x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
7 ისტორიული პიროვნება, რომელთა სხეულის ნაწილებიც სიკვდილის შემდეგ მოიპარეს

image


ანა ბოლეინის გული, მოცარტის თავის ქალა და ნაპოლეონის პენისიც კი, - დამეთანხმეთ, რომ საკმაოდ უცნაური სამახსოვრო საჩუქრებია წარსულის კერპთა ხსოვნის უკვდავსამყოფად, თუმცა ვიღაცისთვის ისინი შესაძლოა მართლაც მეტად ძვირფას რელიკვიას წარმოადგენდეს.





თომას პეინის ჩონჩხი


აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი თომას პეინი XVIII საუკუნის განმანათლებლობის რევოლუციური ფრთის წარმომადგენელი გახლდათ. ერთ დროს "ამერიკის ნათლიმამად" წოდებული, შეერთებული შტატების ერთ - ერთი ფუძემდებელი, რომელმაც სიტყვასიტყვით დაწერა სიტყვები "ამერიკის შეერთებული შტატები" გალოთებული, თითქმის მათხოვრად ქცეული სადღაც მანჰეტენზე გარდაიცვალა.


image


მისი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ, მისი ნეშტი უილიამ კობეტმა ამოთხარა და ცხედარი ინგლისში გაგზავნა, რათა ის სათანადო პატივით დაეკრალა და ძეგლიც დაედგა, თუმცა ამისთვის მან საჭირო სახსრების მოზიდვა ვერ შეძლო, ის პეინის ჩონჩხს თავისი სახლის სხვენში, სკივრში სიკვდილის ბოლომდე ინახავდა. ნეშტის ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია.





ჯერონიმოს თავის ქალა


ითვლება, რომ ერთ - ერთი აპაჩის ტომის განთქმული ლიდერის თავის ქალა იელის სტუდენტთა საიდუმლო საზოგადოების - "თავის ქალა და ძვლების" წევრებმა 1918 წელს მოიპარეს და თავიანთ შტაბ - ბინაში შუშის ვიტრინაში მოათავსეს.


image


ჯერონიმოს წინაპრები 2009 წელს საიდუმლო საზოგადოების წინააღმდეგ სარჩელის შეტანასაც კი ცდილობდნენ, თუმცა მტკიცებულებების არ არსებობის გამო საქმე შეწყდა, თუმცა, ჯერ კიდევ 2005 წელს, ისტორიკოსმა მარკ ვორტმანმა 1918 წლის საზოგადოების ორ წევრს შორის მიმოწერა აღმოაჩინა, სადაც მოხსენიებული იყო "ღირსეული ჯერონიმო მრისხანის თავის ქალა, ექსჰუმირებული მისი საფლავი ფორტე სილიდან".





მეფე ბადუ ბონსუ II-ის თავი


1838 წელს როდესაც ჰოლანდიელები განას ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას ცდილობდნენ, მეფე ბადუ ბონსუ II - ე დასავლეთ აფრიკაში მდებარე ამ სახემლწიფოს მეფე გახლდათ, მან თავი ორ ჰოლანდიელ ოფიცერს მოკვეთა და საკუთარ ტახტზე დაკიდა.

image

მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ, თავი მასაც მოჰკვეთეს, ყოფილი მმართველის თავი მრავალი წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, სანამ ერთ დღეს ის ჰააგაში, შუშის ფორმალდეჰიდის ქილაში, შემთხვევით არ იპოვეს. აანტას წარმომადგენლები ჰააგაში საგანგებოდ გაფრინდნენ, რათა თავი უკან განაში დაებრუნებინათ, თუმცა მანამდე მათ დაკრძალვის რიტუალი შეასრულეს, რომლის დროსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს იატაკზე ჯინი დაასხეს.





მოცარტის თავის ქალა


ევროპის ზოგიერთ ნაწილში ძველი საფლავების გათავისუფლება და მათი თავიდან გამოყენება ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. მოცარტი ვენის წმინდა მარქსის სასაფლაოზე დაკრძალეს, ხოლო 1801 წელს როდესაც ნეშტის გადატანის დრო მოვიდა, სასაფლაოზე მომუშავე ერთ - ერთმა მელომანმა მუსიკალური გენიოსის თავის ქალა მიითვისა.

image


გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თავის ქალა ვენაში ხელიდან ხელში გადადიოდა, სანამ საბოლოოდ, 1902 წელს, ის მოცარტეუმის ფონდის მუზეუმს საჩუქრად არ გადაეცა, სადაც ის დღემდე ინახება, თუმცა დამთვალიერებლებისთვის გამოფენილი არ არის.






ნაპოლეონის პენისი


ამ სიაში ალბათ, ყველაზე ცნობილი "არტეფაქტი" - საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის პენისია.



image


გაკვეთის დროს, რომელიც კორსიკაში ჩატარდა, საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერს სასქესო ორგანო მოაჭრეს და მღვდელს გადასცეს, როდესაც ის 1927 წლის მანჰეტენის გამოფენაზე იქნა ნაჩვენები, ჟურნალმა "TIME" - მა ის "ძროხის ხორცის ნაჭრის მსგავსს ან დანაოჭებულ გველთევზად" აღწერა. შემდეგ საფრანგეთის მმართველის პენისი მდიდარმა ექიმმა - უროლოგმა შეიძინა, რომელსაც ის საწოლის ქვეშ თითქმის 30 წლის განმავლობაში ინახავდა.





ანა ბოლეინის გული


ეს უფრო ლეგენდაა, ვიდრე ფაქტი, თუმცა ითვლება რომ ანა ბოლეინის სიკვდილით დასჯის შემდეგ მისმა ყოფილმა ქმარმა ჰენრი VIII- მ მას გული ამოაჭრა და გულის ფორმის ზარდახშაში მოათავსა.


image


ზარდახშა საფოლკის ეკლესიის სამალავში ინახებოდა, სადაც ის 1836 წელს საეკლესიო ორგანოს ქვეშ დაკრძალეს.





მუსოლინის ტვინი


ფაშისტი დიქტატორის ტვინი eBay–ის ინტერნეტ აუქციონზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, რომლის საწყისი ფასიც 13 000 ევროს შეადგენდა. მოგეხსენებათ, რომ ზემოხსენებულ საიტზე სხეულის ნაწილების გაყიდვა კატეგორიულად იკრძალება, ამიტომ პოსტი გამოქვეყნებიდან მალევე, რამდენიმე საათში წაშალეს.


image


არავინ იცის თუ სად არის სინამდვილეში მუსოლინის ტვინი. ის დახვრიტეს და მილანში, თავის საყვარელ კლარეტა პეტაჩისთან ერთად ლორეტოს მოედანზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე თოკით თავდაყირა დაკიდეს, ხოლო მთავრობამ ცხედარი ოჯახს 1957 წელს გაკვეთის შემდეგ დაუბრუნა. ვინ იცის, იქნებ ფაშისტის ტვინი მართლაც ვინმე სადისტის სახლში დღემდე ინახება.








0
198
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
198