x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
მღვდელმა საყვარლის გამო ცოლი ისეთი სისასტიკით მოკლა,რომ თვით პოლიციელებიც კი შეაძრწუნა
image

45 წლის მღვდელი თომას გოტჰარდი ფრედერიკსუნდიდან(დანია) ასწავლიდა ხალხს ღვთის კანონებს, მაგრამ თვითონ მან ჩადინა ისეთი ბოროტება, რომ შოკში ჩააგდო გამომძიებლებიც კი.



როდესაც მისი 43 წლის მეუღლე, პროფესიით ფსიქოლოგი მარია იაკობსენი გაქრა, მღვდელმა განაცხდა, რომ ცოლს დაეწყო დეპრესია, რის გამოც სახლიდან წავიდა და დატოვა ფული და დოკუმენტები. მაგრამ რეალობა გაცილებით უარესი აღმოჩნდა.



სინამდვილეში, რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. გოტჰარდმა გაიჩინა საყვარელი, რომელზეც "გიჟდებოდა".ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი მეუღლის მოშორება. იგი დიდხანს ფიქრობდა რა გზით და როგორ მოეკლა ცოლი. ”ეს ჩემთვის ერთგვარი ჰობი გახდა”, - განაცხადა მან მოგვიანებით.


image

საბედისწერო დღეს, მღვდელი დაელოდა, როდის წაიყვანდა მარია ბავშვებს სკოლაში.როცა მარტონი დარჩნენ, ჯერ თავში ჩაარტყა ცოლს და შემდეგ გაგუდა.ამის შემდეგ გვამი მჟავით სავსე კასრში ჩააგდო -ამ ბოლო ქმედებისას მღვდელი შთაგონებული იყო სერიალი"Breaking Bad"-ის ერთ-ერთი ეპიზოდით.


თუმცა, მჟავამ გვამი ბოლომდე ვერ დაშალა. ამის შემდეგ თომას გოტჰარდმა ჯერ დაანაწევრა ნაშთები, შემდეგ დაწვა და დამარხა.


დაკავების შემდეგ წარმოთქმული ცრემლიანი "მოსანანიებელი"სიტყვების მიუხედავად, ნაძირალა სულ ბოლო მტკიცებულებამდე არ აპირებდა დანაშაულის აღიარებას.

ამასთან, სამართალდამცავებმა მის სახლში აღმოაჩინეს მჟავა, ხოლო კომპიუტერში გუგლის ძებნის ველში ასეთი ჩანაწერები:"გაუჩინარება", "თვითმკვლელობა", "ნავთის კასრები" და ა. შ.

image

”ერთადერთი, რასაც ნანობს, არის ის, რომ დაიჭირეს”, -თქვა პროკურორმა ანა-მეტ სეირუპმა. დამნაშავეს მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

0
707
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
707
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0