x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ კარგად დამუშავებული მეთოდები ე.წ. „სასარგებლო იდიოტების“ გამოყენებისა-მამუკა არეშიძე

image

"კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი, პროფესორი და პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე:
image

90-იანი წლების ბოლოს რუსეთის სათავეში მოსულმა კგბ-ს ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს, კარგად შეისწავლა ჰიბრიდული ომის პრინციპები და დაიწყო იგივე მეთოდით დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლა. სწორედ რუსეთის სპეც სამსახურების ანალიტიკური ცენტრების მიერ შექმნილი ნარატივით გამდიდრდა ჰიბრიდული ომის მეთოდოლოგია, იგულისხმება ენერგეტიკული ფაქტორი. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, დასავლური ალიანსის ნაწილს, ევროპას, აქვს ძლიერი ეკონომიკური რესურსი, მაგრამ მწირი ენერგეტიკული შესაძლებლობები. სწორედ ამ ფაქტორის გამოყენება გადაწყვიტა რუსეთმა.
image

იმპერიის ძველი საზღვრების აღდგენის კრემლისეულ პროგრამაში, არც საქართველო არის დავიწყებული და აქაც უნდა ველოდოთ ჰიბრიდული ომისათვის დამახასიათებელი დესტრუქციული პროცესების გააქტიურებას.
შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ კრემლის კვალი საქართველოში მიმდინარე პროცესებში აშკარად ჩანს. დღეს რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ატარებს სისტემური ქაოსის ნიშნებს. ამ კონტექსტში უნდა იქნას დანახული: უცხოელებზე თავდასხმის გახშირებული შემთხვევები; ჟურნალისტების დარბევა; ევროკავშირის დროშის დახევა; ყველანაირი საპროტესტო პოტენციალის აქტივაცია (ანტიჰესების კამპანიით დაწყებული და ლგბტ აქტივისტების პროვოკაციული აქციებითა და მათი „მოწინააღმდეგე“ ჯგუფების ძალადობით დამთავრებული).
image

რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ კარგად დამუშავებული მეთოდები არა მხოლოდ პირდაპირი აგენტების, არამედ მათ ინტერესებში მოქმედი მართვადი ინდივიდების და ჯგუფების (ე.წ. „სასარგებლო იდიოტების“) გამოყენებისა.
ზემოთ ვახსენეთ ენერგეტიკა, როგორც რუსეთის გავლენის გაძლიერების ფაქტორი. გავიხსენოთ პოლონეთში, უკრაინაში, აშშ-ში, საქართველოში - რუსეთისათვის არასასურველი ენერგოპროექტების წინააღმდეგ წარმართული კამპანიები, რომლებშიც ჩართული არიან როგორც წესი, ერთი და იგივე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურები. საქართველოში, ერთი და იგივე არასამთავრობოები იბრძოდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის წინააღმდეგ და ნებისმიერი, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის მნიშვნელოვანი სხვა პროექტების (ხუდონჰესი; ნენსკრა ჰესი; ნამოხვანის ჰესი და ა.შ.) წინააღმდეგ და საერთაშორისო „მოკავშირეების“ როლებიც სტერეოტოპულად იყო განაწილებული: საერთაშორისო არასამთავრობოების ქსელი „ბენქვოჩი“ მათი ქართველი პარტნიორებით, „მწვანე ალტერნატივა“ და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), როგორც „თანამომჩივანი“ მხარე და მათივე ლობირებით - მომრიგებელ მხარედ „ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია”.
image

ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ ბრძოლაში, წმინდა გარემოსდაცვითი ხასიათის არგუმენტებთან ერთად, მომჩივანი მხარე არ მოერიდა ისეთი არგუმენტების გამოყენებასაც, როგორიც არის სვანების ეთნიკური კუთვნილება: გამოცხადდა, რომ სვანები წარმოადგენენ ქართველებისაგან განსხვავებულ „ეთნიკურ ჯგუფს“ - არა „ეთნოგრაფიულ“ ჯგუფს, არამედ სწორედ ეთნიკურად განსხვავებულ ჯგუფს და ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილში მყარად დამკვიდრდა აზრი, რომ სვანეთი დაპყრობილი აქვს საქართველოს, რომ „არაქართველი“ სვანები განიცდიან ქართველების მხრიდან კოლონიურ ჩაგვრას.
image

