x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135816
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510198
გადაწყვეტილების მიღება და გადაწყვეტილების მიღების საფეხურები

imageდღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში აუცილებელია ადამიანმა დროულად მიიღოს ეფექტური გადაწყვეტილებები, რაც დროის სიმცირისა და სხვა გარემო პირობების გამო, ხშირ შემთხვევაში, ადვილი როდია. დღესდღეობით არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული განმარტება იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს გადაწყვეტილების მიღება. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს არის რთული კოგნიტური პროცესების სერია, რომელიც მიმდინარეობს ცნობიერების ჩართულობით და ითვალისწინებს იმ კონკრეტულ გარემო პირობებს, რომელშიც მიღებულ უნდა იქნას გადაწყვტილება. უფრო მარტივი განმარტებით გადაწყვეტილების მიღებასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა არჩევანის გაკეთება გვიწევს მრავალ სხვადასხვა ალტერნატივას შორის, მაშინ როცა გვაქვს თავისუფლების დიდი ხარსისხი და შესაბამისად მოვლენების განვითარების მრავალი შესაძლო ვარიანტის წინაშე ვდგავართ. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველა განმარტება აერთიანებს რამდენიმე მახასიათებელს, რომელიც საერთოა ამ პროცესისთვის. კერძოდ, გადაწვეტილების მიღების პროცესი განეკუთვნება მენტალური პროცესების კატეგორიას, ეს არის აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ფუნქცია, იგი ყოველთვის მიმდინარეობს ცნობიერების ჩართულობით. ეს არის რთული სელექციური პროცესების სერია, რომლის მიზანია ალტერნატივების სწორად ამოცნობა, შეფასება, გაანალიზება და მათ შორის საუკეთესოს ამორჩევა.

იქიდან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილების მიღება რთული კოგნიტური პროცესების რიგს განეკუთვნება შემოთავაზებულ იქნა ეფექტური გადაწყვეტილების მიღების 7 საფეხური. ეს საფეხურებია:
1.გადაწყვეტილების იდენტიფიკაცია: გულისხმობს იმ ალტერნატივების აღმოჩენას, რომელთა შორისაც გვიწევს არჩევანის გაკეთება. ამ სტადიაზე პრობლემას წარმოადგენს ალტერნატივების იდენტიფიკაცია, რასაც ხშირად პრობლემის იდენტიფიკაციასაც უწოდებენ.


2.ინფორმაციის შეგროვება: ამ სტადიაზე ხდება რელევანტური, საჭირო ინფორმაციის შეგროვება ალტერნატივების და იმ გარემოს შესახებ, სადაც არჩევანი კეთდება. საჭიროა მაქსიმალურად გავცხრილოთ არა საჭირო ინფრომაცია, რათა შემდგომში პრობლემა არ შეგვექმნას მოქმედებისას. ამ სტადიაზე ბევრია შეცდომების დაშვების ალბათობა, ვინაიდან ადამიანებს გვაქვს ტენდენცია ვიფიქროთ, რომ საკმარისად ბევრ ინფორმაციას ვფლობთ და არ გვჭირდება დამატებითი რესურების მოძიება.


3.ალტერნატივების განხილვა: გულისხმობს ამოსარჩევი ვარიანტებიდან თითოეულის გამოკვეთას, მათ დაწვრილებით ანალზსს და იმის განსაზღვრას თუ ალტერნატივებიდან რომელი მოგვცემს სასურველ შედეგს. აუცილებელია გავითვალისწინოთ თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები.


4.მტკიცებულებების აწონ-დაწონვა: ამ საფეხურზე რაციონალურად უნდა შევაფასოთ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რამდენად ამომწურავია და რამდენად შეგვიძლია მასზე დაყრდნობით მოქმედება. გასათვალისიწნებელია თითოეული ალტერნატივის „წონა“ თუ რამდენად სწორი/არასწორია ის.


5.ალტერნატივის ამორჩევა: წინამორბედი საფეხურების შეჯამების საფუძველზე და კონკრეტული მიზნის გათვალისწინებით ამორჩეული უნდა იქნას ერთი კონკრეტული ალტერნატივა, რომელიც მიგვაახლოებს მიზანთან.

6.მოქმედება: გულისხმობს მომავალი ნაბიჯების დაგეგმვას და სწორად გაწერას, რათა არ ავცდეთ მიზანს და ვიმოქმედეოთ მიზანმიმართულად.

7. არჩევანისა და მიღებული შედეგის განხილვა: გულისხმობს ჩვენი პირვანდელი და საბოლოო მდომარებოის შედარებას, ანალიზს. ეს საფეხურები ძალიან ჰგავს პრობლემის გადაჭრის მოდელს თავისი შინაარსითა და გამოყენების თვალსაზრისით, თუმცა მაინც შემიჩნევა მცირედი განსხვავებები ამ ორ სქემას შორის. კერძოდ, გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ პრობლემას წარმოადგენს მრავალი სხვადასხვა ალტერნატივიდან საუკეთესო არჩევანის გაკეთება, ამასთან ერთად პრობლემის გადაჭრის პროცესისგან განსხვავებით, რომელშიც ხშირად გხვდება ისეთი არაცნობიერი პროცესი, როგორიაცაა ინკუბაციის პერიოდი, აჰა-განცდა, ინსაიტი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ყოველთვის გულისხმობს ცნობიერების ჩართულობას და აუცილებლად არ გულისხმობს საკუთხარი თავისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას, იგი დამოკიდებული ადამიანის ღირებულებებსა და სოციალურ-კულტურულ ნორმებზე, რომელებიც კარნახობს ინდივიდს როდის, როგორ და რანაირად არის საჭირო არჩევანის გაკეთება.

როგორც ვნახეთ ერთი შეხედვით ძალიან მარტივი პროცესი-გადაწყვეტილების მიღება-მოიცავს მთელ რიგ ნაბიჯებსა და სტადიებს იმისათვის, რომ მივაღწიოთ სასურველ მიზანს და აგვარად მოვიხსნათ ის დაძაბულობა, რომლის წინაშეც ადამიანი დგას მრავალი ალტერნატივების წინაშე დგომისას.


0
27
შეფასება არ არის
ავტორი:იმერლიშვილი მარიამ
იმერლიშვილი მარიამ
27