x
image
თამილა გურაშვილი
ბრიტანელი ექიმები კოვიდის საწინააღმდეგო სასწაულმოქმედ წამლის სახლში დანიშვნის უფლებას მოითხოვენ

image
დიდ ბრიტანეთში ზოგადი პრაქტიკის ექიმები და პარლამენტის დეპუტატები მიესალმებიან „სასწაულმოქმედ წამალს“, რომელიც COVID-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება, წერს გაზეთი Daily Mail-ი.

გამოცემის ცნობით, სტეროიდი დექსამეტაზონი სულ უფრო ხშირად ენიშნებათ COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც სტაციონარებში მოთავსება არ ესაჭიროებათ და სახლის პირობებში მკურნალობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა დეპუტატებმა მოუწოდეს ჯანდაცვის სამსახურს, შეისწავლოს პრეპარატის უფრო ხშირად გამოყენების საკითხი სახლის პირობებში, რათა კიდევ მეტად შემცირდეს COVID-19-ის მძიმე შემთხვევები.




აღინიშნება, რომ სტეროიდი, რომელიც ფილტვების დაზიანებას ამცირებს, ამ დროისათვის, ძირითადად, საავადმყოფოებში გამოიყენება, რაც პაციენტების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებზე მიერთების საჭიროებას ამცირებს.





მანამდე NHS England-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტეროიდმა დიდ ბრიტანეთში 22 ათას, ხოლო მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე.





კორონავირუსული დაავადების დექსამეტაზონით მკურნალობაში გარღვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა COVID-19-ით დაავადებულ 2000 პაციენტზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლებსაც ათი დღის განმავლობაში აძლევდნენ პრეპარატს.








იმ პაციენტებს, რომლებსაც დაავადება საკმაოდ რთულ ფორმებში ჰქონდათ, ვენტილაციის აპარატზე მიერთების საჭიროება ერთი მეხუთედით შეუმცირდათ, ხოლო, ძალიან მძიმედ დაავადებულ პაციენტებში აპარატებზე მიერთების საჭიროება და სიკვდილიანობა მესამედზე მეტით დაეცა.





წყარო: Daily Mail-ი



0
205
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0