სხვათა შორის, ეს სტერეოტიპი გამოყენებულია არა მხოლოდ ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ, რაც უფრო სახიფათოა, იმ ძველი რუსული ნარატივის დასამკვიდრებლად, რომ მეგრელები და სვანები ქართველები არ არიან, ეს კი პირდაპირ ემსახურება იმპერიულ პოლიტიკას - „გაყავი და იბატონე“. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლე ჩვენს თანამემამულეებს პასპორტში უწერენ „სვანი“ ან „მეგრელი“, რომ ხაზი გაუსვან მათ არაქართველობას. ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ნარატივს მხარი აუბა საქართველოს ზოგი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც (ჩვენთან ხომ ნებისმიერი „საპროტესტო“ ნარატივი განხილულია პარტიების მიერ, როგორც ინსტრუმენტი მთავრობასთან საბრძოლველად და თავისი ელექტორატის გასაზრდელად, ეს ყოველთვის ხდება ზედაპირულად, ქვეყნის ინტერესების გაუთვალისწინებლად).
ჩვენ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან არასწორად და არაეფექტურად შედგენილი პროექტი და საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხი. გარდა ამისა, ისიც უნდა ვიცოდეთ, ვის და რისთვის სჭირდება ის, რომ საქართველოში ენერგეტიკა არ განვითარდეს არამხოლოდ ჰიდრო, არამედ ზოგადად ენერგეტიკა. წარმოიდგინეთ, თავის დროზე ბაქო-ჯეიჰანის პროექტი რომ არ განხორციელებულიყო, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით.
10
580
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
580
  
