x
image
მაია 24
ამაღამ ახალმთვარეობაა - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა უახლოესი დღეების შესახებ და ვისთვისაა კარგი პერიოდი
image


8 აგვისტოს ლომის მე-17 გრადუსში ახალმთვარეობას ველოდებით. ეს მეტად მნიშვნელოვანი დღეა, მთვარის ახალი კალენდარი იწყება. ამასთან, 8 აგვისტო არის ძლიერი ენერგეტიკული დღე. მზე და მთვარე ლომის ნიშანში ხვდებიან ერთმანეთს, 8-დან მთვარე დაიწყებს მატებას 22 აგვისტომდე, ამ დღეს გვექნება სავსემთვარეობა. ახალმთვარეობა იქნება კვირას, მაგრამ შაბათი ცოტა რთული დღეა და ახალმთვარეობამდეც უარყოფითი ენერგების მატება იგრძნობა.


ახალმთვარეობა გვაქვს ლომის ნიშანში, ლომი მართავს გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. ამ დღეს, წინა და მოდევნო დღესაც, ადამიანი ისედაც სუსტად გრძნობს თავს; დაქვეითებულია იმუნიტეტი. ამიტომ ნუ გადატვირთავთ ორგანიზმს ფიზიკურად და ემოციურად. ეცადეთ იყოთ პოზიტიურ განწყობაზე, არ იჩხუბოთ და ინერვიულოთ.


ახალმთვარეობის ღამეს ჩამოწერეთ კონკრეტული სურვილი და მიზანი. აი, ახალი საქმეები კი დაიწყეთ 9 აგვისტოდან.



მზე ახლა ლომის ზოდიაქოშია, თავისი სიძლიერის სახლში. ლომი არის ბავშვების, შემოქმედების, თვითრეალიზაციის, დღესასაწაულების, სიყვარულისა და გატაცებების სიმბოლო. 22 აგვისტომდე, სანამ მზე ლომში იქნება, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გექნებათ შემოქმედებითი იდეების განსახორციელების სურვილი. განსაკუთრებით მათ, ვისაც პირად რუკაში ძლიერი მზე გყავთ: მზით და ასცენდენტით ლომებსა და ვერძებს ან მათ, ვისაც ძლიერი მეხუთე სახლი გაქვთ, ლომში ან კეთილი პლანეტებით დატვირთული მეხუთე სახლი.


ახალმთვარეობაზე გარშემო მყოფებში მოიმატებს ეგოისტურობა, ყველაფრით უკმაყოფილება. შეიძლება მოგვიწიოს სხვებზე დაქვემდებარებამ, სხვისი მითითებების შესრულებამ. გამორიცხული არაა აკრძალევები და შეზღუდვები, თქვენი სურვილების წინააღმდეგ წასვლა. ამასთან დაძაბულობამ შეიძლება პიკს მიაღწიოს, ემოციურობაც მომატებული, განწყობა კი ცვალებადია და გამოვლინდება დაუმორჩილებლობის, სპონტანურობის, უსიამოვნებების მომენტები. მოერიდეთ რჩევების გაცემას. ნუ იცხოვრეთ პრინციპით - "კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს და სხვის თვალში ბეწვს ამჩნევსო". ფრთხილად დენის წყაროსთან, ელექტრონივთებთან. ყველაზე მეტად ამ ახალმთვარეობას იგრძნობენ ისინი, - ადამიანებიც და ქვეყნებიც, - რომლებიც ლომის ნიშნით იმართებიან. ნუ შეუშინდებით და უფრო მეტად, ნუ შეეწინააღმდეგებით ცვლილებებს. იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური.


12 აგვისტომდე საინტერესო პერიოდი გველის, მას პლანეტარული წლის დასაწყისსაც კი უწოდებენ. მზე და სირიუსი, რომელსაც მეორე მზეს უწოდებენ ერთ ხაზზე დგებიან. ამ პერიოდში ეცადეთ, მზის ამოსვლისთანავე ადგეთ, ცოტა ხანი უყურეთ აისს, მიიღოთ მზის აბაზანები (ოღონდ, გონივრულად), შეგიძლიათ ჩაატაროთ მზიური პრაქტიკები, რათა მაქსიმალურად დაიმუხტოთ მზის ენერგიით. თუ თილისმას ატარებთ, დამუხტეთ ის მზის ენერგიით. ეს პერიოდი აგრეთვე კარგია ლიდერის თვისებების გამოსავლენად, დღესასწაულების მოსაწყობად, ბავშვებთან ერთად დროის გასატარებლად. იყავით შემოქმედებითი. გახდით თქვენი ცხოვრების მთავარი გმირი.


ახალმთვარეობაზე მოერიდეთ ალკოჰოლისა და ყველა მათრობელა საშუალების მიღებას. აგრეთვე, სიფრთხილე გმართებთ ქიმიურ ნივთიერებებთან. გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ მანიპულატორების მსხვერპლი. არ იაფერისტოთ და არც სხვას მოატყუებინოთ თავი. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას საყვარელ ადამიანთან. არ გირჩევთ ახალმთვარეობაზე პლუს/მინუს 2 დღე ახალი ნივთების შეძენას.


მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, მათ ვისაც სურს ელექტრო, საყოფაცხოვრებო, კომპიუტერული ტექნიკის ყიდვა, საუკეთესო პერიოდია 18-22 აგვისტო. ეს პერიოდი აგრეთვე კარგია მეგობრებთან შეხვედრისთვის, სოციალურ ქსელებში აქტიურობისთვის და მათთვისაც, ვისაც სურს, ინტერნტსაქმიანობის დაწყება.


ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად? მათზე, ვისი დაბადების პერიოდიც უწევს 5-11 აგვისტოს შუალედში. მზად იყავით სასიამოვნო სიახლეებისთვის. პირველი-7 თებერვლის, 3-9 მაისის და 5-11 ნოემბრის შუალედში დაბადებულებმა მეტად გამოავლინეთ თქვენი სურვილები, იმოქმედეთ გააზრებულად, დაკვირვებულად და ბრძნულად. პლანეტების კეთილგანწყობა ელით მათ, ვინც დაიბადნენ: 2-8 აპრილის, 3-9 ივნისის, 6-12 ოქტომბრისა და 5-11 დეკემბრის შუალედში.


თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ნახეთ, რომელი პლანეტა ან მნიშვნელოვანი წერტილები ხვდება ლომის მე-17 გრადუსში. აგრეთვე, ლომის, მორიელის, მერწყულისა და კუროს 14-20 გრადუსებში. პლანეტებისა და სახლების თვისებების მიხედვით, მიხვდებით, რა სფეროები გექნებათ გააქტიურებული.


ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ!


ასევე დაგაინტერესებთ:



კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს



ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."



დადგა 5-თვიანი კარმული პერიოდი - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია, შემოდგომამდე გადადოს



"ხალხი "ენას ამოიდგამს" და ოჯახურ სკანდალებსაც კი გაასაჯაროებს... მეტად მოვიზიდავთ იმას, რისიც გვეშინია" - რა საფრთხეს მოგვიტანს ლილიტი მომდევნო 9 თვეს



ვინ იშოვის დიდ ფულს, ვინ გახდება თაღლითობის მსხვერპლი და ვინ გაიგებს მოულოდნელ საიდუმლოს საკუთარ პარტნიორზე - 9 თვის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ლილიტის მიხედვით

0
1806
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0