x
მეტი
  • 26.09.2021
  • სტატია:114563
  • ვიდეო:353949
  • სურათი:488126
"დატიუნინგებული ვოლგა ГАЗ-21" იაპონური, "ტოიოტას" ძრავით 2JZ-GTE

image

ბოლო წლებია რარიტეტული საბჭოთა მანქანების აღდგენა და "ტიუნინგი" ტენდეციად იქცა.
განსაკუთრებით ამ მხრივ ლეგენდარული "ვოლგა ГАЗ-21"-ია პოპულარული, რადგან ამ მანქანების დიდი ნაწილის ძარა დაჟანგვის თავიდან ასარიდებლად დაფარული იყო კალათი, რამაც აღნიშნული მანქანის კარგად შენახვას შეუწყო ხელი, რასაც კარგად იყენებენ რარიტეტული და სპორტული მანქანების "დამტიუნინგებელი" კომპანიები და ამით კარგ ფულსაც შოულობენ.
ამ სურათებზე ხედავთ "დატიუნინგებულ ვოლგა ГАЗ-21"-ს რომელსაც მშობლიური გრუხუნა ძრავის ნაცვლად ჩაუდგეს იაპონური ბრენდის "ტოიოტას" ძრავი 2JZ-GTE.
ხოლო გადაცემათა კოლოფი კი ავტომატური ჩადგეს, A340 "Toyota Aristo"-დან.
უკანა დაკიდება გახლავთ "Toyota Chaser Mark II"-ის. გამონაბოლქვის გამომშვებ სისტემაში გამოიყენეს "Mazda CX-7" და "Range Rover"-ის დეტალები. ინტერიერში გამოიყენეს "Mazda 6"-ის ელემენტები, სავარძლები კი დააყენეს "CX-7"-ის.
image ძრავი აღჭურვილია "ტვინ" ტურბინით ანუ გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ ორმაგი ტურბინით, რაც მის სისწრაფეზე და ძრავის სიმძლავრის "ამოქაჩვაზე" მძლავრად აისახება.
ძრავის სიმძლავრე 280-324 ცხენისძალაა (თუმცა ამერიკისათვის მიწოდებულ ძრავებში იაპონური სიმძლავრის შემზღუდველი სტანდარტი მოხსნილია და ეს ძრავა ფორსირებით გამოიმუშავებს 435 ცხენისძალას), 24 სარქველით და 6 ცილინდრით, ძრავის მოცულობაა 3.0, მოიხმარს "აი 98 ტიპის ბენზინის საწვავს, ქალაქში წვავს 14 ლიტრს, ტრასაზე 11 ლიტრამდე სვლის მიხედვით.
ავტომატური გადაცემათა კოლოფი გათვლილია სწრაფ და კომფორტულ მოძრაობაზე.
imageimageimageimageimage





0
373
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
373