x
პარეიდოლია

პარეიდოლია


ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, როდესაც შეგიმჩნევიათ მთვარეზე, ღრუბლებში, ანდა კედელზე, ფანჯრების და კარების მარტივ განლაგებაში, დაძველებულ ბოსტნეულში და დამწვარ ტოსტშიც კი ადამიანის სახე და ეჭვი შეგპარვია საკუთარ თავში, ნუ იღელვებ, ეს ადამიანის ჩვეული მახასიათებელია. საინტერესოა რა იმალება ვენი სურვილის უკან, დავინახოთ სახეები ჩვენს გარშემო არსებულ ობიექტებში. ადამიანთა უმეტესობას არც კი გაუგიათ პარეიდოლიის შესახებ, თუმცა დარწმუნებული ვარ თითოეულ ჩვენგანს განუცდიას.


პარეიდოლია არის ფსიქოლოგიური ფენომენი, როდესაც გონება რეაგირებს სტიმულზე რაიმე სახის იმ ნაცნობი ნიმუშის (ხმა, გამოსახულება) აღქმით, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ის ერთ დროს მიიჩნეოდა ფსიქოზის სიმპტომად, მაგრამ ის ახლა ცნობილია თითოეული დამიანისთვის დამახასათებელ ჩვეულ მოვლენად. პარეიდოლიის ნიმუშები უამრავია. მათი უმეტესობა მოიცავს აცნობი სახის, ან ფორმის ახვა ობიექტებში, რომლებსაც ისინი არ შეიცავენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება უცნაურად გეჩვენოთ, ანდა სრულად უსარგებლოდ, სიმართლე ისაა რომ პარეიდოლიის არსებობა იმის ნიშანია, რომ ჩვენი ტვინი სწორად მუშაობს. ევოლიციამ ის მოამზადა ჩვენს გარშემო არსებული ნიმუშების შესამჩნევად. ეს ერთგვარი მექანიზმია, რომელიც ადამიანს სასტიკ, ველური ცხოველებით სავსე გარემოში გადარჩენაში ეხმარებოდა. პარეიდოლია შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც მხედველობით, ასევე სმენით სისტემასთან. ადამიანმა შეიძლება გაიგონოს დამალული შეტყობინება მუსიკალურ ჩანაწერში, ან გაიგონოს ხმა, მუსიკა, შემთხვევით ხმაურში. აგ. კონიციონერის ან ვენტილატორის ხმაში. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, თუ რატომ ხდება ეს ფენომენი. ნეიროვიზუალიზაციის კვლევების დიდმა რაოდენობამ გამოავლინა, რომ ჩვენი ვინის იგივე უბნები აქტიურდება ადამიანის სახის ამოცნობისას ა ასევე, როცა ადამიანის სახის ნიმუშს აღვიქვამთ ჩვენს გარშემო არსებულ ობიექტში. მაგალითად წრის მსგავსი გამოსახულებაც კი, რომელსაც ორი წერტილი და მრუდი აქვს ინფორმაციას აწვდის ჩვენს ტვინს და მას ადამიანის სახედ აღიქვამს. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ველა ერთნაირად არ განიცდის ამ უჩვეულო ფენომენს. ის ფრო მეტად დამახასიათებელია რელიგიური ადამიანებისთვის, ან მათთვის ვისაც ზებუებრივი ძალების სჯერათ. კვლევები აჩვენებს რომ ნევროზულ და ნეგატიურ ხასიათზე მყოფი ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან განიცადონ პარეიდოლია. ეს იმიტომ, რომ ისინი მომართულნი არიან საფრთხის შემჩნევისკენ.

0
67
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ სულეიმანაშვილი
მარიამ სულეიმანაშვილი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0