x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"პარლამენტის წინ სახინკლეში ისეთი რიგი იყო ნაცებმა ნაღდად ივლისის პრემია აიღეს"- რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საპარლამენტო ოპოზიციას საკმაოდ ცინიკურ კონტექსტში მოიხსენიებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ: "სანამ დასავლეთი (მეტწილად ამერიკა) არ გააცნობიერებს, რომ ჩვენ აქ ივანიშვილს კი არა, ივანიშვილის სახით რუსეთს ვებრძვით, ჩვენი რესურსები მწირი და ამოწურვადია მის, ჩვენთან შედარებით, განუზომელ რესურსებთან და ჩვენი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილისათვის მისი მახინჯი “ფასეულობები” სრულიად მისაღებია, და ამ ბრძოლაში სწორ და ადეკვატურ პოზიციას არ დაიჭერენ, დამარცხებისთვის და პოლიტიკური რუკიდან გასაქრობად ვართ განწირული. დასვენების თვეა მაინც და ორი რამ არ გამომაპაროთ. შარლ მიშელი რას უპასუხებს ჭიჭე ვაშაძის ახალგაზრდულს, ფრანგულად რომ მიმართეს და პუტინი რა პასუხს დაუბრუნებს პატრიოტთა ალიანსს. გუშინ პარლამენტის წინ ზოდიაქოს სახინკლეში ისეთი რიგი იყო რომ პარლამენტში დარჩენილმა ნაცებმა ნაღდად ივლისის პრემია აიღეს. " - წერს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც საკუთარ გვერდზე ასევე ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის გუშინდელ განცხადებასაც ეხმაურება, რომლის თქმითაც მთავრობის ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან 2030 წელს 40%-მდე შემცირდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე, ხუციშვილმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ 2030 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 2%-მდე შემცირდება: "ჯერ თქვენი ოროსანი .... და მერე თქვენი მათემატიკის მასწავლებლის... თქვენი ზღაპრებით 2040 წელს ნორვეგიას გავუსწრებთ. PPP-ით კი არა Gini-თ და HDI-თ იანგარიშეთ თუ გინდათ"- ვკითხულობთ პოსტში, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თან მთავრობის მიერ გავრცელებულ მონაცემებსაც ურთავს.


image












0
469
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
469