2021, 10 აგვისტო, 11:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 10 აგვისტო, 10:16
ეგეთია თანამედროვე სამყარო. უამრავი ინფორმაცია და ჭირს სწორი არჩევანის გაკეთება. ზოგი ერთს წერს და ზოგი მეორეს. რაც ყველაზე მთავარია,სავალდებულო არ უნდა იყოს აცრა და ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს.
2021, 9 აგვისტო, 21:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 9 აგვისტო, 15:34
რაც კორონა არ შემხვედრია ამ ხნის განმავლობაში და სიმართლე გითხრა,არც შიში მაქვს მაგის.უბრალოდ,აცრა ჩავიტარე პასუხისმგებლობის გამო,რადგან მთავრობას საბაბი არ ქონდეს ისევ ჩაგვკეტოს. ერთ წელში შექმნილი ვაქცინა რისკია,მარა რას ვიზავთ. მე ის მამშვიდებს რო ებრალები მესამე წრეზე წავიდნენ,ეგ ერი ცუდს არაფერს გაიკეთებს.
2021, 9 აგვისტო, 14:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 8 აგვისტო, 18:08
ხოდა პანდემიით თუ ხელის მოთბობას ცდილობენ,მაშინ რა გასაკვირია იაფ გაზში ძვირი გადაგვახდევინონ.
2021, 8 აგვისტო, 18:06
თუ მაგ საკითხებს გავითვალისწინებთ,მაშინ არც მე ვეთანხმები. ჰესები უნდა აშენდეს და ის უნდა წაადგეს ქვეყანას,უნდა იყოს უსაფრთხო,სხვა შემთხვევაში არაფერში გვჭირდება. რაც შეეხება ტარიფებს,საქართველოში ყველაფერი მოსულა და ანომალიას რა დალევს. აგერ პირველი დოზა გავიკეთე ვაქცინის და კოვიდპასპორტი არ მომცეს. ყველას და ყველგან აძლევენ,ხოლო ამ კლინიკამ არაო. რად გინდა თუ არსად არ მიდიხარო. ბევრი კამათის მერე თაბახის ფურცელი მომცეს და მითხრეს დროებითი საბუთიაო. არავის არ აძლევდნენ მანამდე და მერე ყველამ მოითხოვა,ხოდა მისცეს თაბახები. ეს ხო წარმოუდგენელია,მაგრამ ხდება და კიდევ მოხდება. ადგებიან და ფულს გააკეთებენ,გასცემენ ამ საბუთებს ექიმები და გაახარებენ ანტივაქსერებს. ჩვენთან მონაცემთა გადამწმება ხო უმაღლეს დონეზეა და შესაბამისად,ბევრი აცრილი გვეყოლება :)
2021, 8 აგვისტო, 12:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 7 აგვისტო, 21:19
ორასი წლის წინ ილია ჭავჭავაძე წერდა რო ჩვენი საშველი განათელებაში და ეს არის ჩვენი ომის წინა ხაზი. ორასი წელი გავიდა და კიდევ ამაზე ვსაუბრობთ,იმ კაი კაცს კი მართალი ვუწოდეთ და გვკიდია მისი სიმართლე. რასაც ეს კაი კაცი ამბობდა,ყველაფერს საპირისპიროდ ვაკეთებთ და ეს არის ჩვენი უბედურება. ამ საუკუნეშიც გვყავდა ერთი კაი კაცი და თან ორასი კილო,მაგრამ იუდას ვეძახდით,ყველანაირად ვუზღუდავდით სამოქმედო არეალს. ცოდნის ფონდი შემქმნა ამ კაი კაცმა და ორი უმაღლესი დონის უნივერსიტეტი,რადგან ჭავჭავაძის არ იყოს,ისიც ფიქრობდა რო ჩვენი ომის ხაზი განათლებაზე გადის. რუსეთის აგენტურა რისი რუსეთის აგენტურაა,თუ ამას წინ არ აღუდგა. ჯერ გაუფუჭეს სახელი და მერე სახელმწიფო უწყებები ჩართეს საქმეში. ერთი პრაკოლი მოუვიდათ მაინც და ვერ გათვალეს ამ კაი კაცის სტუდენტების მხრიდან მხარდაჭერა. ეს ორას კილოიანი კაცი გაქციეს,მაგრამ უნივერსიტეტები დარჩა და თავის სიტყვას იტყვის ახლო მომავალში. თქვენი მონამორჩილიც წინა ხაზზე ვიდექი და ბრძოლით დავტოვეთ ეს დიდი საქმე ამ ქვეყანაში. არადა ბულინგი მოდიოდა ყველა მხრიდან,ტრანსპორტში ვიყავით თუ უბანში,ყველა ჩვენ გვლანძღავდა,მაგრამ ვერ გაგვტეხეს. სწორედ ასე ვერ გატეხავენ ქართული ინტერესის დაცველებს ამ ქვეყანაში. შეიძლება მცირენი ვართ ჯერ,მაგრამ აუცილებლად გავმრავდებით. მეტი თავისუფლება,მეტი ლოგიკური აზროვნება ქართველ ერსს. რუსეთი და მისი აგენტები არიან სიბნელის პოპულარიზაციით დაკავებულები და მაგის წამალი სინათლეა,ხოლო ეგ სინათლე განათლებაშია
2021, 7 აგვისტო, 21:07
ახალი ამბავი,თუ რუსეთი ცდილობს მეზობელ ქვეყნებში არეულობის შეტანას და თავისი სასურველი სცენარის განვითარებას. 30 წელია ეგრე ხდება(მანამდეც ხდებოდა) და კიდევ გაგრძლედება,სანამ არ გვეცოდინება სიმართლე ჩვენს უახლოეს ისტორიაზე. თითქმის ყველა პარტიაში არის მოკალათებული ერთი მხედრიონელი და დაგუალობენ ისე,რომ კაციშვილი ხმას არ სცემს. აგერ რუსებმა გაიტაცეს ქართველი და მანამდე არ გაათავისუფლეს,სანამ ილია(ივერიონმა) მეორემ არ თხოვა. წარმოიდგინეთ,რამხელა მარაზმში აცხოვრებენ ქეყანას,როცა ამას აჯერებენ. ერთი წელი იყო უკანონო პატიმრობაში ადამიანი და თუ მაგდენი შეეძლო,რატო მანამდე არ გააკეთა. ეს არის ნათელი მაგალითი იმის,თუ როგორ უწევს მხარდაჭერას კრემლი მხარდაჭერას თავის აგეტებს და როგორ ზრდის მათ პოპულარობას. ხალხი უჯერებს,რადგან არ აქვს აზროვნების უნარი და განათელბა არ აქვს საკმარისი ეს რო გაიაზროს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10