x
ტრიქოფაგია





image

ტრიქოფაგია ფსიქიკური დარღვევაა, რომლის დროსაც ინდივიდი ჭამს საკუთარ ან სხვის თმას, ეს მომდინარეობს სხვა დარღვევიდან, რომელსაც ტრიქოტილომანია ეწოდება, რომელიც თავისმხრივ ეკუთვნის ობსესიურ-კომპულსურ აშლილობის სიას DSM-5-ში. ამ შემთხვევაში ინდივიდი აკვიატებულად იშორებს თმას. დროთა განმავლობაში ტრიქოტილომანია შეიძლება გადაიზარდოს ტრიქოფაგიაში. იმ ადამიანების 30 პროცენტს, რომელსც აქვს ტრიქოტილომანია ასევე აქვსს ტრიქოფაგიაც. ეს ნამდვილად იშვიათი და უნიკალური დაავადებაა, რომელიც 30 წლის ქვემოთ ძირითადად ქალებს ემართებათ. ის ასევე ვლინდება ბავშვებშიც. ადამიანები იშორებენ თმას მთელი სხეულიდან და ჭამენ. მათ შორის თავიდან, წარბებიდან, წამწამებიდან ან სხვა ადგილებიდან. ეს ქცევა შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში გამოვლინდეს, მაგრამ უფრო მძაფრად ვლინდება მაშინ, როცა პირი სტრესულ სიტუაცაშია. ეს არის თვითდაზიანების ფორმა, რომელსაც ამ აშლილობის მქონე ბევრი ადამიანი გაუცნობიერებლად აკეთებს.


თმების გამუდმებით ჭამას მძიმე შედეგები ახლავს თან. ადამიანის კუჭ-ნაწლავის სისტემა ვერ ამუშავებს თმას და წარმოიქმნება თმის ბურთი, რომელსაც ტრიქობეზოარს უწოდებენ, როცა ბურთი დიდი ზომისაა ის ნაწლავებს კეტავს და მთელ რიგ პრობლემებს იწვევს: წონის კლება, მადის დაკარგვა, დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ზოგ შემთხვევაში სისხლდენა. ბურთის მოსაშორებლად ერთადერთი გზა ქირურგიული ჩარევაა.



ტრიქოფაგიის მიზეზები ნათლად არაა განსაზღვრული. არსებობს მოსაზრება რომ, ის შეიძლება იყოს მრავალი ფაქტორით განპირობებული, როგორიცაა გენეტიკური მიდრეკილება, სოციალური გარემო, ნეირობიოლოგიური ფაქტორები. თუმცა ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი კვლევები არ არსებობს.


ტრიქოფაგია დიდადაა დაკავშირებული ტრიქოტილომანიასთან. ტრიქოტილომანიის კვლევებში ჩანს, რომ ტრიქოფაგია ვითარდება ტრიქოტილომანიის შემთხვევათა 30%-ში. ზოგადად ტრიქოტილომანიას თან ახლავს დეპრესია, შფოთვა. კვლევების თანახმად ტრიქოტილომანია და ტრიქოფაგია ერთმანეთთან ასოცირდება იმ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს ბავშვობაში გადატანილ სექსუალურ ან ფსიქიკურ ძალადობასთან, ინტელექტუალურ უუნარობასთან.


ტრიქოფაგიის მკურნალობის მთავარი საშუალება თმის ჭამის აღმოფხვრაა. აუცილებელია ფსიქოთერაპიები.


ქცევითი თერაპია-ასწავლიან როგორ აირიდონ თმის ჭამა იმ სიტაუციაში, რომელსაც ის იწვევს.


ჩვევების შეცვლის თერაპია- სთავაზობენ ამ ქცევის ალტერნატივებს, როგორც პასუხი შფოთვაზე თმის ჭამის ნაცვლად. ყოველთვის, როცა თმის ჭამის სურვილი გაუჩნდება წავიდეს სასეირნოდ ან გააკეთოს სუნთქვითი ვარჯიშები.


კოგნიტური ქცევითი თერაპია- ის შეიძლება გამოიყენონ იმ ფსიქიკური აშილობების სამკურნალოდ, რომელიც შეიძლება თან ახლდეს და ამწვავებდეს ტრიქოფაგიას, მაგალიათად შფოთვითი აშლილობები.

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ სულეიმანაშვილი
მარიამ სულეიმანაშვილი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0