეგ “ძივა" სხვა ბაბლიდანაა და არ უნდა შეიმჩნიოთ?! ოკ! ნუ ღარიბაშვილი გავიგეთ, არც მალავს რა პარაზიტი ბაღლინჯოც არი... აი, Mtavari Arkhi -დან, სრულიად ლეგიტიმურად ადამიანები ლანძღავენ, წულუკიანს, წინაასაარჩევნო, უბანძესი, მეტად სახიფათო კონცერტების გამო... ამ დროს, ეს ბრეჟნევისდროინდელი “ძივა" იგივე მთავარი არხი • Mtavari Arkhi - ზე, გაიმართება წელში და წაიყვანს რაღაც გადაცემას, ისე რომ არავინ ეტყვის “სამარცხვინოდ მოიქეციო"... მერე გვიკვირს, რატომ ვართ ქაქში? აი ამიტომ - სიმართლეს ჩვენიანად და სხვისიანად, რომ ვყოფთ... 30 წელია სიმართლე არა ობიექტური, არამედ პერსონალიზირებულია... მეფარიძე თუ მღერის წინასაარჩევნოდ, რაღაც უბანძეს, დინოზაურისდროინდელ სიმღერებს, უპასუხისმგებლო ქაჯია და... ეს შევარდნაძის დროინდელი “ძივა" თუ ათუხთუხებს წინასაარჩევნო კონცერტზე ერთმანეთში შეზელილ ხალხს, კორონა ისვენებს... აესე 30 წელია, სიმართლე არა მოცემულობა, არამედ ბაბლის გათვალისწინებით დადგენილი ნორმაა..." - წერს ხვიჩა ყალაბეგაშვილი. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენცია განახორციელა, რასაც ქართულმა თავდაცვის ძალებმა 8 აგვისტოს უპასუხეს. 5-დღიანმა ომმა საქართველოს 412 მოქალაქე შეიწირა. მათ შორის 169 ჯარისკაცი.












0
840
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
840